საუდის არაბეთის საგარეო ურთიერთობები
საუდის არაბეთის საგარეო ურთიერთობები საუდის არაბეთსა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს შორის დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს აღნიშნავს. საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკა სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, არაბულ სამყაროსთან ერთიანობაზე, ისლამურ სოლიდარობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული.[1] საუდის არაბეთის საგარეო ურთიერთობებში პრობლემატური ასპექტებია აშშ-თან ურთიერთობები, საუდის არაბეთის შეჭრა იემენში, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, ერაყი, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მომდინარე საფრთხე და ნავთობის ფასების ეფექტი. საუდის არაბეთი მუსლიმური ქვეყნებისთვის დიდი რაოდენობით დახმარებას გასცემს.1986 წლიდან 2006 წლამდე საუდის არაბეთმა სხვა ქვეყნების დასახმარებლად 49 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გაიღო.[2][3][4]
საუდის არაბეთი მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია, თუმცა მას არაბულ ქვენებს შორის „პროდასავლური ბანაკის“ მოწინავედ მიიჩნევენ. საუდის არაბეთი და აშშ ახლო სტრატეგიული მოკავშირეები და პარტნიორები არიან. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს საუდის არაბეთთან ურთიერთობები შემცირდა, თუმცა გაძლიერდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, რომელმაც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან ახლო კავშირები დაამყარა.[5][6][7][8] ბოლო ათწლეულებში ჩინეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.[9] საუდის არაბთა უმრავლესობას ჩინეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს.[10][11] [12][13][14]
როგორც ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საუდის არაბეთი საგარეო პოლიტიკაში ნავთობის ფასების სტაბილურ და ზომიერ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად, საკმარისს იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით შემოსავლები მიიღოს, მაგრამ არა იმდენად მაღალს, რომ ნავთობის იმპორტიორ სახელმიწფოებში ალტერნატიული ენერგორესურსების მოთხოვნა წაახალისოს და დასავლური სახელმწიფოების ეკონომიკას ძირი გამოუთხაროს, სადაც საუდის არაბეთის უამრავი დინანსური აქტივია განთავსებული და რომლებიც საუდის არაბეთის მთავრობისთვის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. მთავარი გამონაკლისი 1973 წლის ნავთობის კრიზისი იყო, როდესაც საუდის არაბეთმა ნავთობის მომპოვებელ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება აშშ-ზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენა, რათა ამ უკანასკნელს ისრაელისთვის მხარი არ დაეჭირა.[15]
საუდის არაბეთი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის: ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, არაბული ქვეყნების ლიგის, სპარსეთის ყურის ქვეყნებსი თანამშრომლობსი საბჭოს, მუსლიმური სამყაროს ლიგის, ისლამურინ თანამშრომლობის ორგანიზაციის და ისლამური განვითარების ბანკის, რომლის შტაბ-ბინაც ჯიდაში მდებარეობს. საუდის არაბეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელსაც 2005 წელს შეუერთდა.
ორმხრივი ურთიერთობები
რედაქტირებააზია
რედაქტირებაკვიპროსი
რედაქტირებასაუდის არაბეთსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 1961 წლის 27 ოქტომბერს დამყარდა. კვიპროსი საუდის არაბეთში ჯედაჰში მდებარე საპატიო საკონსულოთია წარმოდგენილი, ხოლო საუდის არაბეთს ნიქოზიაში აქვს საელჩო.
იორდანია
რედაქტირებაიორდანიის საელჩო ელ-რიადში მდებარეობს, ხოლო საკონსულო ჯედაჰშია განლაგებული. საუდის არაბეთის საელჩო ამანში მდებარეობს. Pew global opinion poll-ის 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, იორდანიელთა 88%-ს საუდის არაბეთის მიმართ დადებითი, ხოლო 11%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.[16]
ლიბანი
რედაქტირება2006 წელს ლიბანის მეორე ომის დროს ისრაელმა საუდის არაბეთისგან ლიბანში შეჭრაზე საიდუმლოდ თანხმობა მიიღო. საუდის არაბეთის მთავრობის მხარდაჭერის შესახებ ისრაელის მედიასაშუალებებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.[17]
2017 წელს საუდის არაბეთი და ლიბანი დიპლომატიურ კონფლიქტში აღმოჩნდნენ, რომელიც თითქმის ომში გადაიზარდა. ლიბანიდან ჰეზბოლას განდევნის მოთხოვნით საუდის არაბეთის ზეწოლის შემდეგ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.[18][19][20][21] საუდის არაბეთმა, ქუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვება ურჩიეს.[22] მოგვიანებით ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება შეცვალა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობდა 2020 წლამდე ეკავა.
ლიბანის საელჩო ერ-რიადში, ხოლო გენერალური საკოსნული ჯიდაში მდებარეობს. საუდის არაბეთის საელჩო ბეირუთში მდებარეობს.
ტაილანდი
რედაქტირებასაუდის არაბეთის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, ხოლო ტაილანდის საელჩო ერ-რიადში. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები 1957 წელს დამყარდა და ასეულობით ათასი ტაილანდელი საუდის არაბეთში გაემართა სამუშაოდ. ქვეყნებს შორის ისტორიულად მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა დაიძაბა ლურჯი ალმასის საქმის შემდეგ, თუმცა ურთიერთობის სტატუსის მიუხედავად, საუდის არაბეთსა და ტაილანდს შორის ვაჭრობის დონე მაღალია. ბოლო წლებში ორი სამეფო ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.[23] 2022 წლის 26 იანვარს ორივე სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები სრულად აღადგინეს და მალე ელჩებსაც დანიშნავენ.[24]
ტაილანდს საუდის არაბეთიდან მეტწილად ნედლი ნავთობი, ნავთობქიმიკატები და სასუქი შეაქვს, ხოლო საუდის არაბეთში ექსპორტზე ავტომობილების ნაწილები და აქსესუარები, კონდიციონერები, მაცივრები, თევზი, შალის ნაწარმი, სარეცხი მანქანები, დანადგარები, ტანსაცმელი, ბრინჯი და ა.შ. გააქვს.[25]
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Klare, Michael (2004). Blood and Oil: The Dangers and Consequences of America's Growing Petroleum Dependency. New York: Metropolitan. ISBN 0-8050-7313-2.
- Jones, John Paul (2007). If Olaya Street Could Talk: Saudi Arabia- The Heartland of Oil and Islam. The Taza Press. ISBN 978-0-9790436-0-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ministry of Foreign Affairs
- Our enemies, the Saudis. United States relations with Saudi Arabia by Victor Davis Hanson, originally published in Commentary, June 2002.
- Saudi Arabia: 14-Year-Old Boy Faces Execution from Human Rights Watch 27 October 2005.
- Royal Embassy of Saudi Arabia in Washington, D.C.
- Embassy of the United States in Riyadh
- Saudi-U.S. Alignment after the Six Day War
- A Saudi-Israeli Deal (an opinion column by Thomas L. Friedman)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Request Rejected. ციტირების თარიღი: 21 February 2015
- ↑ ‘Saudis donate aid to non-Muslims' The Telegraph, 26 March 2006
- ↑ Saudi Aid to the Developing World. Saudinf (20 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 1 May 2010
- ↑ Arab Aid. Saudi Aramco World (1979). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 1 May 2010
- ↑ Gardner, Frank (20 April 2016). „How strained are US-Saudi relations?“. BBC News.
- ↑ „The bizarre alliance between the US and Saudi Arabia is finally fraying“. newstatesman.com (ინგლისური).
- ↑ „The U.S. Might Be Better Off Cutting Ties With Saudi Arabia“. Time (ინგლისური).
- ↑ Noi, Aylin ¨Unver. A Clash of Islamic Models. CURRENT TRENDS IN ISLAMIST IDEOLOGY / VOL. 15. Hudson Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2018. ციტატა: „Saudi-led "Pro-Western Camp" aligned with the U.S. and composed of Egypt, Jordan, and the Gulf states.“ ციტირების თარიღი: 16 April 2014
- ↑ Genin, Aaron. (2019-04-01) A GLOBAL, SAUDI SOFT POWER OFFENSIVE: A SAUDI PRINCESS AND DOLLAR DIPLOMACY en-US. ციტირების თარიღი: 2019-04-08
- ↑ „China's Xi Jinping calls Saudi king with pledge to boost ties“. South China Morning Post (ინგლისური).
- ↑ „Saudi Arabia, China Sign Deals Worth Up to $65 Billion“. Foreign Policy.
- ↑ Public Opinion in Saudi Arabia en.
- ↑ Diplomat, Charlotte Gao, The. „Closer Ties: China And Saudi Arabia Sign $70 Billion in New Deals“. The Diplomat.
- ↑ „Wang Yi and Foreign Minister Adel bin Ahmed Al-Jubeir of Saudi Arabia Co-host the Third Meeting of the Political and Diplomatic Sub-committee of China-Saudi Arabia High-level Joint Committee“. fmprc.gov.cn.
- ↑ Oil Embargo, 1973–1974 – 1969–1976 – Milestones – Office of the Historian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 21 February 2015
- ↑ Saudi Arabia’s Image Falters among Middle East Neighbors Pew Research Global Attitudes Project
- ↑ Nassar, Tamara. (February 25, 2019) How Saudi Arabia supported Israel's 2006 war on Lebanon.
- ↑ Barnard, Anne; Abi-Habib, Maria (December 24, 2017). „Why Saad Hariri Had That Strange Sojourn in Saudi Arabia“. The New York Times.
- ↑ Saudi Arabia says Lebanon 'declaring war' against it. ციტირების თარიღი: November 7, 2017
- ↑ „Saudi Arabia says Lebanon declares war, deepening crisis“. Reuters. November 7, 2017. ციტირების თარიღი: November 7, 2017.
- ↑ Saudi Arabia: Lebanon declared war on us. ციტირების თარიღი: November 7, 2017
- ↑ Saudi Arabia orders citizens to leave Lebanon as tensions rise (November 10, 2017).
- ↑ „Bangkok Post article“. Bangkok Post.
- ↑ Saudi Arabia and Thailand restore relations after three decades of tensions (26 January 2022).
- ↑ สถานเอกอัครราชทูต ณ กรุงริยาด.