საუდის არაბეთის გაერთიანება

საუდის არაბეთის გაერთიანება
არაბთა აჯანყების, ახლო აღმოსავლეთში პირველი მსოფლიო ომის სამხედრო მოქნედებების (1916—1918 ) ნაწილი

საუდის არაბეთის თანამედროვე ტერიტორია
თარიღი 1902—1934
მდებარეობა არაბეთის ნახევარკუნძული (სამხრეთ არაბეთის ჩათვლით), მესოპოტამია (სამანდატო ტერიტორია), ტრანსიორდანია ქუვეითის საშეიხო
შედეგი საუდების გამარჯვება
მხარეები
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთის მესამე სახელმწიფო
ერ-რიადის საემირო (1902–1913)

ნეჯდის და ხასისი საემირო (1913–1921)
ნეჯდის სასულთნო (1921–1926)
ნეჯდის და ჰიჯაზის სამეფო (1926–1932)
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთის სამეფო (1932-1934)
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთის სამეფო (1932 წლის შემდეგ)
საუდები
საუდის არაბეთის სახმელეთო ჯარი
იხვანები
მხარდამჭერები საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
იტალიის სამეფო
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი (1927 წლიდან)

ჰიჯაზის სამეფო (1916–1925)
•ჰიჯაზის არმია
ჰიჯაზის საჰაერო ძალები

მხარდამჭერები
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთის იმპერია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა

ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია (1919-მდე)
ჯებელ შამარის საემირო
მხარდამჭერი
გერმანიის იმპერია
იემენის მუთავაკილიის სამეფო
მხარდამჭერი
იტალიის სამეფო
მეთაურები
იბნ საუდი
საუდი (საუდის არაბეთი)
მუჰამედ იბნ აბდურრაჰმანი


სულთან ბინ ბაჯად ალ ოტაიბი
ფეისალ ალ დუვაიში
ეკაბ ბინ მოჰაია
ხალედ ბინ ლუაი

ჰუსეინ იბნ ალი ალ ჰაშიმი
ალი იბნ ჰუსეინი
ფაჰრი ფაშა
აბდ ალ აზიზ იბნ მიტაბი
საუდ ბინ აბდელ აზიზ ალ რაშიდი
აჯლან ბინ მუჰამედ ალ აჯლანი
იაჰია ბინ მუჰამედ ჰამიდ ად-დინი
აჰმედ ბენ იახია ჰამიდადდინი
ძალები
ასიათასობით 38000 23000
37000
დანაკარგები
საერთო დანაკარგი 18000

საუდის არაბეთის გაერთიანება—პროცესი, რომლის საშუალებით არაბეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილის სხვადასხვა ტომები, საშეიხოები და საამიროები გაერთიანდნენ ალ საუდის (საუდის) დინასტიის მმართველობის ქვეშ, 1902-1932 წლებში, როდესაც ქარიზმატული ლიდერის აბდ ალ-აზიზ იბნ საუდის ხელმძღვანელობით გამოცხადდა  საუდის არაბეთის დღევანდელი სამეფო.[1]  

წინაისტორია რედაქტირება

იბნ საუდი 1893 წლიდან  დევნილობაში იმყოფებოდა ქუვეითში მეორე საუდის სახელმწიფოს დაშლისა და ჯაბალ შამარის აღზევების შემდეგ, რომელსაც მართავდა ალ-რაშიდის კლანი. 1902 წელს იბნ საუდმა დაიბრუნა ერ- რიადი, საუდების დინასტიის ყოფილი დედაქალაქი და გახდა ნეჯდის ემირი.

1903-07 წლებში აბდ ალ-აზიზი იბრძოდა ჯებელ შამარის (ხაილი) საემიროსთან, რომელიც იმართებოდა  რაშიდიდების სახლის მიერ. საამიროს მხარს უჭერდა ოსმალეთის იმპერიის ქვეითი ჯარის 8 ბატალიონი, მაგრამ საბოლოოდ, მისი კუთვნილი ელ-ქაზმის მიწები ნეჯდის და ხასის საამიროს შემადგენლობაში შევიდა.[2]

ყველაზე დიდი ტომების ერთგულების მოპოვების მცდელობისას, იბნ საუდმა, რელიგიური მასწავლებლების რჩევით, 1912 წელს დააარსა იხვანთა სამხედრო-რელიგიური საძმო (არაბულად „ძმები“). ყველა ბედუინური ტომი და ოაზისი, რომლებმაც უარი თქვეს იხვანთა მოძრაობაში გაერთიანებაზე, იბნ საუდის ემირად და იმამად აღიარებაზე, ნეჯდის მტრებად აღიქმებოდნენ.

1908 წელს ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმი მექის შერიფი გახდა. ხელისუფლებაში დამკვიდრების შემდეგ, ჰუსეინმა გამოავლინა სურვილი გამხდარიყო ჰიჯაზის დამოუკიდებელი მმართველი და დაემორჩილებინა არაბეთის ნახევარკუნძულის სხვა ტერიტორიები. ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მექელი შერიფი ეყრდნობოდა არაბ ნაციონალისტებს და ბრიტანელებს. 1914 წელს მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა, ფეისალმა, დაამყარა კავშირი ახალგაზრდა არაბებთან და დამასკოს რეფორმატორებთან. ამავე დროს, მეორე ვაჟმა, აბდულამ, დაამყარა კონტაქტები ეგვიპტეში ბრიტანეთის ადმინისტრაციასთან. თავიდან თავშეკავებული,  ურთიერთობა ევროპელებთან შესამჩნევად გამოცოცხლდა პირველი მსოფლიო ომის დროს. ბრიტანელებმა შესთავაზეს შერიფს ესარგებლა შექმნილი სიტუაციით და წამოეწყო ანტითურქული აჯანყება. 1915 წელს მიღწეული იქნა საიდუმლო შეთანხმება, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი პირობას დებდა არაბული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებასა და   გარანტიას ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა მთელ არაბეთის ნახევარკუნძულს ადენის, სირიის, პალესტინისა და ერაყის გარდა.[3]

1916 წლის ივნისში მექელმა შერიფმა ჰუსეინმა მოუწოდა არაბ მოსახლეობას აჯანყება წამოეწყოთ თურქების წინააღმდეგ. აჯანყებულთა რაზმებმა ჰუსეინის ვაჟების  — ამირების ალის, აბდულას, ფეისალის და ზეიდის მეთაურობით სწრაფად აიღეს ჯიდა, იანბუსა და უმ ლეჯის პორტები. მექაში განლაგებულმა თურქულმა გარნიზონმა კაპიტულაცია მოახდინა. 1916 წლის 2 ნოემბერს არაბ ამირთა კრებამ ჰუსეინი არაბი ერის მეფედ გამოაცხადა.

ამავდროულად, მექაში ჩამოყალიბდა არაბული მთავრობა, სადაც მეფის ვაჟები იკავებდნენ საკვანძო პოსტებს. ალი პრემიერ მინისტრი გახდა, აბდულა — საგარეო საქმეთა მინისტრი, ფეისალი — შინაგან საქმეთა მინისტრი. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ჰუსეინი მხოლოდ ჰიჯაზის მეფედ აღიარეს. ეს ტიტული მან ბოლომდე შეინარჩუნა.[4]

1917 წელს ემირმა ფეისალმა განახორციელა რეიდი  უდაბნოზე და დაიკავა აკაბას პორტი წითელი ზღვის ჩრდილოეთით. მომდევნო წელს თურქებმა პალესტინაში გამანადგურებელი მარცხი განიცადეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოახდინეს ძალების აღდგენა.

1918 წლის შუა ხანებში ფეისალის არმიამ აიღო მაანი და ინგლისელებთან ერთად სირიაში შევიდა. 30 სექტემბერს დამასკო აიღეს. მაგრამ ყველა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ფეისალ I-ის საკუთრებაში მხოლოდ აღმოსავლეთ სირია გადავიდა. დანარჩენი მიწები მოკავშირეების კონტროლის ქვეშ მოექცა.

ფაქტობრივად, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არ აპირებდნენ ჰუსეინთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებას. მისთვის დაპირებული პროვინციებიდან პალესტინა და ერაყი ინგლისელებმა დაიკავეს, ხოლო სირია და ლიბანი — ფრანგებმა. ჰუსეინის ოცნება დიდი არაბული სამეფოს შექმნაზე აუხდენელი დარჩა.[5]

გაერთიანების პროცესი რედაქტირება

 
ასირი, ჰიჯაზი და ნეჯდი

მეფე ჰუსეინ იბნ ალიმ გადაწყვიტა არაბეთის ნახევარკუნძულის თავისი მმართველობის ქვეშ გაერთიანება. მაგრამ ის შეხვდა წინააღმდეგობას ნეჯდის ემირის აბდ ალ-აზიზ იბნ საუდის  სახით. 1917 წლის შემოდგომიდან დაიწყო შეიარაღებული შეტაკებები ჰუსეინ იბნ ალისა და საუდელებს შორის ტურაბას და ალ-ხურმას სასაზღვრო ოაზისების გამო, რომლებიც  ჰიჯაზის კარიბჭეს წარმოადგენდნენ ნეჯდიდან მიმავალ გზაზე. 1919 წლის მაისში ჰუსეინ აბდალაჰის ვაჟმა აიღო ტურაბა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ნეჯდის წარმომადგენლები თავს დაესხნენ მის რაზმს და სრულიად დაამარცხეს.

საუდის არაბეთი ემზადებოდა ჰიჯაზზე თავდასხმისთვის, მაგრამ ივნისში ბრიტანელები წინ აღუდგნენ თავიანთ მოკავშირეს და მოითხოვეს, რომ აბდულაზიზ იბნ საუდს დაეტოვებინა ტურაბა და ალ-ხურმა. ბრიტანეთის ჯარები ჩავიდნენ ჯიდაში. საუდელები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ.[6]

1920 წელს იხვანები შეიჭრნენ ქუვეითში, მაგრამ 1920 წლის 10 ოქტომბერს ელ ჯაჰრასთან დამარცხდნენ და იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქუვეითი. იხვანებმა დაარბიეს ტრანსიორდანია 1922-1924 წლებში.[7]

1924 წელს ნეჯდის ემირმა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა განაახლა საომარი მოქმედებები ჰიჯაზის წინააღმდეგ. ვაჰაბიტების შეიარაღებულმა რაზმებმა შეტევა დაიწყეს ჰიჯაზის წინააღმდეგ. ბრიტანელები ამჯერად დემონსტრატიულად ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს.  ჰუსეინის ჯარებმა დამარცხება განიცადეს. ამ პირობებში ჰიჯაზის დიდებულები შეიკრიბნენ 1924 წლის 6 ოქტომბერს ჯიდაში და აიძულეს ჰუსეინი დაეტოვებინა ტახტი მისი უფროსი ვაჟის ალის სასარგებლოდ, რომელიც გახდა ჰიჯაზის მეორე და უკანასკნელი მეფე ჰაშიმიდების დინასტიიდან.

ახალმა მეფემ, ალი იბნ ჰუსეინმა, რამდენიმე ასეულ მომხრესთან ერთად უკან დაიხია ჯიდაში. ვაჰაბიტებმა დაიკავეს მთელი ჰიჯაზი,  მექა და და ალყაში მოაქციეს ჯიდა. 1925 წლის 6 დეკემბერს მედინა დაეცა, ხოლო 22 დეკემბერს მხარდაჭერას მოკლებულმა ალიმ დატოვა ჯიდა. საუდის არაბეთმა მოახდინა დაპყრობილი ჰიჯაზის ანექსია[8].

1927 წელს მუტაირისა და აჯმანის ტომები აჯანყდნენ იბნ საუდის მმართველობის წინააღმდეგ, რამაც დასაბამი დაუდო იხვანების აჯანყებას.  აჯანყება ჩაახშეს 1930 წლის დასაწყისში.[9]

ასირის დაპყრობისა და ალ-ჰასსა და ელ-კატიფში პოზიციების გაძლიერების შემდეგ იბნ საუდის სახელმწიფოს 1932 წელს ეწოდა საუდის არაბეთის სამეფო.[10]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Troeller, Gary (1976). The Birth of Saudi Arabia: Britain and the Rise of the House of Sa'ud. London: Routledge. ISBN 0-7146-3062-4.
  • Vassiliev, Alexei (1998). The History of Saudi Arabia. London: Saqi. ISBN 0-86356-935-8.

სქოლიო რედაქტირება

  1. "Karim Hakimov – "Red Pasha" and the Arabian Vizier of the Kremlin". islam-russia.com.
  2. Chisholm, Hugh (25 March 2018). "The Encyclopedia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information". The Encyclopedia Britannica Co.
  3. Peter W. Wilson, Douglas Graham. Saudi Arabia: the coming storm . M.E.Sharpe, 1994: p.45
  4. Leatherdale, Clive. Britain and Saudi Arabia, 1925-1939: the Imperial Oasis. p.115.
  5. J. A. Hammerton. Peoples of All Nations: Their Life Today And Story of Their Past (in 14 Volumes). Concept Publishing Company, 2007. p. 193.
  6. Murphy, David (2008). The Arab Revolt 1916-18: Lawrence Sets Arabia Ablaze. Osprey Publishing. p. 26.
  7. Moon, Farzana (2015). No Islam but Islam. Newcastle upon Tyne, UK: Cambridge Scholars Publishing. p. 142. ISBN 978-1443871181.
  8. Eden, Jeff (2019). "Did Ibn Saud's militants cause 400,000 casualties? Myths and evidence about the Wahhabi conquests, 1902–1925". British Journal of Middle Eastern Studies. 46 (4): 519–534.
  9. Salibi, Kamal S. The modern history of Jordan. p. 104
  10. Al Kahtani, Mohammad Zaid (December 2004). The Foreign Policy of King Abdulaziz (1927-1953) University of Leeds. Retrieved 21 July 2013.