Taj Mahal Palace

(გადამისამართდა გვერდიდან სასტუმრო Taj Mahal Palace)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Taj mahal palace (ქართ. სასახლე თაჯ მაჰალი) ხუთვარსკვლავიანი მდიდრული სასტუმრო, რომელიც აგებულია ინდო-სარაცინის სტილში. მდებარეობს ინდოეთის ქალაქ მუმბაის კოლაბას მხარეში, ინდოეთის კარიბჭის . მახლობლად. [1] ის თაჯ სასტუმროების ქსელის ნაწილია.ისტორიულად იგი ცნობილი იყო როგორც "თაჯ მაჰალის სასტუმრო," ან უბრალოდ "თაჯ". ბრიტანეთის ინდოეთის დროიდან მოყოლებული ითვლება აღმოსავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროდ.[2][3][4]

სასტუმრო Taj Mahal Palace (5)
მდებარეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი მუმბაი
კოორდინატები: 18°55′19″ ჩ. გ. 72°50′00″ ა. გ. / 18.92194° ჩ. გ. 72.83333° ა. გ. / 18.92194; 72.83333
მფლობელი Taj Hotels
ისტორია
გახსნის თარიღი 16 დეკემბერი 1903
სტატისტიკა
რესტორნების რაოდენობა 9
ნომრების რაოდენობა 600
ლუქსის კლასი 44
სართულების რაოდენობა 6 სართული ტაჯ მაჰალის სასახლეში, 20 სართული ტაჯ მაჰალის კოშკში
ოფიციალური ვებ-გვერდი

სასტუმრო გახდა 2008 წლის ტერაქტის ერთ-ერთი სამიზნე[5].

 
სასტუმროს ახალი ფრთა, რომელსაც თაჯ მაჰალის კოშკის სახელითაა ცნობილი

მე -19 საუკუნის პროგრესული ინდოელი მეწარმე, ბომბეის ელფინსტონის კოლეჯის კურსდამთავრებული, ფოლადის მსხვილი კომპანიის მფლობელი ჯამსეჯი ნუსერვანჯი ტატა, ბევრს მოგზაურობდა ევროპასა და ამერიკაში.

მან სასტუმროს საფუძველი 1898 წელს ჩაუყარა. ფიქრობდა, რომ ტაჯ მაჰალის სასახლე ბევრად უფრო დიდი და მდიდრული იქნებოდა, ვიდრე რომელიმე სხვა სასტუმრო.

ტატამ შენობისთვის შეიძინა უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ბომბეიში არაბეთის ზღვის სანაპიროზე, აპოლოს ნაპირზე. 1902 წელს ტატამ ევროპაში იყიდა ყველაფერი, რაც სასტუმროს ინტერიერის მოსაწყობად იყო საჭირო. პარიზში შეხვდა გუსტავ ეიფელს, რომელსაც სამეჯლისო დარბაზისთვის შეუკვეთა ათი მეტალის სვეტი.

სასტუმროს საზეიმო გახსნა მოხდა 1903 წლის 16 დეკემბერს. ეს იყო შენობა, რომელიც იმ დროს ნამდვილი სენსაცია გახდა: გაფორმებული ნახევრად ძვირფასი ქვებით, ხელნაკეთი ხალიჩებითა და ბროლის მდიდრული ჭაღებით, ელექტრო განათებით (იმ დროს ერთადერთი ბომბეიში). სასტუმროს ყველა თანამშრომელმა სპეციალური ტრენინგი გაიარა ევროპული სასტუმროების ბაზაზე. უკვე 1905 წლის ნოემბერში ტაჯ მაჰალის სასახლემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ინდოეთში ვიზიტის დროს სასტუმროში გაჩერდნენ ბრიტანეთის მონარქი ედუარდ VII და მისი მეუღლე ალექსანდრა.

 
ორიგინალური შესასვლელი სასტუმროში დასავლეთის მხრიდან.

1917 წლის თებერვალში ტაჰ მაჰალის დიდ სამეჯლისო დარბაზში მაჰარაჯა ბიკანერის პატივსაცემად მოეწყო გრანდიოზული ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდა 200 მაჰარაჯა მთელი ინდოეთიდან.

წამყვანი უცხოური გაზეთების ჟურნალისტებმა, რომლებიც ადრე უოტსონში იმყოფებოდნენ, თავიანთი ოფისები სასტუმრო თაჯ მაჰალში გადაიტანეს. აქვე იყო ორგანიზებული მაჰათმა განდისა და ჯავაჰარლალ ნერუს მომხრეთა შტაბი.

ომის წლებში თაჯ მაჰალის სასახლე ერთგვარ კულტურულ ცენტრად გადაიქცა. მის დარბაზებში გამოდიოდნენ ცნობილი ბრიტანული სიმფონიური ორკესტრები და ამერიკელი ჯაზმენები.

 
სასტუმრო ღამით

1947 წლის 15 აგვისტოს ტაჯ-მაჰალის დარბაზში ინდოეთის უკანასკნელმა მეფისნაცვალმა, ლორდ მაუნტბატენმა გამოაცხადა ინდოეთის დამოუკიდებლობა. ამავდროულად, გადაწყდა დასავლეთის სტილში აშენებული ძველი სასტუმროს შენობის დანგრევა და მის ნაცვლად ახლის აღმართვა. მთელი პროგრესული საზოგადოება გამოვიდა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ალფრედ ჰიჩკოკი, ვივიენ ლი, გრეგორი პეკი და მრავალი სხვა ცნობილი პიროვნება იცავდა სასტუმროს ძველ სახეს. შედეგად, სასტუმრო მოდერნიზებული იქნა, მაგრამ შენარჩუნდა ორიგინალური არქიტექტურული სტილი.

 
სასტუმროს მთავარი გუმბათი

მსოფლიოს საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა ცნობილი სასტუმროთი გასული საუკუნის 60-იან წლებში. სამყარო ჰიპების ტალღამ მოიცვა, დიდი ინტერესი იყო აღმოსავლეთის მიმართ. ამ წლების განმავლობაში სასტუმროს სტუმრობდნენ ჯორჯ ჰარისონი და ჯონ ლენონი, მიკ ჯაგერი, ჯინა ლოლობრიჯიდა და მრავალი სხვა.

1970-იან წლებში ტაჯ მაჰალის სასახლე გაფართოვდა. მას დაერთო თანამედროვე კოშკი, ოთახების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

მე -20 საუკუნის ბოლოს სასტუმროების ჯგუფი გაფართოვდა: ჯაიპურში გაიხსნა ლეგენდარული რუმბას სასახლე, შემდეგ კი უდაიპურში ტბის სასახლე. დაგეგმილია ტაჯ მაჰალის ბრენდის კიდევ რამდენიმე სასტუმროს გახსნა.. 2009 წლის დასაწყისისთვის ჯგუფს ჰქონდა 57 სასტუმრო ინდოეთში და 13 სასტუმრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

2008 წლის 26 ნოემბერს სასტუმრო გახდა მუმბაიზე ტერაქტის ერთ – ერთი სამიზნე. შენობა 4 ტერორისტმა აიღო ხელში. საერთო ჯამში, სასტუმროში 31 ადამიანი გარდაიცვალა, 250 ადამიანი გადაარჩინეს. მძევლების განთავისუფლების ოპერაციის დროს დაზიანდა სასტუმროს ცნობილი გუმბათი და გვერდითი ფრთა.[5][6][7]

2010 წელს სასტუმრო აღდგა და ტურისტებისთვის გაიხსნა.[8]

 
სასტუმროს შესასვლელი

2010 წლის 6 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა პირველი უცხო ქვეყნის მეთაური, ვინც სასტუმრო ტაჯ-მაჰალს ეწვია თავდასხმების შემდეგ. სასტუმროს ტერასიდან გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ ”თაჯი იყო ინდოელი ხალხის სიმტკიცისა და გამძლეობის სიმბოლო".[9] სასტუმროზე თავდასხმა ასახულია 2018 წელს გადაღებულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში Hotel Mumbai.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • ,როგორც ამბობენ, ჯამსეტჯი ნუსერვანჯი თათამ ვერ შეძლო ევროპულ პარტნიორებთან შეხვედრა, რადგან შეხვედრა დაინიშნა ბრიტანეთის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „უოტსონში“, რომლის კარზე ეწერა წარწერა „მხოლოდ თეთრებისთვის“. განაწყენებულმა გადაწყვიტა საკუთარი სასტუმროს გახსნა.
  • ომის წლებში ცნობილი მევიოლინე მელი მეტა სასტუმროში ყოველ კვირას გამოდიოდა. მისი ვაჟი, დირიჟორი ზუბინ მეტა პირველად გამოჩნდა სცენაზე მუმბაის სასტუმროს დარბაზში.
  • Superior Room / Deluxe Room —ოთახები განლაგებულია თაჯ მაჰალის კოშკის ფრთაში, გადაჰყურებს არაბეთის ზღვას და ქალაქს.
  • Luxury Grande Room — მდებარეობს ტაჯ მაჰალის სასახლის ფრთაში, გადაჰყურებს არაბეთის ზღვას, ქალაქს ან აუზს. ამ ნომრებს აქვს რეტრო სტილი.
  • Taj Club Room- "საკლუბო ნომრები"განთავსებულია ზედა სართულებზე. დამატებითი სერვისის სახით სტუმრები ღებულობენ აეროპორტში ლიმუზინით ტრანსფერს,ბატლერის მომსახურებას და ა.შ.
  • Junior Suite / Executive Suite / Luxury Suite / Grand Luxury Suite -"საკლუბო ნომრები", რომელთა ფასშიც შედის ყველა სახის მომსახურება.
  • Presidential Suite და Rajput Suite - ძვირადღირებული ნომრები დიდი მისაღები ოთახით, საძინებელი, ტერასით, აივნით, რომელიც გადაჰყურებს ინდოეთის კარიბჭეს.

სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია უკაბელო ინტერნეტით, ტელევიზორით სატელიტური არხებით, IDD ტელეფონებით, მინიბარებით და სეიფებით.

რესტორნები და ბარები

რედაქტირება
  • ოქროს დრაკონი - ჩინური რესტორანი
  • Masala Kraft -ინდური რესტორანი
  • შამიანა არის რესტორანი, სადაც ინდური და საერთაშორისო სამზარეულოა
  • Wasabi By Morimoto- იაპონური რესტორანი
  • Souk -რესტორანი, რომელიც ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს ემსახურება
  • .Sea Lounge - ბარი მსუბუქი კერძებით დაკერძებით, ჩაი, ყავა და ნამცხვრები
  • Harbor Bar - ბარი (შამპანური, მარტინი, სიგარები)
  1. Category: Heritage Grand[მკვდარი ბმული]
  2. Reed, Philip; Mitchell, Donald (2008). Letters from a Life: The Selected Letters and Diaries of Benjamin Britten, 1913-1976. 4. Boydell Press. p. 379.
  3. Shree 420 - Raj Kapoor, Nadira and Lalita Pawar - Bollywood Evergreen Movie on YouTube
  4. Sports Car Market. Keith Martin. February 2009.
  5. 5.0 5.1 "Ten Years After Mumbai, the Group Responsible is Deadlier Than Ever". War on the Rocks. 26 November 2018. Retrieved 27 March 2019.
  6. Ramesh, Randeep (27 November 2008). "Dozens still held hostage in Mumbai after a night of terror attacks". London: The Guardian. Retrieved 28 November 2008.
  7. Mumbai 26/11 terror attack- Taj Mahal hotel under siege TIMES NOW Nov 25, 2014
  8. Pasricha, Anjana (21 December 2009). "Mumbai's Attacked Hotels Reopen". Voice of America. Retrieved 22 December 2008.
  9. Parsons, Christi (6 November 2010). "Obama visits site of Mumbai attacks, praises India's resilience".[მკვდარი ბმული] Los Angeles Times. Retrieved 4 July 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Taj_Mahal_Palace“-დან