ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზუბინ მეტა (დ. 29 აპრილი, 1936, ბომბეი (მომბაი),ინდოეთი) — დასავლური და აღმოსავლური კლასიკური მუსიკის ინდოელი დირიჟორი.[1]

ზუბინ მეჰტა
ზუბინ მეჰტა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ზუბინ მეტა - 1980 წ.

ზუბინ მეტას მამა- მელი მეტა (1908–2002) იყო გამოჩენილი მუსიკოსი, მევიოლინე და დირიჟორი, ბომბეის სიმფონიური ორკესტრის დამფუძნებელი.[2] ზუბინ მეტამ თავისი ადრეული მუსიკალური განათლება მისგან მიიღო.[3] მეტა უმცროსი ემზადებოდა ექიმის კარიერისთვის, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ვენის კონსერვატორიაში შევიდა, სადაც ჰანს სვაროვსკისთან ეუფლებოდა დირიჟორის პროფესიას, პარალელურად სწავლობდა, კომპოზიციას,   კონტრაბასზე და დრამზე დაკვრას.ამავე დროს კიჯის მუსიკალურ აკადემიაში სიენაში (იტალია) სწავლობდა, სადაც გაიცნო დ. ბერენბოიმი. მასთან მეგობრობამ გარკვეულწილად განსაზღვრა მეტას ინტერესი ისრაელის მიმართ.

კურსის დასრულების  შემდეგ 1958 წელს მეტა მიიწვიეს დირიჟორის თანაშემწედ ლივერპულის ფილარმონიის ორკესტრში, 1960-1967 წლებში. ხელმძღვანელობდა მონრეალის სიმფონიურ ორკესტრს, 1962-1978 წლებში. იყო ლოს-ანჯელესის ფილარმონიის ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი,  ხოლო 1978-1991 წლებში. - ნიუ -იორკის ფილარმონიის ორკესტრის. 1969 წელს მეტა მიიწვიეს ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის მუსიკალურ კონსულტანტად, 1977 წელს დაინიშნა მის მუსიკალურ ხელმძღვანელად; მეტას წარმატება ამ კოლექტივში იმდენად დიდი იყო, რომ 1981 წელს იგი გამოცხადდა მისი მუსიკალური კოლექტივის ხელმძღვანელად  სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად, 1998-2006 წლებში. მეტა ხელმძღვანელობდა ბავარიის სახელმწიფო ოპერას. მეტა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისრაელის კულტურულ ცხოვრებაში. 1991 წელს მეტას მიენიჭა ისრაელის სახელმწიფო პრემია ისრაელის მუსიკალურ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის. 2011 წელს მეტა გამოვიდა წინადადებით,  ისრაელის მუსიკალური ელჩის როლი შეესრულებინა  არაბულ სამყაროში.

ზუბინ მეტა აღიარებულია  ისეთი  დიდი და ღრმა სიმფონიური ნაწარმოებების შესრულების ოსტატად, როგორიცაა: მალერის, რიხარდ შტრაუსის, ბრუკნერის სიმფონიები. ამავე დროს, ის მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა სახის სიმბოლურ ღონისზიებებში, კონცერტებში, რომელთა მნიშვნელობა უფრო საზოგადოებრივია ვიდრე თავად მუსიკალური.

ამგვარად, 1990 წელს მეტამ ჩაატარა სამი ტენორის - პლასიდო დომინგოს, ხოსე კარერასისა და ლუჩანო პავაროტის პირველი ერთობლივი კონცერტი რომში, რომელიც დაემთხვა მსოფლიო საფეხბურთო თასის ფინალს. 1994 წელს მეტამ დირიჟორობდა  მოცარტის რეკვიემს სარაევოს გუნდისა და ორკესტრის შესრულებით, რომელიც ჩატარდა  იუგოსლავიის ომების დროს განადგურებული სარაევოს ეროვნული ბიბლიოთეკის ნანგრევებზე.

 
ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან

1999 წელს მეტა დირიჟორობდა მალერის მეორე სიმფონიას კონცერტზე, რომელიც გაიმართა ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ბუხენვალდის მახლობლად. სიმფონიას ასრულებდა ორი ორკესტრი, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრი და ბავარიის სახელმწიფო ორკესტრი, რომელთა ხელმძღვანელიც თავად მეტა გახლდათ. ორკესტრები ერთმანეთის საპირისპიროდ იყო განლაგებულნი. მეტამ ხუთჯერ - 1990, 1995, 1998, 2007 და 2015 წლებში. - ჩაატარა ტრადიციული საახალწლო კონცერტი ვენაში.

ზუბინ მეტას  ბიოგრაფიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვერდია ჯაკომო პუჩინის ფილმ-ოპერა "ტურანდოტის" დადგმა ჩინელ რეჟისორთან ჟანგ იიმუსთან ერთად.

 
დაჯილდოების ცერემონიაზე კენედის ცენტრში აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან და ლორა ბუშთან ერთად

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1965 წელს მიიღო სერ ჯორჯ უილიამსის უნივერსიტეტის, რომელიც მოგვიანებით გახდა კონკორდიას უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორის ხარისხი.
  • 1991 წლის ისრაელის პრემიაზე მეტას მიენიჭა სპეციალური პრიზი ისრაელისა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრისადმი გაწეული დამსახურების გამო.[4]
  • 1995 წელს მან მიიღო ვოლფის პრემია ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის.
  • 1999 წელს გაერომ მეტას მიანიჭა "მშვიდობისა და ტოლერანტობის პრემია სიცოცხლისათვის სამსახურში".
  • შეიყვანეს ჟურნალ Gramophone დიდების დარბაზში[5].
  • 1961 და 2001 წლებში ინდოეთის მთავრობამ დააჯილდოვა პადმა ბუშანის და პადმა ვიბუშანის პრემიებით
  • 2006 წლის სექტემბერში კენედის ცენტრმა მეტა გამოაცხადა კენედის ცენტრის პრემიის ერთ-ერთი ლაურეატად.
  • 2013 წლის სექტემბერში ინდოეთის პრეზიდენტმა პრანაბ მუხერჯიმ გამოჩენილ დიდიჟორს გადასცა 2013 წლის თაგორის პრემია კულტურულ ჰარმონიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. [6]
  • 2019 წლის იანვარში, ლოს-ანჯელესის ფილარმონიამ მეტა დაასახელა დირიჟორ ემერიტუსად.
  • 2019 წლის თებერვალში მეტა ბერლინის ფილარმონიის საპატიო წევრი გახდა.[7]
  • 2019 წლის სექტემბერში სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა ზუბინ მეტა დააჯილდოვა ოქროს ღირსების ორდენით მუსიკაში შეტანილი წვლილისა და ხელოვნების ამ ფორმის საშუალებით სხვადასხვა ერების გაერთიანებისთვის.[8]
  • 2020 წლის ნოემბერში მსოფლიო ებრაელთა კონგრესმა მეტას გადასცა მეხუთე პრიზი ტედი კოლეკი ებრაული კულტურის განვითარებისათვის. [9]

2020 წლის მონაცემებით, მეტა მსოფლიო რეკორდსმენია წარუმატებელი გრემის ნომინაციების რაოდენობით: ის 18-ჯერ იყო ნომინირებული პრემიაზე, მაგრამ მისი  ლაურეატობა არ მიუღია..[10]  

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ზუბინ მეტას ოფიციალური ვებ გვერდი (ინგლ.)

  1. Encyclopædia Britannica
  2. Sharma, Pranay (2 June 2014). "Those Nights in Nairobi" დაარქივებული 2020-06-30 საიტზე Wayback Machine. . Outlook India.
  3. Moritz, Charles, editor. Current Biography Yearbook, 1969, The H. W. Wilson Co., New York (1984) pp. 287–289
  4. Mehta mated to Israel Philharmonic", Chicago Tribune, 12 March 2014 pp. 3–4
  5. Gramophone Hall of Fame Gramophone. მიმართვის თარიღი: 2 იანვარი 2016.
  6. "Zubin Mehta awarded with Tagore Award for Cultural Harmony 2013". Retrieved 6 September 2013.
  7. "Honorary Membership for Zubin Mehta",[მკვდარი ბმული] Berlin Philharmonic, February 2019
  8. "Zubin Mehta receives presidential decoration, 2019". Retrieved 5 September 2019.
  9. "UN Secretary-General addresses world Jewry, calls fight against antisemitism 'personal' and commits to building global coalition against bigotry",[მკვდარი ბმული] 9 November 2020, World Jewish Congress
  10. Zubin Mehta GRAMMY.com (19 November 2019). მიმართვის თარიღი: 5 ნოემბერი 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზუბინ_მეტა“-დან