ალექსანდრ გიუსტავ ეიფელი (ფრანგ. Gustave Eiffel; დ. 15 დეკემბერი, 1832 — გ. 27 დეკემბერი, 1923) — ფრანგი სამოქალაქო ინჟინერი და არქიტექტორი. პარიზის ხელოვნებისა და წარმოების ცენტრალური სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სახელი გაითქვა საფრანგეთის სარკინიგზო ქსელისთვის სხვადასხვაგვარი ხიდების აშენებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია გარაბიტ-ვიადუკი. თუმცა, გიუსტავი მთელ მსოფლიოში ცნობილი სახელგანთქმული ეიფელის კოშკის წყალობით გახდა, რომელიც პარიზის 1889 წლის მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა. ინჟინერიისგან ჩამოშორების შემდეგ, ეიფელმა თავისი ძალისხმევა მეტეოროლოგიისა და აეროდინამიკის კვლევებისკენ მიმართა და ორივე სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გიუსტავ ეიფელი
მშობლიური სახელი Gustave Eiffel
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1832
დიჟონი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 27 დეკემბერი 1923
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
საქმიანობა ინჟინერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება