აეროდინამიკა (ძვ. ბერძნ. ἀηρ – ჰაერი და δύναμις – ძალა) — ჰიდროაერომექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის აირის მოძრაობის კანონებს და აირის მიმართ მოძრავი სხეულების ზედაპირზე წარმოქმნილ ძალებს.

ჰაერში შექმნილი დარტყმითი ტალღის ეფექტი

აეროდინამიკა განიხილავს ბგერამდელი, ანუ 340 მ/წმ-მდე (1200 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობას. აეროდინამიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს საფრენი აპარატების დაპროექტება მათზე მოქმედი აეროდინამიკური ძალების გაანგარიშების მეთოდებზე დაფუძნებით.

აეროდინამიკა დამოუკიდებელ მეცნიერებად XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ჰიდროდინამიკის ზოგადი განტოლებანი, რომელთა კერძო სახეს აეროდინამიკის განტოლებები წარმოადგენს, ჯერ კიდევ ლ. ეილერმა, ჟ. ლაგრანჟმა, ჯ. სტოქსმა, მ. ნავიემ და სხვ. დაადგინეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 103-104.
  • დოლიძე დ., ჰიდროაერომექანიკა, თბ., 1960.


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.