სარა ნაზარბაევა
სარა ნაზარბაევა (ყაზახ. Сара Алпысқызы Назарбаева, დ. 12 თებერვალი, 1941, სოფელი კიზილ-ჟარი, ყარაგანდას ოლქი, ყაზახეთის სსრ, სსრკ) — ყაზახი საზოგადო მოღვაწე, „ბობეკის“ ეროვნული ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მეუღლე.
სარა ნაზარბაევა | |
---|---|
ყაზახ. Сара Алпыс қызы Назарбаева | |
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 1941 (83 წლის) |
დაბადების ადგილი | Kyzylzhar |
მოქალაქეობა |
სსრკ ყაზახეთი |
მეუღლე/ები | ნურსულთან ნაზარბაევი |
შვილ(ებ)ი | დარიღა ნაზარბაევა, Dinara Nazarbayeva და Aliya Nazarbayeva |
ჯილდოები | Dostyk Order of grade I, Order of Glory and Honor, Q80796649?, Order of the Leopard, Golden Heart International Award[1] და Order of the Holy Princess Olga |
ბიოგრაფია
რედაქტირებასარა კონაკაევა დაიბადა 1941 წლის 12 თებერვალს ყარაგანდის რაიონის სოფელ კიზილ-ჟარში. მომდინარეობს არგინების ტომის კუანდიკის კლანის მურატების ქვეგვარიდან.[2] სარა 5 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. 12 წლის ასაკში გოგონამ მიატოვა სკოლა და მუშაობა დაიწყო სამკერვალო ფაბრიკაში.[3][4]
1962 წელს იგი ცოლად გაყვა ნურსულთან ნაზარბაევს. მათ ერთმანეთი ყარაგანდას მეტალურგიულ ქარხნაში გაიცნეს, სადაც ნაზარბაევი მუშაობდა წამყვან მეტალურგად, ხოლო მისი მომავალი მეუღლე — ელექტრო ქვესადგურშის მუშად.[3][4][5] მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: დარიგა (დ. 1963) და დინარა (დ. 1967) დაიბადნენ თემირტაუში, ხოლო ალიაში (დ. 1980) — ალმა-ატაში.[2]
1972-1976 წლებში მან მიიღო უმაღლესი განათლება ტემირტაუს ქარხნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში — ყარაგანდას მეტალურგიულ ქარხანაში უმაღლესი ტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით სამრეწველო დაგეგმარება. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ყარაგანდას მეტალურგიულ ქარხანაში, „ყარაგანდაუგოლის“ წარმოების ასოციაციაში. [3]
ის აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. 1992 წლის თებერვლიდან დააფუძნა რესპუბლიკური ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი „ბობეკი“, რომლის პრეზიდენტიც თავად ნაზარბაევაა. ასევე 1994 წლის ივლისიდან — ყაზახეთის „SOS ბავშვთა სოფლები ყაზახეთში“ ფონდის პრეზიდენტია (ავსტრიული SOS Kinderdorf საერთაშორისო ფონდის ფილიალი). 1999 წლის მარტში იგი გახდა საქველმოქმედო ფონდ „დემოგრაფიის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
საქველმოქმედო და საზოგადო საქმიანობა
რედაქტირებასაქველმოქმედო ფონდი "ბობეკი"
რედაქტირება1992 წელს სარა ნაზარბაევამ დააარსა ფონდი „ბობეკო“, რომლის ძირითადი მიზნებია: დედათა და ბავშვთა დაცვა, ბავშვთა სახლებისა და ჩვილთა სახლების მეურვეობა, სკოლების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერა, ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა.
1992 წელს ფონდმა პირველად გამართა ყაზახეთში საერთაშორისო ტელემარათონი „სიხარულისა და იმედის სახლი“, შემოსული თანხა მოხმარდა „ბობეკის“ ბავშვთა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრის (ალმა-ატა) მშენებლობას. 1994 წლიდან „ბობეკი“ გახდა გაეროს წევრი. 1995 წელს მოეწყო საქველმოქმედო აქცია დევიზით „ყაზახური ბიზნესი — ავადმყოფი ბავშვებისთვის!“. შემოსული თანხები მოხმარდა ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტის, ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილების და ბავშვთა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრის აღჭურვილობის შესყიდვასა და შეკეთებას.
1995 წელს, ყაზახეთის მთავრობასთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, „ბობეკმა“ წარადგინა პროექტი „ASPERA“ (არალის ზღვა: გარემოსდაცვითი და რეგიონული დახმარების პროექტი) — ყაზახეთის არალის რეგიონში დედებისა და ბავშვების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. 1996 წლის მარტში, „ბობეკის“ ფონდის პრეზიდენტი სარა ნაზარბაევა და UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი კეროლ ბელამი არალის რეგიონს ეწვივნენ.[6]
2014 წელს სარა ნაზარბაევამ წამოიწყო კიდევ ერთი სოციალური პროგრამა ობლებისა და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად. 2011 წლის 1 ივლისს მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას საგანმანათლებლო ორგანიზაციების სტუდენტებისთვის მიზნობრივი საქველმოქმედო დახმარების შესახებ სახელმწიფო საგანმანათლებლო შემნახველი სისტემის (SES) პროგრამის ფარგლებში. ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდმა „ბობეკმა“ უსასყიდლოდ გახსნა საგანმანათლებლო დეპოზიტები 7 ათასი ბავშვისთვის ბავშვთა სახლიდან. ყაზახეთში ობლების თითქმის 90%-მა მიიღო განათლების მიღების გარანტია უნივერსიტეტში ან კოლეჯში, მიუხედავად სახელმწიფო საგანმანათლებლო გრანტის მიღებისა.[7][8]
ფონდი „SOS — ბავშვთა სოფლები ყაზახეთში“
რედაქტირება1993 წელს, მიუნხენში ყოფნისას, სარა ნაზარბაევა ეწვია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „SOS — Kinderdorf International“-ის მიერ აშენებულ ადგილობრივ ბავშვთა სოფელს, სადაც ობოლი ბავშვები ცხოვრობდნენ ოჯახებში, დედებთან ერთად, თითოეული ოჯახი კი ცალკე სახლში. სარა ნაზარბაევამ მუშაობა დაიწყო ამ გამოცდილების დანერგვაზე ყაზახეთში და 1993 წელს მისი ინიციატივით ხელშეკრულება დაიდო ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ფონდი „SOS — Kinderdorf International“ შორის. 1994 წელს შეიქმნა ფონდი „SOS საბავშვო სოფლები ყაზახეთში“, რომლის პრეზიდენტი გახდა სარა ნაზარბაევა.[9]
პირველი საბავშვო სოფელი გაიხსნა 1997 წელს ალმათიში, მეორე — 2000 წელს ასტანაში, მესამე — 2004 წელს თემირთაუში.[10][11] სარა ნაზარბაევამ მონაწილეობა მიიღო „საოჯახო ტიპის ბავშვთა სოფლებისა და ახალგაზრდობის სახლების შესახებ“ კანონის შემუშავებაში, რომელიც მიღებულ იქნა 2000 წლის დეკემბერში. კანონის თანახმად, ოჯახური აღზრდის მოდელი SOS, გავრცელდა სახელმწიფო ბავშვთა სოფლებში და ახალგაზრდულ სახლებში. კანონი ითვალისწინებს ობლებისა და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ოჯახში ცხოვრებისა და აღზრდის უფლებების დაცვას, აგრეთვე ასეთი ბავშვების ფიზიკურ, გონებრივ, მორალურ და სულიერ განვითარებას.[12] სარა ნაზარბაევას უშუალო დახმარებით, ასევე შემუშავდა და მიღებულ იქნა კანონი „ბავშვის უფლებების შესახებ“ 2002 წლის აგვისტოში.
საგანი „თვითშემეცნება“
რედაქტირებასარა ნაზარბაევა არის ავტორი მორალური და სულიერი ფასეულობების აღორძინების მიზნით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტის, სახელწოდებით "თვითშემეცნება". პროექტის მთავარი მიზანია: ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება, სულიერი სამყაროს და ადამიანური ღირებულებების ჩამოყალიბება, საკუთარ თავთან და მათ გარშემო არსებულ სამყაროსთან ჰარმონიული ცხოვრება.[13]
2001 წელს, საპილოტე პროექტის ფარგლებში, საგანმა „თვითშემეცნება“ დაიწყო დანერგვა ყაზახეთის სკოლებში. 2010 წლის დასაწყისში ეს საგანი ყაზახეთის 10,5 ათასი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 184-ში ისწავლებოდა. 2010-2011 სასწავლო წლიდან სკოლებში საგანი „თვითშემეცნება“ სავალდებულო საგანი გახდა. 2022 წლის თებერვალში განათლების ეროვნულმა აკადემიამ წარმოადგინა პროექტი საგნის სავალდებულოდან არჩევითზე გადაყვანის შესახებ. 2022-2023 სასწავლო წლიდან ბევრ სკოლაში „თვითშემეცნების“ გაკვეთილები აღარ ჩატარებულა.[14]
სარა ნაზარბაევა ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიძღვნილი მრავალი წიგნის ავტორია. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ В Москве вручены премии "Золотое сердце" // Lenta.ru — 2006.
- ↑ 2.0 2.1 Моя жизнь: От зависимости к свободе, Астана: Фолиант, 2023. — გვ. 87—91, 7500 ეგზ., ISBN 978-601-271-803-4.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Хроника жизни Сары Назарбаевой в Темиртау. Білімді ел (2021-02-10). ციტირების თარიღი: 2021-11-15.
- ↑ 4.0 4.1 Главная мама Казахстана: Саре Назарбаевой – 80. МИР24 (2021-02-12). ციტირების თარიღი: 2021-11-15.
- ↑ Нурсултан Назарбаев. Биография, Астана: Деловой мир Астана. — გვ. 55, ISBN 978-601-7259-37-2.
- ↑ Нина Каюпова. (2016-02-12) Жизнь ради детства. Казахстанская правда. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ С помощью государственной накопительной системы граждане могут на 40 % сократить расходы на образование — Р. Алимкулов. Казинформ (2015-06-09). ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Наилия Абдулина. (2014-12-30) Этот мир станет добрее. Казахстанская правда. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Дилярам Аркин. (2020-11-13) Семейные ценности. Караван. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Первой детской деревне Казахстана — 20 лет. Almaty TV (2017-10-25). ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Для неё нет чужих детей — воспитатель-мама SOS детской деревни о первой встрече с Сарой Назарбаевой. Казинформ (2021-02-12). ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Муса Сатаев. (2021-01-22) От сердца к сердцу. Караван. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Сара Назарбаева: «„Самопознание“ должно стать предметом номер один». Inbusiness.kz (2017-08-05). ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Панченко, Татьяна. (2022-09-23) «Самопознание» отменяют официально. ციტირების თარიღი: 2024-05-05