სან-ფელიპე (ვენესუელა)
სან-ფელიპე, სან-ფელიპე-დელ-რეი (ესპ. San Felipe) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, იარაკუის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს სეგოვიის მთიანეთის აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 220,786 კაცს. დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულია 270 კილომეტრით, პუერტო-კაბელიოდან 90 კილომეტრით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-ფელიპე San Felipe | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | იარაკუი | ||||
კოორდინატები | 10°20′25″ ჩ. გ. 68°44′09″ დ. გ. / 10.34028° ჩ. გ. 68.73583° დ. გ. | ||||
დაარსდა | 6 ნოემბერი, 1729 | ||||
ფართობი | 472 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 250 მ | ||||
მოსახლეობა | 220,786 კაცი (2001) | ||||
სიმჭიდროვე | 467.766 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 0254 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3201 | ||||
ოფიციალური საიტი | sanfelipe-yaracuy.gob.ve | ||||
სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით გარშემო ტერიტორია მეტად მდიდარია. გაბატონებულია ტროპიკული კლიმატი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უტოლდება 24,8°C-ს.
დაარსდა 1729 წელს. წარმოადგენდა კაკაოთი ვაჭრობის მნიშვნელოვან პუნქტს, მანამ იგი არ იმსხვერპლა კარაკასის 1812 წლის უძლიერესმა მიწისძვრამ. შემდეგ წლებში იგი ახალ ადგილზე გააშენეს. სან-ფელიპე კომერციული და საწარმოო ცენტრია, სადაც მიმდინარეობს შაქრის ლერწმის, ბამბის, კაკაოს, სიმინდის, ბრინჯისა და ხილის წარმოება. ამრავლებენ საქონელს. ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კალდერა ქალაქ სან-ფელიპეში დაიბადა.
სან-ფელიპე კათოლიკური ეპარქიის რეზიდენციაა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სან-ფელიპე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)