კარტახენა (კოლუმბია)

კარტახენა-დე-ინდიასი ან უბრალოდ კარტახენა (ესპ. Cartagena de Indias [kaɾtaˈxena ðe ˈindjas] — „ინდიელთა კართაგენი“) — ქალაქი ჩრდილოეთ კოლუმბიაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ბოლივარის დეპარტამენტის დედაქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 1 075 000 კაცს. მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში, კარტახენა ესპანეთის სამეფოს ბასტიონს წარმოადგენდა მთელს სამხრეთ ამერიკაში. ამავე დროს, ის იყო მნიშვნელოვანი მონებით ვაჭრობის ცენტრი და მთავარი სატრანზიტო ქალაქი აცტეკებისა და ინკების იმპერიებში ნაძარცვი ოქროს ესპანეთისკენ გატარებაში.

ქალაქი
კარტახენა
Cartagena de Indias
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი ბოლივარი
კოორდინატები 10°21′00″ ჩ. გ. 75°30′00″ დ. გ. / 10.35000° ჩ. გ. 75.50000° დ. გ. / 10.35000; -75.50000
მმართველი ხუდიტ პინედო
დაარსდა 1533
ფართობი 572 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1
მოსახლეობა 895 499 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 57
საფოსტო ინდექსი 130000
ოფიციალური საიტი alcaldiadecartagena.gov.co
კარტახენა (კოლუმბია) — კოლუმბია
კარტახენა (კოლუმბია)
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 285
ინგლ.რუს.ფრ.

კარტახენა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

კარტახენა მიიჩნეოდა ანდებში შესასვლელ საუკეთესო პორტად, რამაც ქალაქის სწრაფი განვითარება განაპირობა. შემდგომში მასზე არაერთი იერიში იქნა მიტანილი ფრანგი და ინგლისელი მეკობრეების მიერ. კარტახენა იქცა კოლუმბიის განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად.

მონუმენტები

რედაქტირება

კარტახენაში მდებარეობს რამდენიმე თავდაცვითი ნაგებობა, 1639-1657 წლებში აშენებული სან-ფელიპე დე ბარხასის, სან-ხოსესა და სან-ფერნანდოს ციხესიმაგრეები.

ძველი ქალაქი განლაგებულია ტორო-დელ-რელოხის — უმთავრესი ნავსადგურის მისადგომებთან.

1983 წელს აქ ხელი მოეწერა კარიბის ზღვის დაცვის კონვენციას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თანამედროვე კარტახენის ხედი ქალაქის ძველი ნაწილიდან