კარაკასის მიწისძვრა (1812)
კარაკასის 1812 წლის მიწისძვრა — ძლიერი მიწისძვრა, რომელიც მოხდა 1812 წლის 26 მარტს, დიდი ხუთშაბათის დღეს. სიმძლავრე რიხტერის სიმძლავრის შკალით განისაზღვრებოდა 7.7 – 8.0 სიდიდით. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 10.000/20.000 ადამიანი. კარაკასის მიწისძვრამ იმსხვერპლა ვენესუელის ქალაქები: კარაკასი, ბარკისიმეტო, მერიდა, ელ-ტოკუიო და სან-ფელიპე-დელ-რეი.[1] განსაკუთრებით დაზარალდა კარაკასი. თანამედროვე აღწერით, კარაკასის მიწისძვრა შედგებოდა ორი სეისმური ტალღისაგან, რომელიც ფიქსირდებოდა 30 წუთის ფარგლებში.
პირველი საერთაშორისო დახმარება ვენესუელას აღმოუჩინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კარაკასის 1812 წლის მიწისძვრა დაარქივებული 2010-05-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ El terremoto de 1812, Efemeridesvenezolanas.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-04. ციტირების თარიღი: 2011-10-22.
- ↑ Von Humboldt, Alexander. „14“, Le voyage aux régions equinoxiales du Nouveau Continent, fait en 1799-1804.