პუერტო-კაბელიო (ესპ. Puerto Cabello) — ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე. მდებარეობს კარაბობოს შტატში, კარაკასიდან 75 კმ-ით დასავლეთით. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 154 000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი საზღვაო პორტი, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს ქვეყნის ვრცელ ნავთობინდუსტრიაში.

ქალაქი
პუერტო-კაბელიო

ქალაქის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი კარაბობო
კოორდინატები 10°28′00″ ჩ. გ. 68°01′00″ დ. გ. / 10.46667° ჩ. გ. 68.01667° დ. გ. / 10.46667; -68.01667
ფართობი 729 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10 მეტრი
მოსახლეობა 154 000 კაცი (2001)
სატელეფონო კოდი 0242
საფოსტო ინდექსი 2050
ოფიციალური საიტი puertocabello-carabobo.gov.ve/portal-alcaldias/
პუერტო-კაბელიო — ვენესუელა
პუერტო-კაბელიო

მისი მდებარეობსი გამო, პუერტო-კაბელიო ხშირად ხდებოდა მეკობრეების თავდასხმის ობიექტი, ამავე დროს XVII საუკუნეში წარმოადგენდა ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების პოპულარულ ბაზარს. კონტრაბანდისტული საქმიანობის უმეტესი ნაწილი მოიცავდა კაკაოთი ვაჭრობას მეზობელ კუნძულ კურასაოსთან, რომელიც ჰოლანდიის მიერ იყო კოლონიზებული. ამ პერიოდში პუერტო-კაბელიოც ჰოლანდიელთა კონტროლის ქვეშ ომყოფებოდა.

1730 წელს პორტი ესპანელებმა აიღეს და აქ გადმოიტანეს სავაჭრო კომპანია რეალ კომპანია გიპუსკოანა დე კარაკასი (ესპ. Compañía Guipuzcoana de Caracas). ეს კომპანია აშენებდა საწყობებს, ნავმისადგომებსა და ფორტების სიმაგრეებს ნავსადგურის დაცვის მიზნით. 1770-იან წლებში პუერტო-კაბელიო ვენესუელის სანაპირო ზოლის ყველაზე დაცული ქალაქი იყო, ისე რომ 1743 წელს გაუძლო ბრიტანეთის ძალების შემოტევას პუერტო-კაბელიოს ბრძოლისას. შემორჩენილია ამ პერიოდის ორი ფორტი. ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, იგი იყო ესპანელი როიალისტების უკანანსკნელი დასაყრდენი, რომელიც 1823 წელს ხოსე ანტონიო პაესმა აიღო.

1962 წელს პუერტო-კაბელიოში მიმდინარეობდა ფიდელ კასტროს მომხრე საზღვაო ოფიცრების აჯანყება.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Venezuela: Siege of Puerto Cabello“. The New York Times. June 15, 1962. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 28 December 2009.