კარაბობოს შტატი

შტატი

კარაბობო (ესპ. Estado Carabobo) — შტატი ვენესუელაში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარაკასიდან დაახლოებით 2 საათის სავალ ნაწილზე. დედაქალაქია ვალენსია, რომელიც ამავე დროს ვენესუელის მთავარი სამრეწველო ცენტრია. შტატის ფართობი 4 650 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 2 227 000 ადამიანი (2007).[2]

შტატი
კარაბობოს შტატი
Estado Carabobo
დროშა გერბი


Ocassus servitutis
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ვალენსია
შიდა დაყოფა ბეხუმის მუნიციპალიტეტი[1] , კარლოს-არველოს მუნიციპალიტეტი[1] , დიეგო-იბარას მუნიციპალიტეტი[1] , გუაკარას მუნიციპალიტეტი[1] , ხუან-ხოსე-მორას მუნიციპალიტეტი[1] , ლიბერტადორის მუნიციპალიტეტი[1] , Municipio Los Guayos[1] , მირანდას მუნიციპალიტეტი[1] , მონტალბანის მუნიციპალიტეტი[1] , ნაგუანაგუის მუნიციპალიტეტი[1] , პუერტო-კაბელიოს მუნიციპალიტეტი[1] , სან-დიეგოს მუნიციპალიტეტი[1] , Municipio San Joaquín[1] და ვალენსიის მუნიციპალიტეტი[1]
კოორდინატები 10°11′00″ ჩ. გ. 67°58′00″ დ. გ. / 10.18333° ჩ. გ. 67.96667° დ. გ. / 10.18333; -67.96667
დაარსდა 1864
ფართობი 4 650 კმ²
მოსახლეობა 2 227 000 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი carabobo.gob.ve

1821 წლის 24 ივნისს შტატის ტერიტორიაზე გაიმართა კარაბობოს ბრძოლა. ეს ბრძოლა გადამწყვეტი იყო ესპანეთთან ბრძოლაში ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის და მას სიმონ ბოლივარი ხელმძღვანელობდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონის დაახლოებით 75% მთებითაა დაფარული, რომლებიც ვენესუელის სანაპირო ზოლის მთის მასივს მიეკუთვნება. უმაღლესი მწვერვალები შტატის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში, ასევე ვალენსიის ტბის სამხრეთით მდებარეობს. მათ შორის უმაღლესია მწვერვალი კაბოლონგო (1990 მ).

ვალენსიის ტბის ირგვლივ გადაჭიმულია ცენტრალური დაბლობის ვაკე და მთისწინები სამხრეთით, სადაც ვენესუელის ლიანოსი იწყება.

როდესაც თანამედროვე ვენესუელის ტერიტორიაზე პირველი ევროპელები გამოჩნდნენ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრები ვალენსიის ტბის მიდამოებში მდებარეობდა. ადგილობრივი ინდიელები ძირითადად ნადირობას და შემგროვებლობას, ასევე მეთევზეობას და ფერმერულ მეურნეობას მისდევდნენ. შემორჩენილია ამ პერიოდის მრავალი პეტროგლიფი და კერამიკის ნიმუში.

ვალენსიის რეგიონში აღმოჩენილია ადამიანთა ცხოვრების კვალი, რომელიც ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულს მიეკუთვნება. ასევე აღმოჩენილია სხვა უფრო ადრეული დასახლებები.

ვალენსიის მიდამოებში მნიშვნელოვანი დასახლებები არსებობდა ახ. წ. 200-1000 წლებში.

პირველი ათასწლეულის დასასრულს, ორინოკოს რეგიონიდან ახალი მოსახლეობა მოვიდა, სავარაუდიდ მდინარე ელ-პაოს გამოვლით.

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

კარაბობოს შტატი მოიცავს 14 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ბეხუმა ბეხუმა 469 45 306  
კარლოს-არველო გუიგუე 835 146 598  
დიეგო-იბარა მარიარა 79 110 131  
გუაკარა გუაკარა 165 171 123  
ხუან-ხოსე-მორა მორონი 453 65 239  
ლიბერტადორი ტოკუიტო 558 175 255  
ლოს-გაიოსი ლოს-გაიოსი 64 157 787  
მირანდა მირანდა 161 27 609  
მონტალბანი მონტალბანი 107 23 712  
ნაგუანაგუა ნაგუანაგუა 188 143 315  
პუერტო-კაბელიო პუერტო-კაბელიო 434 194 593  
სან-დიეგო სან-დიეგო 106 74 941  
სან-ხოაკინი სან-ხოაკინი 127 60 953  
ვალენსია ვალენსია 623 830 420  

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება