გუაკარა (ესპ. Guacara) — ქალაქი ვენესუელაში, კარაბობოს შტატში, გუაკარის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 438 მეტრზე, ვალენსიის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კარაკას-ვალენსიის ავტომაგისტრალზე, ვალენსიიდან 12 კმ-ში.

ქალაქი
გუაკარა
Guacara

გუაკარის ეკლესია
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი კარაბობო
კოორდინატები 10°15′13″ ჩ. გ. 67°54′00″ დ. გ. / 10.25361° ჩ. გ. 67.90000° დ. გ. / 10.25361; -67.90000
დაარსდა 1624 წ
ფართობი 320 კმ²
ცენტრის სიმაღლე 438
მოსახლეობა 197 523 კაცი (2011)
ოფიციალური საიტი http://www.alcaldiadeguacara.gob.ve/
გუაკარა — ვენესუელა
გუაკარა

ქალაქი დაარსდა 1624 წელს სახელით — სან-აგუსტინოდე გუაკარა (San Agustín de Guacara), თუმცა მის ტერიტორიაზე უძველესი დასახლებები 4500 წლის წინანდელია. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 197 523 ადამიანს შეადგენს.[1] წარმოადგენს კარაბობოს შტატის სიდიდით მესამე ქალაქს მოსახლეობის მხრივ, ვალენსიისა და პუერტო-კაბელიოს შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ამ მაჩვენებლით ოცდამესამეა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-20. ციტირების თარიღი: 2011-10-12.