სამოქალაქო თავისუფლება

სამოქალაქო თავისუფლება — ლიბერალი მთავრობების მიერ წამოყენებული გარანტიები და თავისუფლებები, სათანადო სამართლებრივი პროცედურა ადამიანის უფლებების შეზღუდვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ამ ტერმინის გამოყენებაც, სამოქალაქო თავისუფლება შესაძლოა მოიცავდეს სინდისის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, უსაფრთხოების უფლება, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და სიცოცხლის უფლება. სამოქალაქო თავისუფლებებში ასევე შედის საკუთრების ქონის უფლება და თავდაცვის უფლება. სამოქალაქო თავისუფლებებსა და სხვა სახის თავისუფლებებს შორის განსხვავება გამოიხატება პოზიტიურ თავისუფლებებსა/უფლებებსა და ნეგატიურ თავისუფლებებს/უფლებებს შორის განსხვავებაში.

ზოგადი მიმოხილვა

რედაქტირება
 
გატეხილი თავისუფლება: სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი

ბევრ თანამედროვე სახელმწიფოს აქვს კონსტიტუცია, უფლებათა ბილი ან კონსტიტუციის მსგავსი სხვა დოკუმენტები, რომლებიც ამავე ქვეყანაში უზრუნველყოფენ ადამიანის სამოქალაქო უფლებათა დაცვას. სხვა სახელმწიფოებს მიღებული აქვთ იმავე სახის კანონები, რომელთა შორისაა მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე. ზოგიერთი სამოქალაქო უფლებების არსებობა და მათი გავრცელება სადავო საკითხია. ასეთი უფლებების რიცხვს მიუკუთვნება საკუთრების უფლება, სქესობრივი უფლებები და სამოქალაქო ქორწინება. ასევე საკამათოა სამოქალაქო თავისუფლების შელახვისას მსხვერპლის გარეშე დანაშაულის არსებობა. შემდეგი საკითხია სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის ან საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შეუძლია თუ არა ხელისუფლებას შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და თუ შეუძლია რა ხარისხით.

სამოქალაქო თავისუფლებების ოფიციალური კონცეფცია დათარიღებულია 1215 წელს შემუშავებული თავისუფლების დიდი ქარტიის დოკუმენტით, რომელიც თავის მხრივ უკვე არსებულ დოკუმენტზე - თავისუფლების ქარტიაზე - იყო დაფუძნებული.[1]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუცია (რომელიც მხოლოდ კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე ვრცელდება ჰონგ-კონგის, მაკაოსა და ტაივანის გამოკლებით), განსაკუთრებით მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და ვალდებულბების ნაწილი, ითვალისწინებს სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას. ტაივანს, რომელიც გამოყოფილია ჩინეთისგან, საკუთარი კონსტიტუცია აქვს.

ინდოეთის კონსტიტუციის მესამე ნაწილი, რომლითაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია გათვალისწინებული, იცავს ინდოეთის მოქალაქეების თავისუფლებებს და უზრუნველყოფს მათ მშვიდობიან ცხოვრებას სახელმწიფოში. ექვსი ფუნდამენტური უფლება მოიცავს თანასწორუფლებიანობას, თავისუფლების უფლებას, ექსპლუატაციის აკრძალვის უფლებას, რელიგიის თავისუფლებას, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებსა და ბოლოს კონსტიტუციური დაცვის საშუალებების გამოყნების უფლებას.[2]

ყველა ადამიანს განურჩევლად რასისა, რელიგიისა, კასტისა თუ სქესისა აქვს უფლება მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოებსა და უზენაეს სასამართლოს საკუთარი ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიზნით. საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უფლების დაცვისათვის არ არის აუცილებელი რომ ის მსხვერპლი იყოს, შესაძლოა მესამე მხარემ შეიტანოს სასამართლოში განაცხადი ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე. ეს უკანასკნელი ცნობილია როგორც „საზოგადოებრივი ინტერესის სასამართლო პროცესი“.[3] მედიის ცნობებზე დაყრდნობით სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებსაც შეუძლიათ საქმის აღძვრა.

ფუნდამენტური უფლებები ხაზს უსვამს თანასწორუფლებიანობას და საკუთარი მოქალაქეებსათვის, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინსტიტუცებისა და უფლებების დაცვის ხელმისწავდომობას. მაშინ როდესაც სიცოცხლის უფლება და პირად ცხოვრების თავისუფლება ვრცელდება ყველა მოქალაქეზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ინდოეთის მოქალაქეებისთვისაა (მათ შორის არარეზიდენტები) გათვალისწინებული.[4] [5]

1947 წლიდან იაპონიას, ქვეყანა რომელშიც მმართველბის ფორმად კონსტიტუციური მონარქიაა და სოციალურად „კონსერვატიული საზოგადოებითაა დაკომპლექტებული, სადაც ცვლილებები თანმიმდევრულად მიმდინარეობს“, მიღებული აქვს ადამიანის უფლებების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული კონსტიტუცია.[6] ძალიან ბევრ საკითხში იაპონიიის კონსტიტუცია ჰგავს 1964 წელს მიღებულ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ სამოქალაქო უფლებების აქტს, რადგან სწორედ ამ პერიოდში იაპონია კავშირის ქვეყნების მიერ იყო ოკუპირებული. ამ კონსტიტუციას ეჭვის თვალით უყურებდნენ მმართველ რიგებში, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქეები მხარს უჭერდნენ მას და მიაჩნდათ რომ კონსტიტუცია „არსებითი ცვილებებისკენ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო“.[7] მოკლე მიმოხილვის სახით კონსტიტუცია ეხება ინდივიდების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კონკრეტულად განსაზღვრულია მე-10 დან მე-40 მუხლებამდე. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუხლია 25-ე, რომელიც იცავს ადამიანის ღირსების უფლებას და აყალიებებს შემდეგს: „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება მინიმალური სტანდარტების მიხედვით შეინარჩუნონ ჯანსაღი და კუტურული ცხოვრება.“[8]

მიუხედავად ლიბერალური კონსტიტუციების მიღებისა, რომელიც ხშირად იწოდება „ომის შემდგომ კონსტიტუციად“ ან „მშვიდობის კონსტიტუციად“, იაპონიის ხელისუფლების ელიტა ცდილოდა ღია და პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას.[9] მეორე მსოფლიოს ომის შემდეგაც, როდესაც 1952 წელს კავშირის ქვეყნებმა დატოვეს იაპონიის ტერიტორია, იაპონია მუდმივად საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ იყო მოქცეული. ამის მიზეზი იყო იაპონიის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც არ აღიარებდა ომის დანაშაულებს, ვერ ინარჩუნებდა პრესის თავისუფლებას, მიმდინარეობდა რელიგიური დისკრიმინაცია, ასევე მოიკოჭლებდა ბავშვების, ქალების, უმცირესობებისა და უცხოელების დაცვის სფეროში, ბოლო პერიოდში კი, სისტემატური ჩაგვრა ლგბტ საზოგადოების.[10][11][12]

ადამიანის უფლებების კანონპროექტის მიღების პირველი იაპონურ მცდელობად ითვლება XIX საუკუნეში შემუშავებული ე.წ. მეიჯის კონსტიტუცია (1890), რომელიც პრუსიისა და დიდი ბრიტანეთის კონსტიტუციების მოდელების ნაზავს წარმოადგენდა.[13] ამ კონსტიტუციამ არასაკმარისი გავლენა მოახდინა კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებაში, ისევე როგორც ზოგადად ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების კულტურის შეცვლაზე. საბოლოოდ იაპონიის მოკლე და მიზანმიმართულმა პოლიტიკამ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ქვეყანა აქცია საერთაშორისო და ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის ჩემპიონად.[14][15][16]

მიუხედავად იაპონურ კულტურასა და ლიბერალურ კონსტიტუციონალიზმის შორის არსებული განსახვავებებისა ამ სახელმწიფომ შეძლო ნაბიჯ-ნაბიჯ შეემცირებინა სასამართლო ცნებასა და უშუალო პრაქტიკას შორის არსებული სიცარიელე. 1979 წელს დეიტმა (იაპონიის პარლამენტმა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონპროექტს მოაწერა ხელი, 1985 წელს დასაქმების სფეროში მიიღო ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანოს შესახებ კანონი, ამას გარდა გაატარა მრავალი რეფორმა ადამიანების უფლებათა დაცვის სფეროში, რაც ერთიანი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ძირითადი წინაპირობა გახდა.

ავსტრალია

რედაქტირება
 
1900 წლის ავსტრალიის კონსტიტუცია

ავსტრალიას არ აქვს მოქმედი ადამიანის უფლებათა პაქტი ან მსგავსი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას უზრუნველყოფს მთელი რიგი წესებისა და რატიფიცირებული კონვენციების გზით. ავსტრალია იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობას იღებდა 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემუშავებაში. შემდგომში მისი ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი სახელმწიფოც გახდა.

ავსტრალიის კონსტიტუცია ნამდვილად მწირე ჩამონათვალს ითვალისწინებს, როგორიცაა რელიგიის თავისუფლება და უცხოელი რეზიდენტების დისკრიმინაციის აკრძალვა (ისტორიული ცრურწმენა, რომელიც ეფუძვნება სხვა ქვეყნის რეზიდენტების უხეშ მოპყრობას).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს (გარდა ბელარუსიისა). მასში გაერთიანებულია სამოქალაქო თავისუფლებები და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა კონსტიტუციური ძალის მქონეა.

ხავეროდოვანი რევოლუციის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში გატარდა მთელი რიგი საკონსტიტუციო რეფორმები. 1991 წელს მიიღეს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ქარტია, რომელიც ისეთივე იურიდიული ძალის მქონე იყო, როგორც კონსტიტუცია. ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ კი ჩეხეთის რესპუბლიკაში ქარტიამ სრული სახე და ძალა შეინარჩუნა.

საფრანგეთში 1789 წელს, რევოლუციის პერიოდში, მიღებულმა ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციამ სამოქალაქო თავისუფლებების მთელი რიგი სფეროები მოიცვა, რომელსაც ასევე კონსტიტუციური ძალა ჰქონდა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი, „გრუნდგეზეთსი“, იწყება სამოქალაქო თავისუფლებების ჩამონათვალით, პირველ ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. მისი დაცვა და პატივისცემა ყველა საჯარო ხელისფულების მთავარი პრიორიტეტი და მოვალეობა უნდა იყოს.“ „ავსტირული სისტემის“ შედეგად ყველა ინდივიდს მიენიჭა უფლება მათი სამოქალაქო უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ პროცედურამ წლების განმავლობაში უზრუნველყო გერმანული სამართლის ჩამოყალიბება.

გაერთიანებულმა სამეფომ სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა ჯერ კიდევ 1215 წელს თავისუფლების დიდი ქარტიის მიღებით დაიწყო, რასაც შემდგომში მოჰყვა XVII საუკუნეში განვითარებული პრეცედენტული სამართლის ჩამოყალიბება, რომელზეც დაფუძნდა ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემა. 1679 წელს გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო ჰაბეას კორპუს აქტი, ხოლო 1689 წელს უფლებათა ბილი. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების განვითარების სფეროში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Magna Carta and Human rights legislation. British Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 22 November 2016.
  2. Constitution of India-Part III Fundamental Rights.
  3. Bodhisattwa Gautam vs. Subhra Chakraborty; 1995 ICHRL 69. [World Legal Information Institute]. ციტირების თარიღი: 2006-05-25. This was the case where public interest litigation was introduced (date of ruling 15 December 1995).
  4. Tayal, B.B. & Jacob, A. (2005), Indian History, World Developments and Civics, p. A-25
  5. Citizenship (Amendment) Bill, 2003 გვ. 5. Rajya Sabha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-25. ციტირების თარიღი: 2006-05-25.
  6. Ellington, Lucien (2002). apan: A Global Studies Handbook. Santa Barbara, CA: ABC-CLIO, გვ. 209. ISBN 978-1576072714. 
  7. Law, David S., The Myth of the Imposed Constitution (May 26, 2013). The Social and Political Foundations of Constitutions (Denis Galligan & Mila Versteeg eds., Cambridge University Press 2013, pp. 239-68); Washington University in St. Louis Legal Studies Research Paper No. 13-05-01. Available at SSRN:http://ssrn.com/abstract=2270399
  8. Yokota, Yozo, & Chiyuki Aoi (2000). „Japan's foreign policy towards human rights: uncertain changes“ (PDF). Human Rights and Comparative Foreign Policy: Foundations of Peace, Edited by David Forsythe. United Nations University Press: Chapter 5.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  9. Haddad, Mary Alice (2012). Building Democracy in Japan. Cambridge, UK: Cambridge University Press, გვ. 59. ISBN 978-1107014077. 
  10. „Japan veering away from global human rights standards, says Amnesty International“. The Japan Times. Kyodo News. February 25, 2015. ციტირების თარიღი: July 5, 2016.
  11. UN Urges End to Discrimination Against LGBT Individuals in Japan. Analysis. Outright International (July 25, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 17, 2019. ციტირების თარიღი: July 5, 2016.
  12. Osumi, Magdalena (June 26, 2015). „U.S. rights report slams Japan on child abuse, prison conditions, asylum system“. News report. Japan Times. ციტირების თარიღი: July 5, 2016.
  13. Kazuhiro Takii and David Noble, The Meiji Constitution: The Japanese Experience of the West and the Shaping of the Modern State (Tokyo, Japan: International House of Japan, 2007), 181.
  14. Andrew Gordon, Postwar Japan As History. Berkeley: University of California Press, 1993, p. 91.
  15. Henderson, Dan Fenno (2015). „Chapter 11: Law and Political Modernization in Japan“, Political Development in Modern Japan: Studies in the Modernization of Japan. Princeton University Press, გვ. 441–45. ISBN 978-1400871667. 
  16. Ugo Dessì, Japanese Religions and Globalization. London: Routledge, 2013, p. 64.