რელიგია რედაქტირება

იაპონიაში რელიგიის ისტორია  არის რელიგიურ ტრადიციებს შორის ორმ-ხრივი ზეგავლენის ხანგრძლივი პროცესი. ევროპაში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განიდევნა წარმართული ტრადიციები, ხოლო იაპონიის მკვიდრი სარწმუნოება (შინტოიზმი იგივე შინტო) დღესაც არსებობს და უდიდესი ადგილი უკავია ხალხის ცხოვრებაში. VI საუკუნეში იაპონიაში ბუდიზმი გავრცელდა, რის შემდეგაც შინტოისტურმა და ბუდისტურმა აღმსარებლობებმა დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერთობა. სწორედ ამ ურთიერთობის შედეგია ჰონჯი სუიჯაკუს თეორია, სადაც მისი აზრით შინტოს კამი (ღვთაებრივი არსებები) განიხილება როგორც ბუდისტურ ღვთაებათა რეინკარნაციებად. აგრეთვე კონფუციანელობამ და დაოიზმმა ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე უდიდესი როლი ითამაშეს იაპონიის საზოგადოების განვითარებაში. კონფუციანელების მცნებებს და წესებს დიდი ზეგავლენა ჰქონდათ იაპონიის კოლიტიკურ და ეთიკურ ფილოსოფიაზე სახელმწიფოს ფორმირების პერიოდში (VI-IX სს.) და ედოს პერიოდში (1603-1868 წწ.). დაოიზმის გავლენას იაპონიაში შეიძლება წავაწყდეთ როცა საქმე ეხება ჩინური კალენდრის გამოყენებას ან წინასწარმეტყველების რჩევებს[1].[1]

 

შინტო რედაქტირება

სიტყვა შინტო ითარგმნება როგორც „ღმერთების გზა“. იაოიოის პერიოდში (ძვ. წ. აღ. 300 - ახ. წ. აღ. 300 წწ.) იაპონიაში ფეხი მოიკიდა სხვადასხვა რიტუალებმა და ფესტივალებმა სასოფლო-სამეურნეო საქმესთან დაკავშირებით, რაც მოგვიანებით შინტოს განუყრელი ნაწილი გახდა. სიტყვა „კამი“ გამოიყენება როგორც ერთი ღმერთის, ასევე ღმერთების ერთობლიობის აღსანიშნავად, რომლებიც იაიოის პერიოდიდან მოყოლებული თაყვანისცემის საგნები არიან იაპონიაში. კამი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ნაწილში იჩენს თავს. არის ბუნების კამი, რომელიც ბინადრობს ხეებშ მთებში ქვებში,  არის საგვარეულო კამი (უჯიგამი), რომლებიც არიან ცალკე-ული გვარის მფარველი ღმერთები, სადაც შეიძლება შევხვდეთ საგვარეულოს წინაპრების განღმრთობილ სულებს და ა. შ. კამი ანუ ღვთაებები არიან ზეციური არსებები, რომლებიც ტაკამაგაჰარაზე ცხოვრობენ (მაღალ ზეციურ ველზე ). მათი მმა-რთველია ამატერასუ ომიკამი, მზის ქალღმერთი. კამიდანა ეწოდება სალოცავ ადგილს სახლში. თავდაპირველად არაორგანიზებული, მაგრამ ფართოდ გავრცელებული ადგილობრივი სარწმუნოებები და რიტუალები სისტემატიზირდა შინტოში. ამას ნაწი-ლობრივ ხელი შეუწყო მეექვსე საუკუნეში ბუდიზმის დოკტრინების შემოსვლამ. იმპერატორების უფლებების რელიგიისა და მითოლოგიის საფუძვლებით გამყარების სურვილმა ხელი შეუწყო „კოფიკისა“ (უძველეს საქმეთა ჩანაწერები) და „ნიჰონ შიო-კის“ (იაპონიის ქრონიკები) თანმიმდევრულად შექმნამ, 712 და 720 წწ.-ში. ამ წიგნებში იმპერატორების გენეალოგია მიჰყავთ მითური ღმერთების ხანამდე და მოგვითხრობენ თუ როგორ შექმნეს იძანაგიმ და იძანამიმ იაპონური კუნძულები და მთავარი ღვთაებები: ამატერასუ (მზის ქალღმერთი), ცუკუიომი ნო მიკოტო (მთვარის ღმერ-თი) და სუსანო ნო მიკოტო (ქარიშხლის ღმერთი). ამატერასუ ომიკამის შვილთა-შვილის შვილიშვილადაა მიჩნეული იაპონიის პირველი ლეგენდარული მონარქი ჯიმმუ. შინტოში ოფიციალურად არ არსებობს წმინდა წიგნები, რაც სამოძვრო მცნებების უქონლობაზე მიუთითებს, თუმცა ამის სანაცვლოდ ყურადღება ექცევა რიტუალებს და ურთიერთობის სიწმინდეს.

 

ბუდიზმი რედაქტირება

( ბუდისტი ბერები ) ბუდიზმი ინდოეთში წარმოიშვა ძვ. წ. აღრიცხვის მეექვსე საუკუნეში, შემდეგ ჩინეთში ჩვ. წ. აღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეში და იაპონიაში გავრცელდა ჩვ. წ. აღრიცხვის მეექვსე საუკუნეში. ბერების შვილები ბუდიზმს სწავლობენ ან სპეციალურ სკოლებში, ან უნივერსიტეტებში, რომლებიც ბუდიზმზეა ორიენტირებული. კამაკურას პერიოდში (1185-1333 წლებში) უამრავი ბუდისტური სექტა ჩამოყალიბდა იაპონიაში. ამბობენ, რომ ბუდას 84 000 სწავლება არსებობს, ხოლო ქრისტიანობაში ყველაფერი ერთ წიგნშია მოქცეული - ბიბლიაში. თუმცა ბავშვები, რომლებიც ბერობას აპირებენ ვალდებულნი არ არიან ყველა სწავლება იცოდნენ, საჭიროა მხოლოდ ძირითადი სექტის დამფუძნებლების სწავლებები გაითავისონ. იაპონიის ბერების თავისებურება ისიცაა, რომ ისინი ყველა თავს იპარსავენ (მხოლოდ ერთი სექტის გარდა). ამის მიზეზად მოჰყავთ ის, რომ ამით ამპარტავნებას და საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილს კლავენ ადამიანში. რელიგიური გადმოსახედიდან, თმა სიცოცხლისუნარიანობაზე მიუთითებს. მაგალითად მუქი თმა ნიშნავს რომ ადამიანი ახალგაზრდაა და სიცოცხლით სავსე, ხოლო ჭაღარას ნაკლები სიცოცხლისუნარიონობა აქვს. თავის გადაპარსვით ისინი ამცირებენ შთაბეჭდილებას სიცოცხლისუნარიანობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თავის გადაპარსვა ნიშნავს ამ ადამიანის სიმბოლურ სიკვდილს, როგორც საერო პირი და გარდაქმნას ბერად. ძველად ასეთი პრაქტიკა იყო. თი მეომარი ტაძარში შევიდოდა და თავი გადაპარსული ექნებოდა, ეს ნიშნავდა რომ ის დანებდა მას შეიწყალებდნენ. „ტაიჰეიკის“ მიხედვით, როცა იმპერატორ გო-დაიგოს ჯარი მიადგა აშიკაგას ჯარს საბრძოლველად, აშიკაგამ ერთგულების ნიშნად თავი გადაიპარსა და ტაძარში შევიდა. ამის საპასუხოდ აშიკაგას ძმამ იმპერატორის ბრძანება გააყალბა და დაწერა, რომ ბერიც რომ გამხდარიყო მაინც მოკლავდა. საბოლოოდ ბრძოლა გაიმართა. ამ ამბის შემდეგ მეომარი, რომელიც თავს გადაიპარსავდა და ტაძარში შევიდოდა აღარ ითვლებოდა სახელმწიფოს ჯარში შემავლად. როცა პიროვნება ბერი გახდება მას სხვა სახელს არქმევენ. ეს სიმბოლურად ნიშნავს ძველი საერო ადამიანის სიკვდილს და ახალი სასულიერო პირის დაბადებას[2].[3]

დაოიზმი რედაქტირება

დაოიზმი, როგორც კონფუციონიზმი, სახელმწიფოებრივ მოძღვრებად იქცა იაპონიაში. ის აღმოცენდა ძვ. წ. აღრიცხვით VI-V საუკუნეების მიჯნაზე. კონფუციონალიზმი არის საზოგადოებრივი წყობის, საღი აზრისა და პრაქტიკული ცოდნის ფილოსოფია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შეექმნა ეთიკური საფუძველი ტრადიციული ნათესაური კავშირების სისტემისთვის. დაოიზმი კი პირიქით, ყველაზე უწინარეს აფასებდა ბუნების უშუალო ჭვრეტას. დაოისტების აზრით ადამიანი ბედნიერებას მაშინ განიცდის, როცა ის მოქმედებს ბუნებრივად დადგენილი წესრიგითა და ინტუიციით. ფილოსოფიის ეს ორი საპირისპირო მხარე ერთმანეთს ავსებს, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ერთი ადამიანური ბუნების ორ სხვადასხვა გამოვლინებას. დაოიზმი სხვადასხვა მისტიკური წარმოდგენების ძირია. მისი მოძღვრების მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე გაჩნდა რომელიღაც დამაბრმავებელი ცენტრიდან, რომელიც იმყოფებოდა სადღაც შორს, ადამიანების მიერ წარმოუდგენელი სივრცის უფსკრულში. ლაო-ძის მიხედვით, თავდაპირველად სამყარო შეადგენდა მოძრაობისა და სიმშვიდის ერთობას. მოძრობა, წარმოქმნის ნათელს (იანს), ხოლო უძრაობა ბნელს (ინს).

ეს წრე გამოხატავს ნათელისა და ბნელის ერთობასა და ურთიერთმონაცვლეობას. „ბნელის სიმშვიდე ძირია ნათელის მოძრაობისა და ნათელის მოძრაობა ბნელის სიმშვიდისა“. ინისა და იანის ერთობა მიჩნეულია პირველ დასაბამად. ეს მოძღვრება მაშინ შეიქმნა როცა რელიგია და ფილოსოფია ერთიანი და განუყოფელი იყო. მოძღვრებაში რელიგიას ემორჩილება ფილოსოფია, განსჯა კი რწმენას. დაოიზმი არის ფილოსოფიური რელიგია. „დაო დე ძინში“ დაოს ცნება სამყაროს არსს გამოხატავს, სამყაროს პირველმიზეზს, კანონზომიერებას მისი ყველა მოვლენისა. იგი შემოქმედია ყოველი არსის. „დაო დე ძინის“ მიხედვით „დაო“ არის აბსოლუტური დასაბამი, ყოვლის შემქმნელი, პირველმიზეზი. ის სიცოცხლეა, უსასრულო, უფერო, უსხეულო, მშვიდი, უცვლელი. მისი წიაღიდან აღმოცენდება მოვლენები. იგი თვითონ უფორმოა, მაგრამ ყველა ფორმის მიზეზი[4][5].

 
საქორწილო სამოსელი

პირველი ინფორმაცია იაპონელთა ჩაცმულობაზე გაჩნდა ჩინურ ქრონიკებში 297 წელს. სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები ატარებენ მოსაცმელს მკლავების გარეშე. მათი ტანისამოსი ორ ნაწილად იყოფოდა, არისოტკრატებისთვის და უბრალო ხალხისთვის. არისტოკრატების ტანისამოსში გათვალისწინებული იყო ესთეტიკური პრინციპები ხოლო დაბალი ფენის ადამიანების ტანსაცმელი კი უფრო პრაქტიკუტული იყო. სამურაები კი მეთორმეტე საუკუნეში ატარებდნენ ტანსაცმელს რომელშიც გაერთიანებული იყო, როგორც აროსტოკრატების, ასევე დაბალი ფენის ადამიანების ტანისამოსის სტილი. საბოლოოდ მეთორმეტე საუკუნეში გამოჩნდა ხალათი „კოსედე“. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებს იაპონიის ისტორიაში მოიხსენიებენ როგორც კოსდეს ეპოქას. ყველა ფენის წარმომადგენლებმა დაიწყეს ერთნაირი ტანსაცმლის ტარება, რომელსაც ფართე მკლავები ჰქონდა, განსხვავება იყო მხოლოდ მატერიის ხარისხში და მდიდრულ მორთულობაში. ამ პერიოდში გაჩნდა ჩაცმულობა სადაც ტანსაცმელი რამდენიმე ფენად ჰქონდათ შემოხვეული წელზე, როგორც ქამარი. ეს ჩაცმულობის სტილი იყო, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. იაპონურ ფილოსოფიაში ეს ტანისამოსი სამი მნიშვნელობის მატარებელი იყო: სიყვარულის, სილამაზის და ეტიკეტის (იაპონური „რეი“). იორეგლიფ „რეი-ს“ აქვს ძველი განმარტება ია - გამოხატავს აღფრთოვანებას და პატვისცემას ძალების წინაშე. ადამიანი მადლობელია იმისთვის, რომ ის არსებობს და შეიგრძნობს სიხარულს და სულიერ სითბოს, რომელსაც გრძნობენ გარშემო მყოფნი და ისინიც განიცდიან იგივე გრძნობებს, რაც მათ აერთიანებს და ქმნის ჰარმონიას. აუცილებელია გავიხსენოთ, რომ იაპონელები არ უწევდნენ წინააღმდეგობას ბუნებას, როგორც ეს ხდებოდა დასავლეთში, რამაც დიდი გავლენა იქონია მათ ჩაცმულბოაზე, კერძოდ კიმონოზე. რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიან სიცოცხლის და ბუნებასთან ჰარმონიის ეტალონად. სახელწოდება კიმონო წარმოიშვა სიტყვებისგან „ჩასაცმელი ნივთი“. კიმონოს ფორმამ სრულყოფილად მოაღწია ჩვენამდე. იაპონური ჩაცმულობა არ ეწინააღმდეგება მათ კულტურას. ევროპული ტანსაცმელი რთული შესაკერია რადგან სხვადასხვა ზომებია საჭირო, რასაც იაპონურ ტანისამოსზე ვერ ვიტყვით, რადგან ყველა ზომას ერგება. ამიტომ იაპონელები ტანსაცმელს შთამომავლობით გადასცემდნენ, რამაც ხელი შეუწყო კიმონო გადაქცეულიყო უბრალო ნივთიდან სულის ნაწილად, რადგან მათ ატარებდნენ წინაპრები. ისინი სიამაყით ატარებდნენ ამ ტანისამოსს, უფრთხილდებიან რათა თვითონაც გადასცენ შთამომავლობას. კიმოს გააჩნია სტანდარტული თარგი, რომელიც არ შეესაბამმება ადამიანის ტანის მოყვანილობას. ევროპული ტანსაცმლის შეკერვის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული ადამიანის ზომები რაც კიმონოს არ სჭირდება, ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიცით მისი ჩაცმა. ამიტომაც კიმონოს ჩაცმის პროცესი ხელოვნებამდეა დაყვანილი. კიმონო ადამიანს თავიდან ბოლომდე მჭიდროდ ეხვევა. გრძელი ქვედა ბოლო ჭრილის გარეშე, ფართო მკლავები და ქამარი კორსეტის მსგავსი მთლიანად ცვლის მოძრაობას. ნაციონალური ტანსაცმელი ხაზს უსვამს მამაკაცის და ქალის ხასიათს. მისი ჩაცმის შემდეგ ისინი ხდებოდნენ აუჩქარებლები და მსუბუქები, რითაც ისინი სიმშვიდეს მოიპოვებდნენ და ხდებოდნენ თავის თავში დარწმუნებულები. არსებობს ქცევის მკაცრი კანონი თუ კი ადამიანი ჩაცმულია ნაციონალურ სამოსში და გაუფრთხილებლობით გამოაჩენს ფეხს ან სხეულის რომელიმე ნაწილს ითვლება უწესო საქციელად. ასეთი ქცევით ყველა ასაკის ქალი ერთმენთს უტოლდება, ასე ვერავინ ვერ ხედავს ახალგაზრდა ქალის სილამაზესა და მიმზიდველობას და ვერც ხანში შესული ქალის სიბერეს. ნებისმიერ ასაკში კიმონო გამოხატავს სულიერ სიმშვიდეს და ხშირად ზუსტად მოწიფულობაში იძენს ადამიანი იმ სილამაზეს, რომელიც არ არსებობს ახალგაზრდობაში, ოცი წლის ასაკი დიდებულია, ოცდაათი წლის სერიოზული, ორმოცი ბრწყინვალე, კიმონო ხაზს უსვამს ადამიანის მოწიფულობას ორმოცდაათი წლის ასაკში, შინაგან სიმშვიდეს სამოცი წლის ასაკში, მკაცრ სილამაზეს სამოცდაათი და ფილოსოფიურ სულის სიმშვიდეს ოთხმოცი წლის ასაკში, ეს აძლევს იმ ადამიანს უფლებას სიცოცხლო იმ შეგრძნებით, რასაც ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწოდებენ და ამასთანავე შეიძინონ სიბრძნე. კიმონოს სწორედ დაკეცვა და ჩაცმა ხელს უწყობს ადამიანში აკურატულობასა და ესტეტიურობას. კიმონო თავისი ფორმით მოგვაგონებს ასო „T-ს“ იაპონელებმა ის გადმოიღეს ჩინელებისაგან ჩინური hanfus მსგავსად და საბოლოო სახე შეიძინა ხეიანის ეპოქაში, მას აქეთ განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. იაპონია გაერთიანდა, მსოფლიო საზოგადოებაში, რამაც იქონია გავლენა მათ კულტურასა და ჩაცმულბოაზე, თუმცა დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია.[6][7][8][9]

 
საქორწილო კიმონო

მეცხრამეტე საუკუნეში ევროპული ტანსაცმლის შემოსვლამ გამოიწვია კიმონოს ამოღება ყოველდღიური ცხოვრებიდან, მისი გამოყენება დაიწყეს მხოლოდ იაპონური რიტუალების დროს. დედოფალმა სუიკენმა მოუწოდა ქალებს თანამედროვე ქვედა ბოლოების და ზედატანების ტარებისკენ. ევროპაში ქალები ხმარობდნენ კორსეტს, რათა გამოეკვეთათ წელი და თეძოები, რომ ლამაზები გამოჩენილიყვნენ, ხოლო კიმონოში რომ ლამაზად იყურებოდე საკმარისი არ არის სხეულის ფორმის გამოყოფა, იდეალური სახე და მაკიაჟი ითვლება კიმონოს განუყოფელ ნაწილად. მზა კიმონო შედგება ოთხი ნაჭერი მატერიისგან, ორი ფარავს სხეულს, დანარჩენი ხელებს, ხშირად კიმონოს რეცხვის წინ არღვევენ და შემდეგ ახლიდან ხელით ისევ კერავენ. ტრადიციული კიმონო იკერება ხელით, ასევე ნაჭერიც ხელით არის მოხატული. მატერიად გამოყენებულია აბრეშუმი და სატინა, კიმონოს არსებობა ათასწლეულს ითვლის. ქალის კიმონოს ღირებულებამ შეიძლება 10 000 დოლარსაც კი მიაღწიოს.[10]

ახალი ტანისამოსის სტილი რედაქტირება

მეიძის ეპოქაში (1868–1912) ორი ასწლეულის შემდეგ იაპონელი პოლიტიკოსები იძულებულნი გახდნენ შეგუებოდნენ ახალი ტანისამოსის სტილს, რომელიც შეესაბამებოდა ევროპის დონეს. ურთიერთობამ უცხოელებთან, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში დაიწყო, დიდი ცვლილება არ შეუტანია იაპონურ კულტურასა და ტრადიციულ ჩაცმულობაში. ევროპული ქსოვიელბი და აქსესუარები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, თუმცა მისი ტარების ფუფუნება მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლებს გააჩნდათ. მეიძის ეპოქაში გაჩნდა ორი ტერმინი: ვაფუკუ (იაპონური ტანისამოსი) და იოფუკუ (ევროპული ტანსაცმლის სტილი). მეიძის ეპოქა შეილება იაპონური ტანისამოსის ტრანსფორმაციის სამ ეტაპად დავყოთ. პირველ ეტაპზე ყველა ატრიბუტი დასავლური ცივილიზაციის, მათ შორის ტანისამოსიც, იყო სიმბოლო კეთლ განწყობისა მომავალი ცივილიზასიისადმი. მეიძიმ არმიის ჩაცმულობაშიც ცვლილებები შეიტანა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ფორმებს რა მატერიისგანაც კერავდნენ ამ ქსოვილის დამზადება იაპონელებმა არ იცოდნენ, რის გამოც მთავრობამ გაგზავნა საუკეთესო მქსოველები საფრანგეთში, რათა შეესწავლათ ქსოვილის დამზადება, რომელიც გამოიყენებოდა ფორმების შესაკერად. ამასთანავე იწვევდა ინჟინრებს უცხოეთიდან, რომ აეწყოთ თანამედროვე დანადგარები ქსოვილის შესაქმნელად. მაგრამ ამის მიუხედავად საოჯახო სახელოსნოებიც განაგრძობდნენ ქსოვილის შექმნას. მეიძის ეპოქაში იაპონია გახდა ევროპული ქვეყნების მოსწავლე. 1870 წელს იაპონური საზღვაო არმია გამოეწყო ინგლისური ფორმის მსგავსად.[11]

საბრძოლო ხელოვნება რედაქტირება

იაპონურ საბრძოლო ხელოვნებათა უმეტეს ნაწილს დიდი ისტორია აქვს. ისინი ძირითადად სათავეს იღებს მეომართა კლასის აღზევების დროს. იაპონელთათვის უმნიშვნელოვანესი იყო ოჯახი და იმპერატორი ამიტომ ისინი ხშირად სწირავდნენ ბრძოლაში თავს აღნიშნული ინსტიტუციებისთვის. სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ხელოვნებებმა სკოლებად იწყეს ჩამოყალიბება და ეს პროცესი გაგრძელდა მეცხრამეტე საუკუნემდე. თანამედროვე იარაღის და საბრძოლო ტექნიკის გამოგონებასთან ერთად ძველმა საბრძოლო ხელოვნებამაც ნელ-ნელა გამოყენებითობა და აქტუალობა დაკარგა და სპორტის სახეობებად ჩამოყალიბდა[12] 

 
კენდოს ქუჩის ბრძოლა 1909 წელს

კენდო (ხმლის გზა) რედაქტირება

კენდო ეს იგივე ფარიკაობაა იაპონურად. იგი მოდის სამურაების დროიდან და მიზნად ისახავს არა მხოლოდ მებრძოლის ფიზიკურ მზადყოფნას, არამედ სულიერ მხნეობას, სიმამაცისა და თავგანწირვის ჩამოყალიბებას და ა. შ. იგი გამოიყენებოდა სამურაების აღზრდისას. კენდოს იდეა ჩადებულია მის სახელწოდებაში (ხმლის გზა), რის მიხედვითაც მებრძოლს ხმლით შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. თუ დაუშვებს მისი გამოსწორება შეუძლებელია. კენდოს გზა არის გზა სრულფყოფილებისკენ. ეს არარის მხოლოდ საბრძოლო ხელოვნება ეს იაპონელთათვის სულიერებაა.

კენდოს წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საბრძოლო ხელოვნებათა ისტორიასთან იაპონიაში. კამაკურას (1185-1233) პერიოდში. თუმცა ოთხი ასწლეულის მანძილზე ხმალი აღარ გამოიყენებოდა როგორც ძირითადი იარაღი, არამედ ასრულებდა დამხმარე ფუნქციას. მისი გამოყენების სფეროები იყო თავდაცვა სხვა იარაღის არარსებობის შემთხვევაში, მოწინააღმდეგისთვის თავის მოჭრა და რიტუალური თვითმკვლელობა სეპუკუ. მხოლოდ ედოს (1603-1868) მშვიდობიანი ეპოქის დადგომასთან, როდესაც სამურაებს ოფიციალურად დართეს ნება იარაღებიდან ეტარებინათ მხოლოდ ხმალი.[13].

 
აიკიდოს ვარჯიში

აიკიდო რედაქტირება

„სახელწოდება მომდინარეობს სამი იეროგლიფიდან, რომლებსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვთ:

  •  აი (იაპონ. 合) — კომბინაცია, გაერთიანება
  •  კი (იაპონ. 気) — სული, ენერგია, მორალი
  •  დო (იაპონ. 道) — გზა„

აიკიდოს ტექნიკა მომდინარეობს იაპონიის სამურაების უძველესი საომარი ხელოვნებიდან, მიდის ფესვებით ლეგენდარულ ეპოქაში გენძი და ჰეიკე. აიკიდო ცნობილია როგორც იდეალური, ჰარმონიის საბრძოლო ხელოვნება. რადგან აიკიდოში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ჯგუფურად, პარტნიორთან ერთად ბრძოლაზე. სწორედ ამიტომ მასში ფიზიკური ძალა არ არის მთავარი. აქ მთავარია გონიერება და საბრძოლო შეხამება. ამ და სხვა მრავალი უპირატესობიდან გამომდინარე აიკიდო არის არა მხოლოდ ძლიერი მამაკაცებისთვის არამედ შედარებით სუსტი, ტანმორჩილი კაცებისთვისაც და ასევე ქალებისთვისაც. ასე რომ აიკიდო არის საყოველთაო საბრძოლო ხელოვნება[14].

 
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

ძიუდო რედაქტირება

ძიუდო (იაპ.: 柔道, ძიუ „რბილი“, დო „გზა“) — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ.

ძიუდო საკმაოდ პოპულალური იაპონური საბრძოლო ხელოვნების სტილია. იგი ორიენტირებულია თავდაცვასა და თავდასხმაზე.

იაპონიაში მრავალი საუკუნის მანძილზე არსებული ფეოდალური დამოკიდებულებანი XIX საუკუნის შუა წლებისთვის თანდათან დავიწყებას მიეცა. იმპერატორის სპეციალური დადგენილებით, 1871 წელს სამურაებს აეკრძალათ ხმლის ტარება, რამაც საკმაოდ მოკლე ხანში მეომრებისა და პოლიციელების საბრძოლო ფიზიკურიმომზადების სისტემაზე იმოქმედა. ჯიუ-ჯიცუს სხვადასხვა სკოლებში სწავლების აქცენტად უიარაღო თავდაცვის ხერხების დაუფლება იქცა. რეფორმების შედეგად გამოცხადდა სამურაების, გლეხების, ხელოსნებისა და ვაჭრების თავისუფლება და სამურაების მიერ დაარსებული სკოლებიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.

ქვეყნის განვითარებასთან ერთად არა მარტო სამურაების, არამედ უბრალო იაპონელების ცხოვრების პირობებიც შეიცვალა, რაც ობიექტური წინაპირობა აღმოჩნდა ახალი, უფრო დემოკრატიული ფიზიკური აღზრდის სისტემის შექმნისათვის. ძიუდო ეს არის სხეულისა და სულის შეთანხმებული ოპტიმალური გამოყენება იგი სპორტთან ერთად ფილოსოფიაა.

ამგვარი სისტემის შექმნა ახალგაზრდა იაპონელმა პედაგოგმა ძიგორო კანომ სცადა. მას სურდა რომ მისი საბრძოლო ხელოვნება ყოფილიყო „ლეგალური“ და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის. 

ძიუდოში გამოყენებულია სუმოსა და ჯიუ ჯიცუს ელემენტები. ძიუდო დღეისათვის ერთ-ერთი ოლიმპიური საბრძოლო ხელოვნებაა.[15]


ჯიუ ჯიცუ რედაქტირება

ჯიუ-ჯიცუ ორი სიტყვისგან შედგება: „ჯიუ“ ნიშნავს „რბილს“, ანუ მოქნილს, დამყოლს. ხოლო „ჯიცუ“ - კი „ტექნიკას, ხერხს“.

ჯიუ ჯიცუ სათავეს იღებს სენგოკუს პერიოდში მეთექვსმეტე საუკუნეში.იგი იყო სამხედრო ტაქტიკოსი და პროვინციის მმართველი და მან გააერთიანა სხვადასხვა სამხედრო ხელოვნებანი, რომლებიც გამოიყენებოდნენ ახლო ბრძოლაში, სიტუაციაში, როდესაც იარაღი ხდებოდა არაეფექტური. განსხვავებით მეზობელი ჩინეთისა და კორეისა, რომელთა საბრძოლო ხელოვნებები კონცენტრირებას აკეთებდნენ დარტყმით ტექნიკაზე, იაპონური ხელჩართული ბრძოლის ტექნიკები ფოკუსირებას ახდენდნენ გდებებზე, გაუვნებელყოფაზე, დაბლოკვაზე და დახჩობაზე, რადგანაც დარტყმითი ტექნიკა არაეფექტური იყო აბჯრის წინააღმდეგ. ამას გარდა, ჯიუ-ჯიცუს ზოგიერთი ორიგინალური ფორმები, ისეთები, როგორც ტაკენოუტი-რიუ, ექსტენსიურად იყენებდნენ გასვლა-აცილებებს და კონტრშეტევებს გრძელ ცივ იარაღებთან, როგორიც იყო მახვილი და შუბი, ხანჯლისა და სხვა მოკლე იარაღის დახმარებით. ჯიუ ჯიცუ დღესაც პოპულალურია და ძირითადად თავდაცვისთვის ისწავლება.

იაპონური ჭიდაობები ჯიუ-ჯიცუ და ძიუ-დო თავისი ბევრი პრინციპებისთვის ჩინეთს უნდა უმადლოდეს; აი-კი-დოს შემქმნელმა მორიხეი უესიბამ კარგა ხანს ჩინეთში იმოგზაურა და იქაური საბრძოლო ხელოვნებების გადახარშვის შემდეგ შექმნა თავისი (თუმცა იაპონური ფარიკაობიდან და ჭიდაობებიდანაც აიღო ბევრი რამ); კუნძულ ოკინავაზე კარატეს შემქმნელები თავიდან ჩინელებთან სწავლობდნენ და ა. შ.

ჯერ კიდევ 710-784 წლებსში ცნობილია, რომ იმპერატორ ნარას მმართველობის პერიოდში იმართებოდა გრანდიოზული შეჯიბრებები ჭიდაობა სუმოში, ოღონდ დღევანდელი ტრადიციული სუმოსგან განსხვავებით მოწინაღნდეგეები ერთმანეთს ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტანსაცმელში ერკინებოდნენ.

ორთაბრძოლის ილეთების დახვეწასთან ერთად ჩნდებოდა ვარჯიშის ფორმები, რომლებიც შემდგომ, მომზადების სისტემებად ყალიბდებოდა. ასე მაგალითად XIV საუკუნეში უკვე იხსენიება ჯიუჯიცუ, რომელიც XVI საუკუნეში უკვე ყალიბდება როგორც კიდევ ერთი საბრძოლო მომზადების სისტემა და იმპერატორის კარზე იმართებოდა მებრძოლთა შეჯიბრებები. ამ პერიოდიდან ჯიუჯიცუ იქცა როგორც ფიზიკური და სულიერი ვარჯიშის ერთ ერთ საშუალებად.

თანამედროვე ჯიუ ჯიცუ განვითარდა და დაიხვეწა შიშველი ხელებით შეიარაღებული ადამიანის განეიტრალების მხრივაც. ასევე თანამედროვე ჯიუ ჯიცუ ორიენტირებულია ბევრ მოწინააღმდეგესთან ერთდოულად საბრძოლველადაც. ჯიუ ჯიცუ-ს აქტიურად იყენებდნენ საიდუმლო აგენტები, რადგან ეს არის ხელოვნება როდესაც მხოლოდ საკუთარი თავისა და ილეთების იმედზეა შენი სიცოცხლე დამოკიდებული.[16]

 

კარატე  რედაქტირება

კარატე ეს არის შეუიარაღებელი ბრძოლის ტექნიკა . იგი ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვაზე და არა თავდასხმაზე. ასევე კარატე არის სულიერი ტექნიკა. კარატის ოსტატები შეგირდებს ასწავლიან არა მხოლოდ ბრძოლას არამედ სუსტებისა და დაჩაგრულების დახმარებას და ა. შ. იგი 1000 წლის წინ ჩინეთში შეიქმნა და შემდგომ იაპონიაშიც დაიმკვიდრა თავი როგორც ერთ-ერთმა თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებამ . თანამედროვე იაპონური კარატე სინამდვილეში მოვიდა რიუკიუს არქიპელაგის უდიდესი კუნძულ ოკინავადან, რომელიც მდებარეობს სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, კიუშიუდან 500 კმ-ზე, ტაივანიდან 600 კმ-ზე და სამხრეთ ჩინეთის სანაპიროდან 800 კმ-ზე.

კარატეში, სხეულის თითოეული ნაწილი ბრძოლის იარაღია, ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვის ტექნიკა, რათა მოხერხდეს მეტოქის მიერ მოყენებული დარტყმის თავიდან აცილება.

XVII საუკუნის დასაწყისმა ოკინავას ხალხი მკაცრი გამოცდის წინაშე დააყენა. 3000-მა სამურაიმ 100 ხომალდით დაიპყრო და ხარკი დააკისრა მათ. გლეხებმა ბრძოლა არ იცოდნენ დაკარგად შეიარაღებული არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ, მაგრამ რამდენიმე გათავხედებული მოძალადის ერთობლივად მოგერიებისათვის, კემპოს ორი-სამი ოსტატიც საკმარისი იყო. ოკინავას მოსახლეობამ დაიწყო საიდუმლო საზოგადოებებში გაერთიანება და სოფლებსა და დაბებში თავდაცვის კავშირების შექმნა. მაგრამ კემპოს გავრცელების ცენტრები მაინც დიდი ქალაქები იყო. ოკინაველებს მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა სამურაებთან გამკლავება მაინც უჭირდათ. ამიტომ საჭირო იყო ნებისმიერი შანსის მაქსიმალურად გამოყენება რასაც „ერთი დარტყმის ტექნიკა ეწოდა“. ისინი ამისათვის ხელებსა და ფეხებს სპეციალურად წლების განმავლობაში აწრტობდნენ. კარგავდნენ მგრძნობელობას და საბოლოოდ მათი ხელ-ფეხი დამანგრეველ იარაღად ყალიბდებოდა. კარატე-ც სწორედ ხელჩართულ ბრძოლას ნიშნავს.[17]

 

კულინარია რედაქტირება

ბრინჯზე დაფუძნებული კვების კულტურა ამომავალი მზის ქვეყანაში 20 საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეიქმნა, როდესაც აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (აზიიდან) შემოვიდა ბრინჯის კულტურა. მათ ბრინჯთან თითქოსდა მისტიკური ურთიერთობა დაამყარეს, ბრინჯის ნაკვეთებს უძღვნიდნენ ნახატებს სიმღერებს და ლექსებს. ბრინჯთან ერთად იაპონურ კულინარიაში ხშირად შეხვდებით სეზონურ ბოსტნეულს, თევზს და სხვა ზღვის პროდუქტებს. მათ კულინარიაში ამ ინგრედიენტების ხმარებამ დახვეწილ ფორმას ედოს პერიოდში (1603-1868) წლებში მიაღწია. საუკუნენახევრიან პრეიოდში, როცა იაპონიამ განაახლა დასავლეთთან ურთიერთობა, ქვეყანამ განავითარა წარმოუდგენლად მდიდარი და მრავალფეროვანი კვების კულტურა, ამის დამსახურებაა ის რომ თანამედროვე იაპონიაში არ ვხვდებით მარტო ეროვნულ საკვებს და ხშირია სხვა უცხო ქვეყნის საკვებიც. ყოველწლიურ ღესასწაულებთან დაკავშირებულ იაპონურ სამზარეულოს „ვაშოკუს“ დიდი ყურადღება ექცევა. მის მოსამზადებლად სხვადასხვა და ახლ-ახალ ინგრედიენტებს იყენებენ ბუნებიდან, რათა წელიწადის დროების მონაცვლეობა წარმოაჩნონ. „ვაშოკუში“ წამყვანი როლი ბრინჯს თევზს და ბოსტეულს ენიჭება. ამან აამაღლა იაპონური კულინარია და 2013 წელს „ვაშოკუ“, იაპონელთა ტრადიციული საახალწლო დიეტური კულტურა შეიტანეს იუნესკოს ნუსხაში. ასევე ვაშოკუ დამაებულ იქნა არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის სიაში იმავე წელს.[18]

„ვაშოკუ“ რედაქტირება

VI საუკუნეში ბუდიზმის იმპერატორის ბრძანებით იმდროინდელ კულინარიაში ხმარებიდან ამოიღეს ცხოველისა და ფრინველის ხორცი. ეს კანონი თითქმის თორმეტი საუკუნის განმავლობაში არ გაუქმებულა, რაც საკმარისი გახდა ერის საკვებისადმი დამოკიდებულება შეცვლილიყო. მიწაზე მოსიარულე ცხოველის ჭამის აკრძალვის შემდეგ, ძენ სექტის გავლენით პოპულარული გახდა შიოჯინ რიორისი (ვეგეტარიანული სამზარეულო). XV საუკუნისთვის იაპონელები გამოიყენებდნენ მრავალ იმ საკვებ ინგრედიენტს რომელსაც დღესაც იყენებენ, მაგალითად: სოიოს სოუსი, ტიფო და სხვა სოიოსგან დამზადებული პროდუქტები. ამავე პერიოდში განვითარდა ოფიციალური და სარიტუალო სამზარეულო სტილი, რომელმაც სათავე აიღო კარის არისტოკრატიის სამზარეულოდან და ეწოდებოდა ჰონძენ რიორი. ეს უკანასკნელი, კეისაკი რიორი და ჩაიკაისეკი რიორი (ჩაის ცერემონიის სამზარეულო) ერთად ძარმოადგენს სამ ძირითად სახეობას იაპონური სამზარეულოსი. ზემოთ ხსენებული კაისეკი რიორი თანამედროვე სახით XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა და პირველი კლასის რესტორნების მენიუში შედის. ასევე XIX საუკუნეშ გაჩნდა პირველად სუში. მზადდება ძმრიანი ბრინჯითა და ზედ დაწყობილი უმი თევზით ან რომელიმე სხვა ზღვის პროდუქტებით. პირველად მომზადდა ტოკიოში და იყიდებოდა ფარდულებში. თავიდან ის მსუბუქ წასახემსებლად ითვლებოდა დღეს კი დელიკატესია.[19]

 
იაპონური მენიუ

კაისეკი რიორი რედაქტირება

როგორც ძველად ისე ამზადებენ და ასევე მირთმევის სტილიც ძველებურია, მაგრამ სასადილო ეტიკეტი უფრო თავისუფალია, საკეს მიირთმევენ ჭამის დროს, ამის გამო ბრინჯი მაგიდაზე მიაქვთ ბოლოს. როგორც წესი სუფრასთან თავიდან მიაქვთ ცივი კერძები, მაგალითად: საშიმი (უმი თევზი), სუიმონო, იაკიმონო, მუშიმონო და სხვა. ამის შემდეგ უკვე მოაქთ მისოს წვნიანი, ცუკემონო (მწნილები), ბრინჟი და ტკბილეული. ბოლოს კი ისინი აგემოვნებენ ჩაის. ჩაის მითმევასაც  კი თავისი რიტუალი აქვს. ამ დროს საკვების მირთმევის თანმიმდევრობას თავისი მნიშვნელობა აქვს რაც გახდა იაპონური სადილის საფუძველი.[20]

 
სუში

ტრადიციული საკვები რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ტრადიციული ქვეყანაა და თითქმის ყველა ოჯახი მკაცრად იცავს ტრადიციას, იაპონური ოჯახის თანამედროვე სადილის სუფრა მხოლოს ტრადიციული საკვებისგან არ შედგება. დღეს დღეობით ამომავალი მზის ქვეყანაში განაპირა რაიონებშიც კი სუპერმარკეტსა თუ სასურსათ მაღაზიებში მრავალპეროვანი საკვების ყიდვა შეიძლება. იაპონური ოჯახის სადილის ნორმა კვლავ მოიცავს თეთრ ბრინჯს, მისოს წვნიანს და წნილს, ამ სამივე საკვებს შეიძლება დაემატოს რამე კერძი რომელსაც თოთონ ოჯახი აარჩევს. ძირითადა კი ამზადებენ შემდეგ კერძებს: მოხარშულ ბოსტნეულს ტუფოს, შემწვარ თევზს და ასე შემდეგ. იაპონიაშ უკვე ფართოდ გავრცელდა მზა პროდუქტებიც. ისინი ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობენ და ამით შეიძლება მიიღნ როგორც სუში, ჩინური და იაპონური ატრიის კერძები, იაპონური „ლანჩ-ბოქსები“, ასევე პიცა, ბუტგერი და სხვა უცხოური ქვეყნის კერძი. ასევე ცნობილი ფაქტია ისიც რომ იაპონური სუფრის გავრცელებული ალტერნატივებია ჩინური სტილით მაღალ ცეცხლზე შემწვარი როგორც ხორცი, ასევე ბოსტნეულის კერძები.[21]

იაპონური რესტორნები რედაქტირება

იაპონელებს როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში აქვთ რესტორნები. ყველაზე ცნობილ საჭმელს სუშის, მიირთმევენ სუშის რესტორნებში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქსელია „conveyer-belt“ (კონვეირი-ქამარი). მისი პრინციპი მდგომარეობს იმაში , რომ ადამიანები სხდებიან ბართან და უკვეთავენ მათ სასურველ სუშის. ხოლო ამ მაგიდაზე არის მექნიზი დამონტაჯებული რომელიც წრეზე დადის და ასე ვთქვათ „თეფშით მოდის საჭმელი“. ამ პრინციპიტ მუშაობს ადგილობრივი რესტორნებისუმეტესობა გადა ოჯახური რესტორნებისა. ისინი მომხმარებელს თავაზობენ როგორც იაპონურ სადილს ასევე  ინური სამზარეულოს კერძებს და გააჩნიათ დასავლური კულინარიის არაერთი კერძიც.

ძირითადად იაპონის მაშტაბიტ ორი ტიპის რესტორანია გავრცელებული ტამენ და იაკინუკუ. რამენ რესტორნები მომხმარებელს გულუხვად უმასპინძლდებიან და მოზრდილ პორციებს აწვდიან მომხმარებელს, ვიდრე იაკინუკუ რესტორნები.

იაპონური კულინარია ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს, როგორც სახელმწიფო კულტურა. მრავალი ტურისტი იაპონიაში მოგზაურობისას ერთ-ერთ მნიშვნელონ ღირსშესანიშნაობად ადგილობრივი სამზარეულოს დათვალიერებას მიიჩნევს. ასევე იაპონური კულინარია ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა და შეიძლება ითქვას რომ მოხდა მისი ექსპორტი. მრავალ უცხოუ ქვეყანაშ გაიხსნა იაპონური რესტორნები, ძირითადად სუშის ბარები. ეს მოხდა იმიტომ რომ მსოფლიოშ ის ჯანსაღ და ჯამრთელ პროდუქტად მიიჩნევა. და ეს მართლაც ასეა იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია, სწორედ ეს მეცნიერების თვალსაზრისით გამოწვეულია ადგილობრივი კულინარიით. სწორედ ამიტომ უცხო ქვეყნებში დიდი დაინტესება მოყვა იაპონურ კულტურას და ნელ ნელა გავრჩელდა. 2012 წლის სტარტისტიკის მიხედვით რომელიც სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის სამინისტრომ გააკეთა მსოფლიოში 3000 იაპონური რესტორანია გახსნილი, აქედან ყველაზე მეტი კი აშშ-ში.

იმის გამო, რომ იაპონური კულინარია ერთ-ერთ ჯანსაღ სამზარეულოდ მიიჩნევა სხვა ქვეყნის სამზარეულოებიც ცდილობენ მას მიბაძონ. როგორც ცნობილია ისინი მინიმალურად გამოიყენებენ ზეთს და ცხიმს, ასევე მათ გააჩნიათ შესანიშნავი სოუსები თუ სანელებლები რაც მრავალ პროდუქტს უხდება. მაგალითად, ახლაც ხშირად შეხვდებით როცა სხვა ქვეყნის სამზარეულოში იყენებენ იაპონურ სანელებლებს, სოიოს სოუსს, იაპონურ ციტრუსებს თუ სხვა მრავალ მსგავს პროდუქტს, რათა მიღებულ კერძს მიანიჭონ ეგრეთ წოდებული „იაპონური გემო“.[19]

 
იაპონური სწრაფი კვების ობიექტი

უცხო ქვეყნის სტილის იმპორტი კულინარიაში რედაქტირება

ახლა კი დავუბრუნდეთ იმ თემას თუ როგორ მოხდა იაპონიაში უცხო ქვეყნის ინგრედიენტების თუ მომზადების სტილის იმპორტი. XVI საუკუნეში ევროპელი მისიონერების ჩასვლის შემდეგ მოხდა პირველად იაპონური კვების კარის გაღება დასავლეთის მხარითვის. შემოვიდა ესპანური და პორტუგალიური შეწვის ტექნოლოგია, ასევე ჩინური მეთოდით ზეთში ბოსტნეულის მომზადება. სამი საუკუნის შემდეგ იაპონიამ კვლავ გაუღო კარი დასავლეთს რამაც უკვე იაპონურ სამზარეულოში მოახდინა „რევოლუცია“ და კვლავ დაიწყო ცხოველების გმაოყენება კულინარიაში. სწორედ ამ პერიოდში დაედო საპუძველი საკვებ ტონკატსუს, რაც არის ორცხობილის ვხვნილში ამოვლებული კარგად შემწვარი ღორის ხორცი. ხოლო მეთექვსმეტე საუკუნეში დასაბამი მიეცა ტემპურას, რაც არის ზღვის პროდუქტები და სხვადასხვა სახის ბოსტნეული შემწვარი ბევრ ზეთში.

ანიმე, მანგა რედაქტირება

ანიმე და მანგა არის იაპონელთათვის საუკეთესო გზა გადმოსცენ საკუთარი ისტორია,იქნება ეს ცხოვრებისეული თუ ისტორიული.ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმეში არის მაინც მათი შინაარსი და გადმოცემის უნარი რომელსაც დიდი დრო არ დასჭირვებია,რადგან ანიმე სათავეს იღებს მეოცე საუკუნის 20-იან წლებში და ამ პერიოდიდან მოყოლებული დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიასა თუ სხვა ქვეყნებში.1960 წლიდან იწყება ანიმეების პოპულარობის ზრდა რაც დაკავშირებულია ოსამუ ტეზუკას სახელთან,რომელმაც მსოფლიოს გააცნო ანიმე და მისი დატვირთვა. ანიმეს რამდენიმე განსაზღვრება აქვს: დასავლური სამყაროსთვის ის იშიფრება,როგორც „animation“ ხოლო იაპონიაში მას უწოდებენ „katakana-ს“ ხოლო შემოკლებით ანიმეს[22].[23]

 
ანიმე გოგონა

პირველი ანიმე რედაქტირება

პირველი ანიმე გამოვიდა 1917 წელს (namakura gatana), რომელიც კაცუდო შაშინმა გადაიღო. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ანიმე აღმასვლას და დღესდღეობით იაპონიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საუკეთესო შემოქმედებად ითვლება კინო ინდუსტრიაში. პირველი ხმიანი ანიმე გამოვიდა 1933 წელს და ამის მერე დაიწყო ანიმეს ინდუსტრიამ ზრდა. იაპონიაში შეიქმნა მრავალი კომპანია, რომელიც იღებდა ანიმეებს და უშვებდა მანგას, ხოლო 1944 წელს შექმნეს პროდუქტი (ანიმე), რომელიც გადაიღეს მეორე მსოფლიო ომზე და რომელსაც იაპონური საზღვაო ფლოტი აფინანსებდა. 1960 წელს ანიმატორმა ოსამო ტეზუკამ რამდენიმე ტექნიკა გადმოიღო დისნეისგან, რათა შეემცირებინა ანიმეს გადაღების ხარჯები და სწორედ ამან გამოიწვია 60-იანი წლებიდან ანიმეს პოპულარობის და გამოშვების ინტენსივობის ზრდა. ოსამო ტეზუკას უწოდეს ლეგენდა და მანგის ღმერთი,მისი დაწერილი მანგების მიხედვით სამომავლოდ ანიმედ გადაიღეს. XXI საუკუნეში ანიმე როგორც ზემოთ აღვნიშნე დიდი პოპულარობით სარგებლობს 2002 წელს ჰაიაო მიაზაკის მიერ გადაღებულმა ანიმემ „spirited away“ გახდა ოქროს დათვის მფლობელი ბერლინის საერთაშორისო კინო ფესტივალზე, ხოლო 2013 წელს ამავე ანიმემ აიღო ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.[24][25]

 
"ანიმე" სამურაი

ანიმე როგორც იაპონური კულტურის გადმოცემის საშუალება რედაქტირება

იაპონურ კულტურას აქვს მდიდარი რელიგიური და მითოლოგიური ისტორია, აღმოსავლური რელიგიების გავრცელებით, როგორებიცაა ინდუიზმი და ბუდიზმი, მათ შეძლეს გაეერთიანებინათ თავიანთი კულტურა სხვა აზიურ ქვეყნებთან. სწორედ ამ ყველა რელიგიისა და ადგილობრივი კულტურული მითოლოგიის ელემენტები ვლინდება ანიმეებსა და მანგაში შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ანიმე და მანგაა იაპონური კულტურის და ისტორიის გადმოცემის საუკეთესო საშუალება.

საჭიროა ადამიანებს ესმოდეთ ანიმეს შინაარსი, რადგან მასში არის გადმოცემული იაპონელთა რწმენა ღმერთების შესახებ (როგორიცაა მაგალითად ტოროტო), რაც შეიძლება ითქვას, რომ უცნაურია დასავლური ქვეყნებისთვის მაგრამ არა იაპონელთათვის, ისინი ანიმეში გადმოსცემენ მათ რწმენას და მითოლოგიურ თუ ისტორიულ ასპექტებს. ყოველ კულტურას გააჩნია რელიგია და ამ რელიგიის გადმომცემი სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სოციუმზე, არ აქვს მნიშვნელობა სჯერა თუ არა ადამიანს. იაპონელებისთვისაც სწორედ იგივეა მანგა და ანიმე, რადგან ამ გზით ისინი გვაჩვენებენ ბუდიზმისა შინტოს სხვადასხვა ელემენტებს. თუ გაიგებ იაპონელთა რწმენის შესახებ უფრო ბევრს უფრო ადვილად მიხვდები მათი შემოქმედების მიზეზსა და მიზანს[26][27]

 

 მანგა რედაქტირება

მანგა არის შავ-თეთრად დახატული ანიმაციები წიგნზე დაახლოებით იგივე რაც დასავლურ ქვეყნებში კომიქსებია, თუმცა მანგას განსაზღვრული არ აქვს ასაკი და სქესი მისი მომხმარებელი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. იაპონიაში მანგას ბევრი მომხმარებელი ჰყავს, მას შეხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ამასთანავე ვერ ნახავ ოჯახს, სადაც ანიმე არ აქვთ წაკითხული. მანგა დაყოფილია ასაკობრივ სეგმენტად და ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება. როგორც ზემოთ აღვნიშნე მანგას და ანიმეს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი მომხმარებელი ჰყავს. მანგები „death note“ და „bleach“ გადაიღეს ინგლისში და დიდი პოპულარობით სარგებლობენ დღესაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ანიმეს ინსპირაცია მხოლოდ მანგა არ არის, მაგალითად „პაკმანი“ რომელიც მსოფლიოს მრავალი თაობის საყვარელ თამაშად ითველბოდა იაპონელებმა ანიმედ გადააქციეს, რითაც პოპულარობა უფრო გაუზარდეს როგორც თამაშს ასევე ანიმეს ინდუსტრიას. განსხვავება მანგასა და ანიმეში ძირითადად ფერებსა და გრაფიკაშია, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მუსიკა, რომელიც ანიმეს ახლავს თან. ანიმეს ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად მათი მუსიკაც იცვლება და ვითარდება, სხვადასხვა ქვეყნის პოპულარული მომღერლები ქმნიან მუსიკას სპეციალურად ანიმესთვის.

იაპონიის ყველაზე სახელგანთქმული და წარმატებული ანიმატორი ჰაიაო მიაძაკი ფლობს საუკეთესო სტუდიას იაპონიაში, რომელიც უშვებს საუკეთესო ანიმეებს და მისმა რამდენიმე შემოქმედებამ დიდი აღიარება მოუტანა. ანიმეებში მიაზაკი და არამარტო ის ქმნის ისეთ პერსონაჟებს, რომლებსაც რეალურ ადამიანებთან აქვს დიდი მსგავსება, რაც ტურისტებს ხელს უწყობს იაპონიაში ხალხთან ურთიერთობისას[28][29]

 
„მაჰური“ იაპონური ანიმეს გმირი

იაპონიის პოპ-კულტურა რედაქტირება

გარდა იმისა, რომ ანიმეებში გადმოცემულია იაპონელთა ისტორია, როგორიცაა მაგალითად სამურაების პერიოდი ან თუნდაც ღმერთების შესახებ სხვა სახის კულტურული ინფორმაცია, ამასთანავე ანიმე და მანგა წარმოადგენენ იაპონიის პოპ კულტურას, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა სახით, თუმცა იაპონელთა პოპ კულტურა უფრო მეტ ისტორიულ თუ რელიგიურ ელემენტებს მოიცავს ვიდრე სხვა ქვეყნის პოპ კულტურები. ანიმეების შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა ანიმაციების შექმნაზე. მისი გრაფიკა და სხვადასხვა სახით გადმოცემული ისტორიები საინტერესოს ხდის ანიმაციის ყურებას და დღესდღეობით ახალგაზრდების დიდი ნაწილი შეპყრობილია ანიმეთი, ბაძავენ მათ საყვარელ გმირს და ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ანიმედან იგებენ საზოგადოების ცხოვრების წესისა და იაპონიის კულტურის შესახებ რის შემდეგაც მათი ინტერესი იზრდება ანიმესა და იაპონიის მიმართ.[24]

ანიმეებში შეხვდები მრავალ იაპონურ ღმერთს, რომლებიც ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ. შეიძლება ითქვას რომა ანიმეში არსებული ღმერთები ჰგვანან საბერძნეთის ღმერთებს, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან. ამატერაცუ, სუსანო, შინიგამი, იზანაგი, ცუკუიომი ეს ის პატარა ჩამონათვალია ღმერთებისა, რომლებიც ანიმეებში გვხვდებიან სხვადასხვა სახით. იზანაგი არის იაპონური ღმერთი, რომელსაც მიაწერენ იაპონიის კუნძულების შექმნას და ასევე მითოლოგიის თანახმად მან ფიცი დადო, რომ 15 000 იაპონელს მისცემდა დაბადების საშუალებას ყოველდღე, ამატერაცუ არის მზის და ამვდროულად ომის ქალღმერთი, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში იაპონელი იმპერატორები მსხვერპლს წირავდნენ ომების წინ რათა მათ დახმარებოდა, ცუკუიომი არის მთვარის ღმერთი და ამატერაცუს ძმა. იაპონელთა წარმოდგენით ამატერაცუს და ცუკუიომის ერთმანეთთან ჩხუბი მოუვიდათ რის შედეგადაც ისინი სამუდამოდ დაშორდნენ. მსგავსი ღმერთებით მრავალფეროვანია ანიმე და მანგა რაც საშუალებას გვაძლევს იაპონელთა კულტურულ შეხედულებებზე წარმოდგენა შევიქმნათ. ანიმეების მეშვეობით არამარტო იაპონელები არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც სწავლობენ იაპონურ მითოლოგიასა და რელიგიას.[30]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 http://www.ge.emb-japan.go.jp/files/japan_fact_sheet/Religion.pdf
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  3. http://terebess.hu/zen/JapaneseBuddhism.pdf
  4. https://az.wikipedia.org/wiki/Daosizm
  5. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/115899/1/Samyaro_Mecniereba_Da_Religia.pdf
  6. Иноуэ Масахито. Ёфуку то нихондзин = Европейская одежда и японцы. Токио: Косайдо, 2001.
  7. · тия храма Мэйдзи дзингу / сост. Окабэ Сёко. Токио: Санкэй синбунся, 2000. 120 с. Яп. яз.
  8. · Нихонси согодзуроку = Атлас по истории Японии. Токио: Ямакава сюппанся, 2000. 181 с. Яп. яз.
  9. · Яманака Норио. Кимоно то нихон сэйсин бунка = Кимоно и духовная культура Японии. Токио,1980. 122 с. Яп. яз.
  10. ·Dolby L. Kimono: Fashioning Culture. Berkshire, 2001. 395 р.
  11. https://en.wikipedia.org/wiki/Japanese_clothing
  12. http://www.ge.emb-japan.go.jp/files/japan_fact_sheet/Martial%20art.pdf
  13. http://web-japan.org/kidsweb/meet/kendo/kendo02.html
  14. აიკიდო
  15. ·http://www.intjudo.eu/
  16. https://en.wikipedia.org/wiki/Jujutsu
  17. https://web.archive.org/web/20090302085743/http://www.wonder-okinawa.jp/023/eng/001/001/index.html
  18. მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია
  19. 19.0 19.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-17. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  20. http://www.japan-guide.com/e/e2348.html
  21. https://en.wikipedia.org/wiki/Japanese_cuisine
  22. What is Anime?". Lesley Aeschliman. Bellaonline. Archived from the original on November 7, 2007. Retrieved October 28, 2007.
  23. http://pdf.jpf-sydney.org/newvoices/5/chapter4.pdf[მკვდარი ბმული]
  24. 24.0 24.1 https://en.wikipedia.org/wiki/Anime
  25. Zagzoug, Marwa (April 2001). "The History of Anime & Manga". Northern Virginia Community College. Retrieved November 22, 2012
  26. Martinez, D. "Gender, Shifting Boundaries and Global Cultures." The Worlds of Japanese Popular Culture. Ed. D. Martinez. Cambridge UP, 1998.
  27. "What is Anime?". Lesley Aeschliman. Bellaonline. Archived from the original on November 7, 2007. Retrieved October 28, 2007.
  28. https://www.insidejapantours.com/japanese-culture/manga-and-anime/
  29. https://en.wikipedia.org/wiki/Hayao_Miyazaki
  30. Ortabasi, Melek. "Fictional Fantasy or Historical Fact? The Search for Japanese Identity in Miyazaki Hayao's Mononokehime." A Century of Popular Culture in Japan. Ed. Douglas Slaymaker. Lewiston: Mellen Press, 2000.