სამოის არქიპელაგი
სამოის არქიპელაგი (ინგლ. Samoan Islands) — არქიპელაგი პოლინეზიაში (წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი). ფართობი — 3030 კმ². მოსახლეობის რაოდენობა — დაახლოებით 250 ათასი (2010 წელი).
მშობ. სახელი: ინგლ. Samoan Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°16′ ს. გ. 171°12′ დ. გ. / 14.267° ს. გ. 171.200° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 14 |
მთავარი კუნძული | სავაი |
ფართობი | 3030 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1858 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 250 000 (2010) |
სიმჭიდროვე | 82,508 /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულები არქიპელაგის შემადგენლობაში:
არქიპელაგზე მდებარეობენ:
- სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძველად დასავლეთ სამოა (დედაქალაქი— აპია);
- დამოკიდებული ტერიტორია ამერიკის სამოა, ან აღმოსავლეთი სამოა (ადმინისტრაციული ცენტრი — პაგო-პაგო).
არქიპელაგზე კლიმატი — ტროპიკული ნოტიოა ზამთარში 24 °С-დან ზაფხულში 32 °C-მდე. არქიპელაგზე ბევრი ენდემური მცენარე და ცხოველია.
ისტორია
რედაქტირებასამოის არქიპელაგზე, ისევე როგორც ფიჯის და ტონგას კუნძულებზე, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ დასახლება დაიწყო ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნეში[1] ლაპიტას კულტურის წარმომადგენელთა მიგრაციის დროს ბისმარკის არქიპელაგიდან, რომელიც მდებარეობს დასავლეთ მელანეზიაში[2]. სამოის არქიპელაგი იყო პოლინეზიური კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ცენტრი. სამოადან ხდებოდა წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულების და ატოლების ათვისება.
არქიპელაგის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ნიდერლანდელი მოგზაური იაკობ როგევენი, რომელიც არქიპელაგზე გადავიდა 1722 წელს. შემდგომში, 1768 წელს, არქიპელაგი მოინახულა ფრანგმა ზღვაოსანმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა და მას უწოდა მეზღვაურების კუნძულები.
XIX საუკუნის ბოლოს არქიპელაგის კონტროლისათვის ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ გერმანიის იმპერია, ბრიტანეთის იმპერია და აშშ. 1899 წლის ბერლინის შეთანხმების საფუძველზე არქიპელაგზე დამყარდა პროტექტორატი. სამოის კუნძულები გაიყო ორ ნაწილად (გაყოფის ხაზი გავიდა 171° დ. გ.-ზე): აღმოსავლეთი ჯგუფი, დღეისათვის ცნობილი სახელით «ამერიკის სამოა», გახდა აშშ-ის ტერიტორია; დასავლეთის კუნძულებმა მიიღეს სახელი «გერმანიის სამოა», ხოლო ბრიტანეთის იმპერიამ უარი თქვა პრეტენზიებზე ფიჯის და ზოგიერთი სხვა მელანეზიის ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ.
პირველი მსოფლიო ომის ბოლოდან 1962 წლამდე დასავლეთი სამოა იმყოფებოდა ახალი ზელანდიის მმართველობის ქვეშ, თავდაპირველად ერთა ლიგის მანდატით, ხოლო მოგვიანებით — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის. 1961 წელს გაიმართა რეფერენდუმი, რომლის დროსაც დასავლეთ სამოის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 1962 წლის 1 იანვარს დასავლეთი სამოა გახდა პირველი წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელმაც მიიღო დამოუკიდებლობა. 1997 წლის ივლისიდან ეს სახელმწიფო უბრალოდ იწოდება, როგორც «სამოა». მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი (ამერიკის) სამოის მოსახლეობა ეკუთვნის ერთ ერს და აქვთ ერთი ენა, მათ შორის არსებობს კულტურული სხვაობა, რომელიც დაკავშირებულია ბოლო ასწლეულის ისტორიასთან. აღმოსავლეთ სამოის მოსახლეობა იხრება აშშ-სკენ და ამერიკული ცხოვრების წესისკენ, მაშინ როდესაც დასავლეთ სამოის მოსახლეობა — ახალი ზელანდიისკენ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პოლინეზიელი ზღვაოსნები. (ინგლისური)
- ↑ [სამოის კოლონიზაცია. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-28. ციტირების თარიღი: 2014-12-07. სამოის კოლონიზაცია. (ინგლისური)]