ტაუ (კუნძული)
ტაუ (ინგლ. Ta‘ū) — მანუას კუნძულებში ყველაზე დიდი კუნძული და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ვულკანური კუნძული სამოას არქიპელაგში. მდებარეობს დაახლოებით 10 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ოფუ-ოლოსეგას კუნძულებიდან და 110 კმ-ში აღმოსავლეთით კუნძულ ტუტუილადან. ამერიკის სამოას ნაწილია. XIX საუკუნის დასაწყისში კუნძულს ხშირად ეძახდნენ ოპოუნს.
მშობ. სახელი: ინგლ. Ta‘ū | |
---|---|
მანუას კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°14′ ს. გ. 169°28′ დ. გ. / 14.233° ს. გ. 169.467° დ. გ. |
ფართობი | 44,31 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 931 მ |
ოლქი | მანუა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 790 (2010) |
სიმჭიდროვე | 17,829 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული ტაუ წარმოადგენს საკმაოდ ეროზირებულ, მრავალჯერ ამოფრქვეული თხევადი ლავებისაგან შექმნილი ვულკანის ნარჩენს კალდერით. აქვს სამკუთხა ფორმა. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 6 კმ-ს, სიგანე — დაახლოებით 10 კმ-ს. ტაუს უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — ლატას მთა (931 მეტრი), რომელიც ამავდროულად მთელი ამერიკის სამოას უმაღლესი წერტილია. აღმოსავლეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან ტაუს კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფით.
კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ლატას მთის წვიმიანი ტყეების ჩათვლით, სამხრეთი სანაპირო და მარჯნული რიფები ტაუს ამ ნაწილში არიან ამერიკის სამოას ეროვნული პარკის ნაწილი.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული ტაუ აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა იაკობ როგევენმა 1721 წელს.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წელს ტაუს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 790 ადამიანი[1].
ადმინისტრაციულად კუნძული დაყოფილია სამ რაიონად: ტაუ, ფალეასაო და ფიტიუტა.
ტრანსპორტი
რედაქტირებაკუნძულ ტაუზე მოქმედებს მანუას კუნძულებზე ყველაზე დიდი აეროპორტი, რომელიც მდებარეობს სოფელ ფიტიუტასთან. ტაუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უბე. ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ არსებობს ავტოგზა, რომელიც ერთმანეთთან აერთებს კუნძულის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.