მანუას კუნძულები
მანუას კუნძულები (ინგლ. Manuʻa Islands) — კუნძულთა ჯგუფი, რომელიც შედგება ოთხი კუნძულისაგან: ტაუ (სამი რაიონი: ტაუ, ფალეასაო და ფიტიუტა) (44,31 კმ²[1]), ნუუტელე, ოფუ (7,215 კმ²[1]) და ოლოსეგა (5,163 კმ²[1]) (ბოლო ორი კუნძული შეერთებულია ქვიშიანი დანალექით). კუნძულების ჯგუფი მდებარეობს დაახლოებით 110 კმ-ში აღმოსავლეთით კუნძულ ტუტუილადან. ამერიკის სამოას ნაწილია.
მშობ. სახელი: ინგლ. Manuʻa Islands | |
---|---|
მანუას კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°12′31″ ს. გ. 169°33′10″ დ. გ. / 14.20861° ს. გ. 169.55278° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 4 |
მთავარი კუნძული | ტაუ |
ფართობი | 59 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 969 მ |
ამერიკის სამოა | |
ოლქი | მანუა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1323 (2010) |
სიმჭიდროვე | 22,424 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაჯგუფის ყველა კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია, ლატას მთა (969 მეტრი), რომელიც მდებარეობს ტაუს კუნძულზე.
მანუას კუნძულების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავიათ ნაკრძალებს.
ისტორია
რედაქტირებამანუას კუნძულებს აქვთ მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები სამოას არქიპელაგის სხვა კუნძულებთან.
პოლინეზიურ მითოლოგიაში მანუას კუნძულები ითვლებოდა ღვთიურ ადგილად, რადგანაც მათზე, ლეგენდების თანახმად, პოლინეზიურმა უზენაესმა ღმერთმა ტანგაროამ შექმნა ადამიანი და გარშემო კუნძულები.
ძველად მანუას კუნძულების უზენაესი ბელადები ატარებდნენ ტიტულს ტუი-მანუა (Tui Manu’a). მათგან უკანასკნელი იყო ტუიმანუა ელისარა (Tuimanu’a Elisara), რომელიც გარდაიცვალა 1909 წლის 2 ივლისს. ტუი-მანუას ტიტული დღემდე არსებობს, მაგრამ არ არის ხალხი, რომლებიც მას ატარებენ.
პირველი ევროპელი, რომელმაც 1721 წლის 14 ივნისს აღმოაჩინა მანუას კუნძულები, გახდა ნიდერლანდელი მოგზაური იაკობ როგევენი.
მანუას კუნძულები ოფიციალურად გახდა აშშ-ის სამფლობელო 1904 წლის 14 ივლისს.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წელს მანუას კუნძულების მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 1323 ადამიანი: ტაუს კუნძულზე (სამი რაიონი: ტაუ, ფალეასაო და ფიტიუტა) ცხოვრობდა 970 ადამიანი[1]), ოფუს კუნძულზე — 176 ადამიანი[1], ოლოსეგას კუნძულზე — 177 ადამიანი[1]. ამასთან მოსახლეობა თანდათან კლებულობს. 1930-იან წლებში ამერიკის სამოას მოსახლეობის დაახლოებით 20 % ცხოვრობდა მანუას კუნძულებზე, 1980-იანი წლებისთვის კი — მხოლოდ 6 %. მოსახლეობის გადინება დაკავშირებულია მანუას კუნძულებზე ეკონომიკური აქტიურობის საშუალებების არ არსებობასთან. მანუას კუნძულების მთავარი ქალაქია — ლუმა კუნძულ ტაუზე.