სამოდიელი ხალხები
სამოდიელი ხალხები — სამოდიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხების – ნენების, ენების, ნგანასანებისა და სელკუპების საერთო სახელწოდება. რაოდ. 39 ათასზე მეტი კაცი. ცხოვრობენ ჩრდ. არხანგელსკის, ტიუმენის, ტომსკის ოლქებსა და კრასნოიარსკის მხარეში. უმთავრესად ნენთა, იამალ-ნენთა და ტაიმირის ნაციონალურ ოკრუგებში. XIII საუკუნეში ცხოვრობდნენ სამხრეთ ციმბირში. ეს ჯგუფი შემდგომში მთლიანად გაითქვიფა თურქულენოვან ტუველებში, ხაკასებსა და სხვა ხალხებში, ნაწილი რუს მოსახლეობას შეერწყა. მკვლევართა აზრით სამოდიელი ხალხების ძველი სამშობლოა სამხრეთ ციმბირი. აქედან ისინი I-II ათასწლეულების მიჯნაზე რამდენიმე ეთნიკური ტალღის სახით განსახლებულან ჩრდილოეთში, სადაც მათ შეერია აბორიგენი მოსახლეობა, რომელიც ენობრივად ახლოს უნდა ყოფილიყო საამებთან, ნაწილობრივ კი იუკაგირებთან. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე უმთავრესად მომთაბარეობას მისდევდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მათი განსახლების რაიონებში შეიქმნა კოლ-ბები და საბჭოთა მეურნეობები, რომლებშიც ვითარდებოდა მეირმეობა, ბეწვეულის რეწვა, თევზჭერა და სხვ. სამოდიელ ხალხებს ჰყავთ ეროვნული ინტელიგენცია.
ლიტერატურა
რედაქტირება● ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 19.