ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნენები[1] — სამოედური ხალხი, მცხოვრები ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნაპირებიდან ტაიმირის ნახევარკუნძულამდე. ჩვ. წ. პირველ ათასწლეულში მოახდინეს მიგრაცია ციმბირის ტერიტორიიდან თანამედროვე განსახლების არეალში.

ნენელი ბავშვი

რუსეთის ჩრდილოეთის მკვიდრი მოსახლეობიდან ნენელები ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან. 2002 წლის აღწერით რუსეთში ცხოვრობდა 41 302 ნენთა, რომელთაგან 27 000 ცხოვრობდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში.

ტრადიციულად ნენელები ავრცელებენ ირმებს. იამალის ნახევარკუნძულზე ათასობით ნენელი ირმის მაშენებელია, რომლებსაც ჰყავთ 500 000 ირემი. მათი უმრავლესობა მომთაბარე ცხოვრებას ეწევა.

რუსეთის ორი ავტონომიური რეგიონების სახელი ახსენებს ნენელებს როგორც ძირითად მოსახლეობას (ნენთა და იამალ-ნენთა).

არსებობს ნენელთა ორი ტომი — ტუნდრული და ტყისა. ნენთა უმრავლესობა ტუნდრელია. ისინი ცხოვრობენ ორ ავტონომიურ რეგიონში. ტყის ნენლთა რიცხვია 1500 ადამიანი.

  1. ქსე (ტ. VII, გვ. 378) „ნენები“
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნენები“-დან