სამართებელზე მორბენალი 2049

სამართებელზე მორბენალი 2049“ (ინგლ. Blade Runner 2049) — ამერიკული ნეო-ნუარული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია დენი ვილნევი, ხოლო სცენარის ავტორები – ჰემპტონ ფენჩერი და მაიკლ გრინი.[8] იგი არის „სამართებელზე მორბენალის“, 1982 წლის ფილმის გაგრძელება. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ რაიან გოსლინგი და ჰარისონ ფორდი, ხოლო მეორეხარისხოვან როლებში არიან ანა დე არმასი, სილვია ჰუკსი, რობინ რაიტი, მაკკენზი დეივისი, კარლა იური, ლენი ჯეიმზი, დეივ ბატისტა და ჯარედ ლეტო. სიუჟეტი ვითარდება ორიგინალური ფილმის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ. ბიოინჟინერული ტექნოლოგიით შექმნილი კეი აღმოაჩენს ფეხმძიმე რეპლიკანტის ნარჩენებს. ადამიანებსა და რეპლიკანტებს შორის შესაძლო ომის თავიდან აცილების გამო მას ავალებენ, იპოვოს რეპლიკანტის ბავშვი და გაანადგუროს მისი ნებისმიერი კვალი.

„სამართებელზე მორბენალი 2049“
რეჟისორი დენი ვილნევი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება პერსონაჟები რომანიდან „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“
ფილიპ დიკი
ისტორია ჰემპტონ ფენჩერი
როლებში
მუსიკა
ოპერატორი როჯერ დიკინსი
მონტაჟი ჯო უოკერი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures (აშშ)
Sony Pictures Releasing (მსოფლიო)[2][3]
გამოსვლის თარიღი
  • 3 ოქტომბერი, 2017 (2017-10-03) (Dolby Theatre)
  • 6 ოქტომბერი, 2017 (2017-10-06) (აშშ)
ხანგრძლივობა 163 წთ.[4]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150–185 მილიონი აშშ დოლარი[5][6][7]
შემოსავალი 259 მილიონი აშშ დოლარი[7]

ფილმის ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ბუდაპეშტში (უნგრეთი), 2016 წლის ივლისიდან ნოემბრამდე. პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში 2017 წლის 3 ოქტომბერს. ფილმი აშშ-ში 2017 წლის 6 ოქტომბერს, 2D, 3D და IMAX-ის ფორმატებში გამოვიდა. კრიტიკოსების მიერ დადებით შეფასებებთან ერთად, მისმა შემოსავალმა 259 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.[9][10][11][12]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

2049 წელს ბიოინჟინერული ტექნოლოგიებით გამოყვანილი ადამიანები, რეპლიკანტები, არიან საზოგადოების წევრები - როგორც თანაშემწეები და მონები. ნექსუს-9 თაობის რეპლიკანტი კეი მუშაობს ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილებაში, როგორც „სამართებელზე მორბენალი“, აგენტი, რომელიც ეძებს და თიშავს ან ანადგურებს სხვა, დევნილ რეპლიკანტებს. იგი ცხოვრობს რეპლიკანტების მწარმოებელ Wallace Corporation-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ნაწარმ ჯოისთან – ჰოლოგრაფიულ გოგონასთან.

კეი პოულობს ფერმას, სადაც კლავს ნექსუს-8 თაობის რეპლიკანტ სეპერ ნორტონს. სანამ ფერმას ტოვებს, აგრეთვე პოულობს იქვე, ხის ქვეშ დამარხულ ყუთს, რომელშიც შემდგომში აღმოაჩენენ სხეულის ნარჩენებს. დეტალური ანალიზის შედეგად ცნობილი ხდება, რომ ეს იყო ნექსუს-7 თაობის რეპლიკანტი, გარდაცვლილი საკეისრო კვეთისას, რაც უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყველა რეპლიკანტი სტერილურია. ეშინია რა, რომ ამ ინფორმაციის გაჟონვით ადამიანები და რეპლიკანტები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, უფროსი, ლეიტენანტი ჯოში კეის უბრძანებს, გაანადგუროს აღნიშნული რეპლიკანტის ყველა კვალი, ისევე, როგორც გადარჩენილი ბავშვი.

კეი თავდაპირველად ეწვევა Wallace Corporation-ის შტაბ-ბინას, სადაც დაადგენს, რომ გარდაცვლილი იყო რეიჩელი, ელდონ ტაირელის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული რეპლიკანტი. იგი აგრეთვე შეიტყობს, რომ რეიჩელს ჰქონდა რომანტიკული კავშირი რიკ დეკარდთან. Wallace Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნიანდერ უოლესი, ცდილობს დაადგინოს რეპლიკანტების გამრავლების საიდუმლო, რათა ხელი შეუწყოს უცხო პლანეტების კოლონიზაციას. ამ მიზნით იგი რეპლიკანტ ლავს აგზავნის რეიჩელის ნარჩენების ლაბორატორიიდან მოსაპარავად და მისი ბავშვის საპოვნელად.

ბრუნდება რა ნორტონის ფერმაში, კეი დაადგენს რეიჩელის გარდაცვალების თარიღს და ახსენდება, რომ იგი ამოტვიფრული იყო მისი ბავშვობის სათამაშოზე – ხის ცენზე. ჯოი თვლის, რომ ეს დამთხვევა არის მტკიცებულება, რომ კეი დაიბადა და არა შეიქმნა, როგორც სხვა რეპლიკანტები, რომლებიც ატარებენ ჩანერგილ მოგონებებს. რეიჩელის გარდაცვალების წლის ჩანაწერებში ნახსენებია ამ დღეს დაბადებული ტყუპები, ერთმანეთის მსგავსი დნმ-ით, სქესობრივი ქრომოსომის გამოკლებით. თუმცა, მითითებულია, რომ მხოლოდ ბიჭი გადარჩა. კეი ამ ბავშვს ეძებს დანგრეულ სან-დიეგოში, მაგრამ მისი დაბადების წლის ჩანაწერები მთლიანად გამქრალია. ამასთან, იგი იხსენებს, რომ თავად ცხოვრობდა ამ თავშესაფარში და პოულობს ხის ცხენს, რომელიც ბავშვობის პერიოდში დამალა.

კეი პოულობს დოქტორ ანა სტელინს, რეპლიკანტების მოგონებების წამყვან დიზაინერს, რომელიც უდასტურებს, რომ მოგონებები თავშესაფარის შესახებ ნამდვილია. ამიტომ კეი თავს რეიჩელის შვილად ჩათვლის. ლოს-ანჯელესში იგი ვერ გადის რეპლიკანტური ბუნების ტრადიციულ შემოწმებას, მაგრამ თავს იმით იმართლებს, რომ ემოციური იყო, ვინაიდან ბავშვი ვერ იპოვა. ჯოში აძლევს 48 საათს, რის შემდეგაც იგი უნდა გათიშონ. შეიტყობს რა, თუ რა აღმოაჩინა კეიმ, ჯოი თვლის, რომ იგი განსაკუთრებულია და ჰქვია „ჯო“. კეი ემზადება გასაქცევად და ჯოი, უკანასკნელის თხოვნით, მობილურ გადამცემში გადაჰყავს. იგი იკვლევს ხის ცხენს და პოულობს რადიაციის ნიშნებს, რასაც იგი მიჰყავს დანგრეულ ლავ-ვეგასში. იქ კეი პოულობს დეკარდს, რომელიც უამბობს, რომ რეიჩელის შვილის მამაა და ჩანაწერები სპეციალურად გაანადგურა, რათა ბავშვი დაეცვა.

ლავი და მისი თანაშემწეები კლავენ ჯოშის და პოულობენ დეკარდს და კეის. ისინი იტაცებენ რიკს, ანადგურებენ ჯოის და ტოვებენ დაჭრილ კეის, რომელსაც გადაარჩენენ ამბოხებული რეპლიკანტები. მათი ლიდერი ფრეისა ამცნობს კეის, რომ რეიჩელის შვილი გოგონა იყო. რათა აღკვეთონ უოლესის მიერ ამ გოგონას პოვნა ან რეპლიკანტების ბაზის აღმოჩენა, ფრეისა კეის უბრძანებს, გაანადგუროს დეკარდი. ამასობაში რიკს ესაუბრება უოლესი, რომელიც შესთავაზებს რეიჩელის კლონს, თუმცა დეკარდი დახმარებაზე უარს ეუბნება და ნიანდერი ლავს უბრძანებს, გაიყვანოს რიკი შორეულ გარემოში, სადაც, მისი წამებით, ინფორმაციას მიიღებს.

კეი ბრუნდება ლოს-ანჯელესში და გადაწყვიტავს, იპოვოს დეკარდი და შეახვედროს შვილს. იგი დაედევნება უოლესის სპინერებს და კლავს ლავს, თუმცა თავად სასიკვდილოდ დაჭრილია. დეკარდის რეპლიკანტებისგან და უოლესისგან დასაცავად იგი გაათამაშებს რიკის დაღუპვას, შემდეგ კი იგი სტელინთან მიჰყავს, ხვდება რა, რომ სწორედ ანა არის მისი შვილი. რიკი და რეპლიკანტი ერთმანეთს ემშვიდობებიან. კეი დამწუხრებულია, რომ მისი საუკეთესო მოგონებები სტელინს ეკუთვნის. იგი, დაჭრილი, მშვიდად კვდება, ხოლო დეკარდი ფრთხილად შედის შენობაში და სტელინს უახლოვდება.[13]

ანა დე არმასი აგრეთვე განასახიერებს „ჯოის“ ხაზის სხვადასხვა ჰოლოგრამას. სელი ჰარმსენი ჩნდება რეპლიკანტის როლში - მას ნიანდერ უოლესი ლავის თვალწინ კლავს. საარქივო კადრები შონ იანგის მონაწილეობით გამოყენებულია რეიჩელის წარსულის საჩვენებლად.[14] გარდა ამისა, იანგის მსგავსება მიღწეულია ციფრული ტექნოლოგიით - მსახიობ ლორენ პეტასთან მუშაობდა თავად იანგი, რომელიც მითითებებს აძლევდა. მას რეიჩელის მსგავსი კოსტიუმი ჩააცვეს, ხოლო სახე მოგვიანებით დაამუშავეს, თვალების გარდა (შონ იანგს თავად აქვს ყავისფერი, ხოლო ვოიტის-კამპფის ტესტის დროს, ორიგინალურ ფილმში, ჩანს მწვანე ფერის თვალები). რეპლიკანტის ხმა აღდგენილია ახალგაზრდა იანგის მსგავსი ხმის მქონე მსახიობის დახმარებით.[15]

წარმოება

რედაქტირება

შემუშავება

რედაქტირება
 
რეჟისორი დენი ვილნევი (მარცხნივ) მსახიობთა გუნდთან ერთად 2017 წლის San Diego Comic-Con-ზე.

2011 წლის 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ Warner Bros.-ის მიერ მხარდაჭერილი კომპანია Alcon Entertainment „საბოლოო მოლაპარაკებებს მართავდა 1982 წლის აღსანიშნავი სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერ „სამართებელზე მორბენალის“ კინო, სატელევიზიო და დაკავშირებული ნაწარმის ფრენჩაიზის წარმოების შესახებ“[16]. რეჟისორის სახით პროექტზე სურდათ კრისტოფერ ნოლანი.[17]

2011 წლის 18 აგვისტოს ახალი „სამართებელზე მორბენალის“ რეჟისორად გამოცხადაა რიდლი სკოტი, თუმცა მუშაობა სულ მცირე, 2013 წლამდე არ დაწყებულა. პროდიუსერი ენდრიუ კოსოვი ამბობდა, რომ პროექტში ჰარისონ ფორდის დაბრუნება ნაკლებად სავარაუდო იყო.[18][19] სკოტი ამბობდა, რომ ფილმი „უნდა ყოფილიყო გაგრძელება“, მაგრამ წინა ნაწილის მსახიობების გარეშე, და იმას, რომ სულ მალე იპოვნიდა სცენარისტს, რომელიც დაეხმარებოდა მუშაობისას.[20] 2012 წლის 6 თებერვალს კოსოვმა განაცხადა: „არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ჰარისონ ფორდთან მოლაპარაკებები გავმართეთ...ფილმის მსახიობთა შერჩევა ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის“.[21] როდესაც 2012 წლის ოქტომბერში სკოტს ჰკითხეს გაგრძელების შესახებ, მან თქვა: „ჭორი არ არის, ნამდვილად ვმუშაობთ. ჰარისონ ფორდთან? ჯერ არ ვიცი. ძალიან დაბერდა? ის ხომ ნექსუს-6 იყო, ამიტომ არ ვიცით, რამდენ ხანს შეუძლია, იცოცხლოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.“[22]

2014 წლის ნოემბერში სკოტმა განაცხადა, რომ იქნებოდა არა ფილმის რეჟისორი, არამედ პროდიუსერი. გადაღება უნდა დაეწყოთ 2014 წლის ბოლოს ან 2015-ში. ფორდის შესახებ ცნობილი გახდა, რომ იგი გაგრძელების „მესამე მოქმედებაში“ გამოჩნდებოდა.[23] 2015 წლის 26 თებერვალს გაგრძელება ოფიციალურად დადასტურდა, ხოლო რეჟისორის ადგილი დაიკავა დენი ვილნევმა. ცნობილი გახდა, რომ ფორდი დაბრუნდებოდა დეკარდის როლში, ისევე, როგორც ორიგინალური ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი, ჰემპტონ ფენჩერი. გამოსვლა დაიგეგმა 2016 წლის შუა პერიოდისთვის.[24]

წარმოების წინა პერიოდი

რედაქტირება

2015 წლის 16 აპრილს დაიწყო მოლაპარაკებები რაიან გოსლინგთან, მთავარი როლის შესრულების შესახებ.[25] 2015 წლის ნოემბერში მან დაადასტურა, რომ მონაწილეობდა მსახიობთა შერჩევაშიმ. მან ახსენა, რომ ვილნევმა და ოპერატორმა როჯერ დიკინსმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის გადაწყვეტილებაში[26]. 2016 წლის 20 მაისს დიკინსი ოფიციალურად გახდა დამდგმელი ოპერატორი.[27] გადაღებები დაიწყო ივლისში. Warner Bros. გახდა ფილმის აშშ-ში დისტრიბუტორი, ხოლო Sony Pictures Releasing – სხვა ქვეყნებში.[28] 2016 წლის 18 თებერვალს დაინიშნა პრემიერის ოფიციალური თარიღი - 2018 წლის 12 იანვარი.[29]

2016 წლის 31 მარტს დაიწყო მოლაპარაკებები რობინ რაიტთან[30], ხოლო 2 აპრილს დეივ ბატისტამ გამოაქვეყნა თავისი ფოტო, რომელზეც ეკავა ორიგამის სტილის ცხენი, რაც მიუთითებდა ფილმში განსახიერებულ როლზე.[31] 4 აპრილს დადასტურდა, რომ ორივე მსახიობი ფილმში მონაწილეობდა და გადაღები იწყებოდა ივლისში.[32] 2016 წლის აპრილში ფილმის პრემიერის თარიღმა გადაიწია 2017 წლის 6 ოქტომბერს[33]. სამსახიობთა გუნდს დაემატნენ ანა დე არმასი და სილვია ჰუკსი.[34][35] კარლა იური შემადგენლობას დაემატა 2016 წლის აპრილში.[36] ივნისში როლებზე შერჩევა გაიარეს მაკკენზი დეივისმა და ბარხად აბდიმ.[37][38], ხოლო ივლისში მათ შეუერთდნენ დევიდ დასტმალჩიანი, ჰიამ აბასი და ლენი ჯეიმზი.[39][40] ჯარედ ლეტო მიიღეს აგვისტოში. ვილნევს თავდაპირველად დაგეგმილი ჰქონდა ფილმში დევიდ ბოუის მონაწილეობაც, თუმცა მუსიკოსი წარმოების დაწყებამდე გარდაიცვალა.[41][42] 2017 წლის მარტში ედვარდ ჯეიმზ ოლმოსმა დაადასტურა, რომ ფილმში ასრულებდა ორიგინალურ პერსონაჟს, გაფს.[43]

2015 წელს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ინტერვიუს დროს ვილნევმა აღნიშნა, რომ სიუჟეტში ორაზროვნად იქნებოდა ხაზგასმული დეკარდის ადამიანური და რეპლიკანტური წარმოშობის ფაქტორები.[44] მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ფილმის მოქმედება მიმდინარეობს ორიგინალურ ნამუშევარში აღწერილიდან ათწლეულების შემდეგ. მისი მოვლენები ლოს-ანჯელესში ვითარდება, ხოლო დედამიწის ატმოსფერო განსხვავებულია. „ჰავა შეშლილია – ოკეანეც, წვიმაც, თოვლიც ტოქსიკურია.“[45] ცნობილი გახდა ისიც, რომ რიდლი სკოტი იქნებოდა ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი.[45]

გადაღება

რედაქტირება

ფილმის ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის ივლისიდან ნოემბრამდე, ძირითადად სტუდიებში Korda და Origo, ბუდაპეშტში (უნგრეთი).[46] კაზინოს სცენები გადაიღეს ბუდაპეშტის ძველი ბირჟის ტერიტორიაზე.[47][48]

2016 წლის 25 აპრილს Origo-ში დაიღუპა სამშენებლო გუნდის წევრი.[49]

წარმოების შემდგომი ეტაპი

რედაქტირება

Warner Bros.-მა 2016 წლის ოქტომბერში გამოაცხადა ფილმის ოფიციალური სახელწოდება.[50] მონტაჟი დაიწყო დეკემბერში, ლოს-ანჯელესში. იგეგმებოდა, რომ ფილმს მიენიჭებოდა R-რეიტინგი.[51] 2017 წლის San Diego Comic-Con-ზე ვილნევმა განაცხადა, რომ მომავალი ფილმის ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით ორნახევარ საათს.[52]

საუნდტრეკი

რედაქტირება
Blade Runner 2049: Original Motion Picture Soundtrack
კინომუსიკა
გამოცემის თარიღი 5 ოქტომბერი, 2017 (2017-10-05)
ლეიბლი Epic
პროდიუსერი
  • ჰანს ციმერი
  • ბენჯამინ უოლფიში
ჰანს ციმერი — ქრონოლოგია
Dunkirk: Original Motion Picture Soundtrack
(2017)
Blade Runner 2049: Original Motion Picture Soundtrack
(2017)
ბენჯამინ უოლფიში — ქრონოლოგია
It: Original Motion Picture Soundtrack
(2017)
Blade Runner 2049: Original Motion Picture Soundtrack
(2017)

თავდაპირველად ფილმის პირველი ტრეილერის მუსიკა უნდა ემუშავა რეპერ El-P-ს, მაგრამ მის ვერსიაზე უარი თქვეს.[53] იოჰან იოჰანსონი, რომელიც ვილნევთან მანამდე მუშაობდა ფილმების „პატიმრები“, „მკვლელი“ და „ჩამოსვლა“ მუსიკაზე, თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც მომავალი ფილმის კომპოზიტორი.[54] მიუხედავად ამისა, ვილნევმა და იოჰანსონმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ თანამშრომლობა, ვინაიდან დენი თვლიდა, რომ ფილმს „სჭირდებოდა რაღაც განსხვავებული და მე მჭირდებოდა ვანგელისის ორიგინალურ საუნდტრეკთან დაბრუნება.“[55] 2017 წლის ივლისში პროექტს შეუერთდნენ ახალი კომპოზიტორები, ჰანს ციმერი და ბენჯამინ უოლფიში. სექტემბერში იოჰანსონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი აღარ მონაწილეობდა პროექტში და კონტაქტით აკრძალული ჰქონდა რამე განმარტებების გაკეთება.[56]

Epic Records-ის თანახმად, ციმერმა და უოლფიშმა სცადეს ორიგინალური ფილმის მუსიკის განწყობის შენარჩუნება ანალოგური სინთეზატორ Yamaha CS-80-ის გამოყენებით. ციმერი: „პირველ რიგში, მივხვდი, რომ დენი რეჟისორია, რომელსაც საკუთარი ხედვა და ხმა აქვს. გახსოვდეთ, რომ რიდლი სკოტთან ბევრი ფილმი შემიქმნია. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილი დამოუკიდებელი ნამუშევარი. გულახდილები ვიყოთ. რიდლისთან მუშაობა, როგორც ვანგელისთან, რთულია. როდესაც ბენი [უოლფიში] ოთხი წლის იყო, ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი მქონდა. გადავხედეთ ფილმს და როგორც კი დასრულდა, გადაწყდა, როგორ პალიტრას გამოვიყენებდით. გადაწყდა, რომ მუსიკა არ იქნებოდა ორკესტრული. თავად ამბავმა მიგვანიშნა.“[57]

ოფიციალური საუნდტრეკული ალბომი გამოვიდა 2017 წლის 5 ოქტომბერს.[58][59] ფიზიკური ორდისკიანი ვერსია გამოვიდა Epic Records-ზე, 2017 წლის 27 ოქტომბერს. CD ვერსია ორი სახით არის წარმოდგენილი და ყოველი მათგანის ტირაჟი 2049-ს შეადგენს. ორივე ტირაჟი ხელით არის დანომრილი 1-დან 2049-მდე, მაგრამ ორივეს ახლავს ერთმანეთისგან განსხვავებული გარეკანი.[60]

2017 წლის 25 ოქტომბერს აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ 15 ოქტომბერს გამოვიდოდა ორგრამფირფიტიანი გამოცემა.[61] მისი ტირაჟი შეადგენდა 2500 დანომრილ ასლს, 180 გრამიანი ფირფიტების სახით.[62]. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ცნობილი იყო, თითქოს გამოცემაში შევიდოდა 24 კომპოზიცია, საიტებზე გამოქვეყნებულ ანონსში მითითებული იყო 20, ხოლო ფრენკ სინატრას და ელვის პრესლის სიმღერები ამოღებული იყო.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — ჰანს ციმერი და ბენჯამინ უოლფიში, გარდა მითითებულისა.

შენიშვნა: (*) აღნიშნავს სიმღერებს, რომლებიც არ არის შესული 2 გრამფირფიტიან გამოცემაში.

ჩარტი (2017) უმაღლესი
პოზიცია
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[63] 55
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[64] 69
კანადის ალბომები (ბილბორდი)[65] 59
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[66] 160
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[67] 43
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[68] 63
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[69] 64
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[70] 43
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[71] 53
აშშ-ის საუნდტრეკული ალბომები (ბილბორდი)[72] 2

შესაძლო გაგრძელება

რედაქტირება

2015 წლის სექტემბერში რიდლი სკოტმა გამოხატა ინტერესი დამატებითი ფილმებისადმი.[73] ოქტომბერში ვილნევმა განაცხადა, რომ მესამე ფილმი შეიქმნებოდა, თუკი „2049“ წარმატებული იქნებოდა. ჰემპტონ ფენჩერი, ორივე ფილმის სცენარისტი, ამბობდა, რომ განიხილავდა რიკ დეკარდის სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ვარიანტს და ფორდი დაბრუნდებოდა, თუკი სცენარი მოეწონებოდა.[74]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Johnnie Walker Releases Whisky of the Future, Inspired By Blade Runner 2049 (September 25, 2017). ციტირების თარიღი: September 26, 2017.
  2. D'Alessandro, Anthony; Tartaglione, Nancy. ‘Blade Runner 2049’ Poised To Fly Around The World With Estimated $100M Bow. Deadline (October 4, 2017). ციტირების თარიღი: October 23, 2017.
  3. McNary, Dave. (January 25, 2016) ‘Blade Runner’ Sequel: Sony Takes International Rights. Variety. ციტირების თარიღი: October 23, 2017.
  4. BLADE RUNNER 2049 (September 25, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2017. ციტირების თარიღი: October 5, 2017.
  5. ‘Blade Runner 2049’ Kicks Off October Box Office as Clear Favorite. TheWrap (October 7, 2017).
  6. 'Blade Runner 2049' Tracking for $40M-Plus U.S. Debut. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2017.
  7. 7.0 7.1 Blade Runner 2049 (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-21. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2017.
  8. Egner, Jeremy (September 8, 2017). 'Blade Runner 2049': Harrison Ford, Ryan Gosling and the Creators Discuss the Sci-Fi Sequel and Rehash Old Arguments“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 9, 2017.
  9. Lynch, John. (September 28, 2017) The first reviews of 'Blade Runner 2049' are calling it a 'sci-fi masterpiece'. ციტირების თარიღი: September 29, 2017.
  10. Bradshaw, Peter. (September 29, 2017) Blade Runner 2049 review – a gigantic spectacle of pure hallucinatory craziness. ციტირების თარიღი: September 29, 2017.
  11. Impeccably cool 'Blade Runner 2049' is a ravishing visual feast: EW review (September 29, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 19, 2017. ციტირების თარიღი: September 29, 2017.
  12. Kohn, Eric (September 29, 2017). „Blade Runner 2049 review – Denis Villeneuve's Neo-Noir Sequel Is Mind-Blowing Sci-Fi Storytelling“. Indiewire. ციტირების თარიღი: September 29, 2017.
  13. ვილკომერსონი, სარა. Blade Runner 2049 screenwriter Michael Green answers our burning questions. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2018. ციტირების თარიღი: October 9, 2017.
  14. სემონი, პოლ მ., Future Noir Revised & Updated Edition: The Making of Blade Runner, 2017 წლის გამოცემა
  15. Rougeau, Michael. (October 9, 2017) How Blade Runner 2049 Resurrected That Character From The Original. ციტირების თარიღი: October 10, 2017.
  16. Anders, Charlie Jane (March 4, 2011), "Blade Runner Sequel (or Prequel) in Development Now", io9, https://io9.gizmodo.com/5774950/a-warner-bros-financed-production-company-buying-the-rights-to-do-a-blade-runner-sequel-or-prequel. წაკითხვის თარიღი: July 27, 2011 დაარქივებული June 15, 2016[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  17. Orange, B. Alan (March 4, 2011), Christopher Nolan Wanted for Blade Runner Sequel or Prequel, MovieWeb.com, http://www.movieweb.com/news/christopher-nolan-wanted-for-blade-runner-sequel-or-prequel. წაკითხვის თარიღი: May 15, 2011 დაარქივებული November 4, 2013[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 2, 2017.
  18. Fleming, Mike (August 18, 2011), Ridley Scott To Direct New 'Blade Runner' Installment For Alcon Entertainment, deadline.com, http://www.deadline.com/2011/08/ridley-scott-ready-to-direct-new-version-of-seminal-sci-fi-film-blade-runner/. წაკითხვის თარიღი: August 19, 2011
  19. Ridley Scott to direct new Blade Runner film, BBC, August 19, 2011, http://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-14586762. წაკითხვის თარიღი: August 19, 2011
  20. Chai, Barbara (November 4, 2011), Ridley Scott Says He'll Direct 'Blade Runner' Sequel, Speakeasy, https://blogs.wsj.com/speakeasy/2011/11/04/ridley-scott-says-he%E2%80%99ll-direct-%E2%80%98blade-runner%E2%80%99-sequel/. წაკითხვის თარიღი: November 6, 2011
  21. Vejvoda, Jim (February 6, 2012), Harrison Ford in Blade Runner 2?, ign.com, http://uk.ign.com/articles/2012/02/07/harrison-ford-in-blade-runner-2. წაკითხვის თარიღი: February 6, 2012
  22. Sullivan, Kevin P.. (October 12, 2012) Ridley Scott Gives 'Prometheus 2' And 'Blade Runner 2' Updates. MTV Movies Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 29, 2013. ციტირების თარიღი: October 13, 2012.
  23. Ridley Scott won't direct 'Blade Runner' sequel. Vox Media, Inc (November 25, 2014). ციტირების თარიღი: November 26, 2014.
  24. Joseph, Matt. (2015)Blade Runner Sequel Confirmed, Harrison Ford To Return. We Got This Covered.
  25. Fleming Jr, Mike. (April 16, 2015) Ryan Gosling To Star In 'Blade Runner' Sequel. Deadline. ციტირების თარიღი: April 16, 2015.
  26. Goldberg, Matt. (November 16, 2015) Ryan Gosling Confirms He's in 'Blade Runner 2'; Talks Shane Black's 'The Nice Guys'. Collider. ციტირების თარიღი: November 16, 2015.
  27. Geier, Thom. (May 20, 2015) 'Blade Runner' Sequel Hires Roger Deakins as Cinematographer. The Wrap. ციტირების თარიღი: May 20, 2015.
  28. Jagernauth, Kevin. (January 25, 2016) Denis Villeneuve's 'Blade Runner 2' Starring Ryan Gosling & Harrison Ford Officially Starts Filming in July. Indiewire. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 9, 2016. ციტირების თარიღი: January 25, 2016.
  29. D'Alessandro, Anthony. (February 18, 2016) 'Blade Runner' Sequel To Blast Off on MLK Weekend 2018. Deadline. ციტირების თარიღი: February 18, 2016.
  30. Kit, Borys. (March 31, 2016) Robin Wright in Final Talks to Join Harrison Ford in 'Blade Runner' Sequel. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: March 31, 2016.
  31. Anderson, Ethan. (April 2, 2016) Dave Bautista Likely Bringing Some Muscle to 'Blade Runner 2'. Slash Film. ციტირების თარიღი: April 2, 2016.
  32. Pedersen, Erik. (April 4, 2016) Dave Bautista Joins 'Blade Runner' Sequel. Deadline. ციტირების თარიღი: April 4, 2016.
  33. Kroll, Justin. (April 20, 2016) 'Blade Runner' Sequel Moves to October 2017. Variety. ციტირების თარიღი: April 20, 2016.
  34. Kroll, Justin. (April 21, 2016) 'Blade Runner 2' Casts 'Knock Knock' Star Ana De Armas. The Wrap. ციტირების თარიღი: April 22, 2016.
  35. Galuppo, Mia. (April 26, 2016) Dutch Actress Sylvia Hoeks Joins Cast of 'Blade Runner'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: April 26, 2016.
  36. McNary, Dave. (April 26, 2016) 'Blade Runner' Sequel Casts 'Wetlands' Star Carla Juri. Variety. ციტირების თარიღი: April 26, 2016.
  37. Kit, Borys. (June 7, 2016) 'Martian' Actress Mackenzie Davis Joins 'Blade Runner' Sequel (Exclusive). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 7, 2016.
  38. Pedersen, Erik. (June 28, 2016) 'Blade Runner' Sequel Adds 'Captain Phillips' Co-Star Barkhad Abdi. Deadline. ციტირების თარიღი: June 28, 2016.
  39. McNary, Dave. (July 13, 2016) 'Blade Runner' Sequel Adds Two New Cast Members. ციტირების თარიღი: October 6, 2016.
  40. Hipes, Patrick. (July 26, 2016) 'Walking Dead's Lennie James Cast In 'Blade Runner's Sequel. Deadline.com. ციტირების თარიღი: October 6, 2016.
  41. Kroll, Justin. (August 18, 2016) Jared Leto Joins 'Blade Runner' Sequel. ციტირების თარიღი: October 6, 2016.
  42. Sharf, Zack. (September 26, 2017) 'Blade Runner 2049': David Bowie Was Denis Villeneuve's First Choice to Play the Villain. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: September 27, 2017.
  43. McMillan, Graeme. (March 14, 2017) Edward James Olmos Returning For 'Blade Runner 2049'. ციტირების თარიღი: March 14, 2017.
  44. [[#CITEREF|]]
  45. 45.0 45.1 Vilkomerson, Sara. (July 15, 2016) Blade Runner sequel concept art: See a first look. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2016. ციტირების თარიღი: October 6, 2016.
  46. Foutch, Haleigh. (January 25, 2016) 'Blade Runner 2' Officially Starts Filming This July. Collider.com. ციტირების თარიღი: October 6, 2016.
  47. The new 'Blade Runner 2049' trailer features a Budapest landmark | WeLoveBudapest EN (May 10, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 24, 2017. ციტირების თარიღი: October 23, 2017.
  48. Blade Runner 2049 filmed in Budapest studios | KFTV News. ციტირების თარიღი: October 23, 2017.
  49. Buncombe, Andrew. (August 26, 2016) 'Blade Runner 2': Construction worker killed after set collapses in Hungary. ციტირების თარიღი: October 6, 2016.
  50. Olsen, Mark. (October 6, 2016) The 'Blade Runner' sequel finally has a title – 'Blade Runner 2049' – but what does it mean?. ციტირების თარიღი: October 6, 2016.
  51. Grater, Tom. (December 21, 2016) 'Blade Runner 2049' will be R-rated, confirms Denis Villeneuve. Screendaily.com.
  52. 'Blade Runner 2049' Runtime Revealed by Denis Villeneuve (July 21, 2017). ციტირების თარიღი: July 26, 2017.
  53. „Listen to El-P's 'rejected' Blade Runner 2049 score“. The Independent. September 25, 2017. ციტირების თარიღი: October 7, 2017.
  54. Jon Blistein. (October 3, 2017) 'Blade Runner 2049' Soundtrack Features Hans Zimmer, Elvis Presley. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 15, 2017. ციტირების თარიღი: October 12, 2017
  55. William Mullally. (September 28, 2017) Villeneuve reveals why he wanted David Bowie in Blade Runner 2049. Al Arabiya. ციტირების თარიღი: October 12, 2017
  56. Icelandic Film Composer No Longer Attached To Blade Runner Sequel. icelandreview.com. ციტირების თარიღი: September 8, 2017
  57. BLADE RUNNER 2049 ORIGINAL MOTION PICTURE SOUNDTRACK OUT OCTOBER 5. Epic Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2017. ციტირების თარიღი: October 29, 2017.
  58. Noah Yoo, Matthew Strauss. (October 3, 2017) Blade Runner 2049 Soundtrack Detailed, Jóhann Jóhannsson Exit Explained. Pitchfork. ციტირების თარიღი: October 12, 2017
  59. Blade Runner 2049 (Original Motion Picture Soundtrack) (October 5, 2017). ციტირების თარიღი: October 5, 2017.
  60. Shop the Blade Runner 2049 Official Store (October 7, 2017). ციტირების თარიღი: October 7, 2017.
  61. Gabriela Helfet. (October 25, 2017) Blade Runner 2049 original soundtrack released on limited 2xLP. The Vinyl Factory. ციტირების თარიღი: November 5, 2017.
  62. Brock Thiessen (October 25, 2017). „'Blade Runner 2049' Soundtrack Gets Limited Vinyl Release“. Exclaim!. http://exclaim.ca/film/article/blade_runner_2049_soundtrack_gets_vinyl_release. წაკითხვის თარიღი: November 5, 2017.
  63. "Soundtrack / Hans Zimmer / Benjamin Wallfisch – Blade Runner 2049" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien.
  64. "Soundtrack / Hans Zimmer / Benjamin Wallfisch – Blade Runner 2049" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
  65. „Hans Zimmer ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard.
  66. "Soundtrack / Hans Zimmer / Benjamin Wallfisch – Blade Runner 2049". Lescharts.com. Hung Medien.
  67. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 30, 2017.
  68. "Soundtrack / Hans Zimmer / Benjamin Wallfisch – Blade Runner 2049". Spanishcharts.com. Hung Medien.
  69. "Soundtrack / Hans Zimmer / Benjamin Wallfisch – Blade Runner 2049". Swisscharts.com. Hung Medien.
  70. "20171019 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
  71. „Hans Zimmer ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard.
  72. "Illegal name entered Soundtrack Albums Hans Zimmer ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუნდტრეკული ალბომები - Hans Zimmer. Prometheus Global Media.
  73. Ridley Scott on Bringing The Martian to Life and How He's Reviving Blade Runner. Yahoo! Movies (September 15, 2015). ციტირების თარიღი: October 7, 2017.
  74. Wakeman, Gregory. (October 6, 2017) Will there be a ‘Blade Runner 3’? The cast and crew give us the inside scoop. Metro. ციტირების თარიღი: October 7, 2017.