ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? (ინგლ. Do Androids Dream of Electric Sheep?) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ კინდრედ დიკის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის რომანი. პირველად იგი 1968 წელს, გამომცემლობა Doubleday-მ გამოსცა.

„ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“
Do Androids Dream of Electric Sheep?

ორიგინალური გარეკანი
ავტორი ფილიპ კინდრედ დიკი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი რომანი
გამომცემელი Doubleday
გამოცემის თარიღი 1968
მთარგმნელი გურამ ღონღაძე
ქართულად გამოიცა 2015
oclc 34818133
მომდევნო Blade Runner 2: The Edge of Human

ნაწარმოები ქართულ ენაზე პირველად 2015 წელს, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“-მ გამოსცა. ქართული თარგმანის ავტორი გურამ ღონღაძეა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება მომავალში ხდება. მესამე მსოფლიო ომი უკვე მომხდარია. ადამიანებმა დაიწყეს მიგრაცია მარსზე. დედამიწაზე მხოლოდ მათი მცირე ნაწილია დარჩენილი. ტექნიკა უკვე იმდენადაა განვითარებული, რომ ადამიანებს აქვთ „განწყობის მოდულატორი“ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დადგნენ სასურველ ხასიათზე, შინაური ცხოველების აბსოლუტური უმეტესობა ელექტრონულია. მოქმედება სან-ფრანცისკოში ხდება. ნაწარმოების მთავარი გმირია რიკ დეკარდი, რომელიც დასდევს ადამიანის მაგვარ რობოტ ანდროიდებს და კლავს (წყობიდან გამოყავს) მათ. ანდროიდები ადამიანებისთვის დიდი საფრთხის შემცვლელნი არიან, მაგრამ ამავდროულად, მათი ჩვეულებრივი ადამიანისგან გარჩევა ძალიან რთულია. ერთადერთი რაც მათ განასხვავებს არის თანაგრძნობის უნარი, რაც ანდროიდებს არ შეუძლიათ.

რიკ დეკარდს ჰყავს ელექტრონული ცხვარი და ოცნებობს, რომ ნამდვილი ცხოველიც ჰყავდეს, მაგრამ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ იგი რამდენიმე ანდროიდის წყობიდან გამოყვანას მოახერხებს, ის დააგროვებს ნამდვილი ცხოველის შესაძენ ფულს. მისი მთავარი კონკურენტი ყველაზე გამოცდილი ანდროიდებზე მონადირე დეივ ჰოლდენია, მაგრამ დეივს ანდროიდი დაჭრის, მას საავადმყოფოში აწვევენ და ვეღარ ახერხებს ანდროიდების მოკვლას. ეს შემთხვევა რიკისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ წყობიდან გამოიყვანოს სან-ფრანცისკოში მყოფი ანდროიდიები და აიხდინოს უცნება, თუმცა ეს მრავალ სიძნელესთან ასოცირდება.

1982 წელს, რეჟისორმა რიდლი სკოტმა გადაიღო ფილმი „სამართებელზე მორბენალი“, რომელიც ფილიპ დიკის რომანის ერთ ნაწილს ეფუძნებოდა. შემდგომ რამდენიმე გამოცემაში, „სამართებელზე მორბენალი“ ნაწარმოების სათაურადაც გამოიყენეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება