ფილიპ კინდრედ დიკი

ამერიკელი მწერალი
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 26 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ფილიპ კინდრედ დიკი (ინგლ. Philip Kindred Dick; დ. 16 მარტი, 1928 — გ. 2 მარტი, 1982) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი. მისი შემოქმედება 44 რომანსა და 121 მოთხრობას მოიცავს, რომელმა უმრავლესობა მწერლის სიცოცხლის მანძილზე სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ჟურნალებში გამოქვეყნდა. თავის წიგნებში დიკი იკვლევდა ისეთ ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, როგორიცაა რეალობის ბუნება და იდენტობა, მის ნაშრომებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებსაც დაპირისპირება უწევთ ისეთ ჟანრულ ელემენტებთან, როგორებიცაა მონოპოლისტი კორპორაციები, ალტერნატიული სამყაროები, ავტორიტარული მთავრობები, ნარკომოხმარება და ცნობიერების სახეცვლილი მდგომარეობა.[18] ავტორი ასევე დაინტერესებული იყო მეტაფიზიკური და თეოლოგიური თემებით. რეალობის, იდენტობის, ნარკოტიკული დამოკიდებულების, შიზოფრენიის და ტრანსცენდენტალური გამოცდილების შესახებ წერისას ფილიპ დიკი ხშირად იყენებდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

ფილიპ კინდრედ დიკი
ინგლ. Philip K. Dick
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1928(1928-12-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ჩიკაგო[10]
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 1982(1982-03-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] (53 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანტა-ანა[10]
დასაფლავებულია Riverside Cemetery[11]
ფსევდონიმი Richard Phillipps და Jack Dowland
საქმიანობა რომანისტი, ესეისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ფილოსოფოსი და მწერალი[9]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ბერკლის უმაღლესი სკოლა და კალიფორნიის უნივერსიტეტი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა და ფანტასტიკა
Magnum opus უბიკი, ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?, კაცი მაღალ კოშკში, ბუნდოვნად, სკანერში, იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა, ვალისის ტრილოგია, Eye in the Sky და Dr. Bloodmoney, or How We Got Along After the Bomb
ჯილდოები ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჯონ კემბელის მემორიალური ჯილდო საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური რომანისთვის, BSFA-ის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის[12] , Q130795294?[13] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის, კურდ ლასვიცის ჯილდო საუკეთესო უცხოური ნაწარმოებისთვის, Tähtivaeltaja Award და სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი
მეუღლე Jeanette Marlin[14] , Kleo Mini[15] , Anne R. Dick[16] [17] , Nancy Hackett და Tessa B. Dick
შვილ(ებ)ი ისა დიკ ჰეკეტი, Laura Leslie და Christopher Dick
ხელმოწერა

ფილიპ დიკი დაიბადა ჩიკაგოში. მოგვიანებით გადავიდა კალიფორნიაში, სადაც შეუდგა სამეცნიერო ფანტასტიკური ნაშრომების გამოცემას 1950-იანებში. 1962 წელს გამოსცა ალტერნატიული ისტორიის ჟანრის რომანი „კაცი მაღალ კოშკში“, რომელშიც მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეებმა წააგეს და მსოფლიოს ნაცისტური გერმანია და იმპერიალისტური იაპონია მართავენ. ეს ფილიპ დიკის ერთადერთი რომანია, რისთვისაც გადაეცა ჰიუგოს პრემია. 2015 წელს რომანის მიხედვით „ამაზონ პრაიმმა“ სატელევიზიო შოუ შექმნა.[19]

1965 წელს გამოსცა რომანი „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, რომელსაც გამოკვეთილი რელიგიური თემატიკა ახასიათებს. რომანის მოქმედება XXI საუკუნეში ვითარდება, სადაც გაეროს წინამძღოლობით კაცობრიობამ მზის სისტემის კოლონიზირება მოახდინა. კოლონიებში ცხოვრება რთულია, კოლონისტთა უმეტესობა დედამიწას საკუთარი ნებით არ ტოვებს. მათთვის ცხოვრების შესამსუბუქებლად იქმნება სპეციალური ნარკოტიკი, რომელიც მიმღებს დედამიწაზე, იდეალური ცხოვრების ჰალუცინაციას რამდენიმე წუთით უქმნის. 1965 წელს რომანი ნებულას ჯილდოზე იყო წარდგენილი.[20]

1968 წელს გამოქვეყნდა რომანი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“, რომელიც მოგვითხრობს ანდროიდებზე მონადირის ისტორიას. მოვლენები მომაკვდავ დედამიწაზე ვითარდება, სადაც თითქმის ყველა ცხოველი ამოწყდა, რამდენიმე დარჩენილი კი მდიდრებისთვის სტატუსის მაჩვენებლად იქცა. დედამიწაზე დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობას სხვა პლანეტებზე გადასახლების საშუალებაც არ აქვთ. ფილიპ დიკის ამ რომანის მიხედვით რიდლკი სკოტმა საკულტო სამეცნიერო ფატნასტიკური ფილმი „სამართებელზე მორბენალი“ (1982) გადაიღო.

დიკს საერთო ჯამში გამოცემული აქვს 44 რომანი და 121 მოთხრობა, რომელთა უმეტესობა გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟურნალებში.[21] მისი რომანების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის: „სამართებელზე მორბენალი“ (1982), „განსხვავებული აზრი“ (2002), „ბუნდოვნად, სკანერში“ (2006), „რეალობის შემცვლელნი“ (2011) და სხვა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Precious Artifacts : A Philip K. Dick Bibliography, United States of America and United Kingdom Editions, 1955 – 2012. Compiled by Henri Wintz and David Hyde. (Wide Books 2012). www.wide-books.com
  • Precious Artifacts 2: A Philip K. Dick Bibliography, The Short Stories, United States, United Kingdom and Oceania, 1952 – 2014. Compiled by Henri Wintz and David Hyde (Wide Books 2014). www.wide-books.com

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. 8.0 8.1 Babelio — 2007.
  9. 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118678175 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Find a Grave — 1996.
  12. https://bsfa.co.uk/bsfa-awards/
  13. https://www.noosfere.org/livres/prix.asp?numprix=23
  14. http://strangehorizons.com/non-fiction/columns/phil-and-jack/
  15. http://www.dickien.fr/dossiers/annemini/interview_anne_mini_dick.html
  16. (not translated to en-us) The Search for Philip K. Dick — 1995.
  17. https://tachyonpublications.com/goodbye-to-the-influential-anne-r-dick/
  18. O'Reilly, Seamus. Just because you're paranoid ... Philip K Dick's troubled life. ციტირების თარიღი: January 24, 2020
  19. https://www.theguardian.com/tv-and-radio/2015/nov/20/the-man-in-the-high-castle
  20. 1965 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-09-27.
  21. Kimbell, Keith. Ranked: Movies Based on Philip K. Dick Stories. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-08. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2013