პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა

პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა — ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის , 1965 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი. წარდგენილი იყო ნებულას პრემიაზე.[1] რომანი დიკის პირველი ნაშრომია, რომელიც რელიგიურ თემებს იკვლევს.

„პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“

ავტორი ფილიპ კინდრედ დიკი
ენა ამერიკული ინგლისური
გამოცემის თარიღი 1965

წიგნში მოქმედება მომავლის 2016 წელს მიმდინარეობს, როცა კაცობრიობამ მზის სისტემაში საცხოვრებლად გამოსადეგი ყველა პლანეტა და მთვარე დაიპყრო. დედამიწიდან დაშორებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებისთვის კოლონისტები იღებენ არალეგალურ ჰალუცინოგენს Can-D , რომელაც კორპორაციის ლიდერი ლეო ბულერო საიდუმლოდ ავრცელებს. დაძაბულობას ზრდის ჭორები მკვლევარი პალმერ ელდრიჩის შესახებ, იგი ექსპედიციიდან ახალი უცხოპლანეტური ჰალუცინოგენით დაბრუნდა, რომელიც Can-D-ის გაუწევს კონკურენციას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1965 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-09-27