რაიან გოსლინგი
რაიან ტომას გოსლინგი (დ. 1980 წლის 12 ნოემბერს) — კანადელი მსახიობი და მუსიკოსი. მისი კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, იმ დროისათვის იგი მიკი მაუსის კლუბში იღებდა მონაწილეობას, დისნის არხზე. (1993–1995) . შემდეგ გამოჩნდა ისეთ გასართობ პროგრამებში, როგორიცაა: Are You Afraid of the Dark? (1995) and Goosebumps (1996). მისი პირველი მთავარი როლი ფილმში ფანატიკოსი (2001) იყო ებრაელი ნეო- ნაცისტი. მალევე იგი გახდა რამდენიმე ფილმის მთავარი ვარსკვლავი, მათ შორისაა მკვლელობა ნომრებით Murder by Numbers(2002), სასაკლაოების წესი The Slaughter Rule (2002), და The United States of Leland (2003).
რაიან გოსლინგი | |
---|---|
![]() | |
მშობლიური სახელი | რაიან ტომას გოსლინგი |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი, 1980 ლონდონი, ონტარიო, კანადა |
საქმიანობა | მსახიობი, მუსიკოსი |
გოსლინგმა ფართო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც მთავარი გმირის, ნარკომანი მასწავლებლის როლი შეასრულა, რომანტიკული ჟანრის ფილმში ნოუთბუქი (2004). ის წარდგენილ იქნა გრემის ნომინაციაზეც, როგორც საუკეთესო მსახიობი , მას შემდეგ ითამაშა ღატაკი მარტოხელას როლი ლარსსა და ნამდვილ გოგოებში.