სამართებელზე მორბენალი (საუნდტრეკი)
ფილმ „სამართებელზე მორბენალის“ მუსიკა დაიწერა კომპოზიტორ ვანგელისის მიერ. იგი ძირითადად არის კლასიკური კომპოზიციის და სინთეზატორების ბნელი, მელოდიური შერწყმა, რომელიც ეხმაურება ფილმის რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ წარმოდგენილ ნუარულ მომავალს. ფილმის ოფიციალური საუნდტრეკი არ გამოცემულა 1994 წლამდე, თუმცა მანამდე მუსიკა წარდგენილი იყო BAFTA-ს და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე საუკეთესო კინომუსიკის კატეგორიებში. ამჟამად საუნდტრეკს ელექტრონული მუსიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
სამართებელზე მორბენალი | ||||
---|---|---|---|---|
ფილმის მუსიკა — | ||||
გამოცემის თარიღი | 1994 | |||
ჩაიწერა | დეკემბერი 1981–აპრილი 1982 | |||
სტუდია | Nemo Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | საუნდტრეკი, ელექტრონული მუსიკა, ემბიენტი | |||
ხანგრძლივობა | 57:39 | |||
ლეიბლი |
EMI Atlantic Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | ვანგელისი | |||
ვანგელისი — ქრონოლოგია | ||||
|
შეყოვნებების და უხარისხო გამოცემების გამო წლების განმავლობაში ამ საუნდტრეკის ბუტლეგური ვერსიები ვრცელდებოდა. სამეცნიერო ფანტასტიკური კონფერენციების ფარგლებში 1982 წელს ერთ-ერთი ასეთი გამოჩნდა და პოპულარობით სარგებლობდა. 1993 წელს Off World Music, Ltd-ს მიერ შეიქმნა ბუტლეგური CD, რომელიც 1994 წლის გამოცემაზე უფრო სრულყოფილი იყო. ბოქს-სეტი სამი CD-ით, რომელშიც ფილმის სრული ანთოლოგია მოხვდა, 2007 წელს გამოვიდა. ამ ვერსიაში, რომელსაც Blade Runner Trilogy ეწოდება, პირველ დისკზე წარმოდგენილია იგივე კომპოზიციები, რაც 1994 წლის გამოცემაში. მეორე დისკი შეიცავს გამოუცემელ და გამოუყენებელ მუსიკას, ხოლო მესამე მთლიანად ახალი ჩანაწერებისგან შედგება, რომლებიც, ვანგელისის თქმით, ფილმით შთაგონებულია და მის განწყობას შეიცავენ.
გამოცემები
რედაქტირებათავდაპირველი გამოცემები
რედაქტირებასამართებელზე მორბენალი | |
---|---|
ფილმის მუსიკა — | |
გამოცემის თარიღი | 1982 |
ხანგრძლივობა | 33:38 |
ლეიბლი | Full Moon |
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
საუნდტრეკის პირველი ოფიციალური გამოცემა წარმოადგენს ახალი ამერიკული ორკესტრის მიერ ჩაწერილ ინტერპრეტაციებს. აქ არის ფილმში შეტანილია ზოგიერთი კომპოზიციის ჯაზური, ორკესტრული ვერსიები.
ამ გამოცემაში მოხვდა „Memories of Green“, რომელიც აგრეთვე შეტანილია ვანგელისის 1980 წლის ალბომში See You Later.[2]
ახალი ამერიკული ორკესტრი |
---|
1. Love Theme (4:12) |
2. Main Title (5:01) |
3. One More Kiss, Dear (4:00) |
4. Memories of Green (4:50) |
5. End Title (4:17) |
6. Blade Runner Blues (4:38) |
7. Farewell (3:10) |
8. End Title Reprise (3:08) |
საერთო ხანგრძლივობა: 33:16 |
1989 წელს ვანგელისმა გამოუშვა კომპილაციური Themes, რომელშიც შევიდა მის მიერ რამდენიმე საუნდტრეკისთვის შექმნილი გამოუყენებელი ნომრები, ისევე, როგორც მუსიკა სხვა ალბომებიდან. აქ პირველად არის ოფიციალურად წარმოდგენილი "End Titles", "Memories of Green" და "Love Theme".
ვანგელისის ოფიციალური ჩანაწერი
რედაქტირება1994 წლის გამოცემა
რედაქტირებამიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [3] |
Filmtracks | [4] |
NME | 9/10[5] |
Q | [6] |
Sputnikmusic | [7] |
1994 წელს ვანგელისის მიერ შექმნილი საუნდტრეკის ოფიციალური ვერსია გამოიცა ბრიტანეთში East West-ის (Warner Music), ხოლო აშშ-ში – Atlantic Records-ის მიერ. ბრიტანეთის ჩარტში ალბომმა #20 პოზიციამდე მიაღწია.[8] 2013 წელს მან „ბილბორდის“ გრამფირფიტების ჩარტში #14 ადგილი დაიკავა.[9] ჩანაწერს მიმოხილვებში უწოდებდნენ „შთამბეჭდავს და იდუმალს“[10] „დაუჯერებელს და სრულყოფილს“,[11] „ატმოსფერულს“,[12] და „სინთეზატორული საუნდტრეკების მწვერვალს“.[13]
ამ გამოცემას ახლავს 12 გვერდიანი ბუკლეტი, რომელიც ძირითადად შედგება ფილმის კადრებისგან. მესამე გვერდზე წარმოდგენილია ვანგელისის ანოტაცია:
- ალბომში შეტანილი მუსიკის დიდი ნაწილი წარმოიშვა 1982 წელს ლონდონში ჩაწერილიდან, როდესაც „სამართებელზე მორბენალის“ მუსიკაზე ვმუშაობდი. ვინაიდან იმ დროს ამის გამოცემა შეუძლებელი იყო, მოხარული ვარ, რომ ახლა შესაძლებელი გახდა. ზოგიერთი კომპოზიცია თქვენთვის უკვე ნაცნობია ფილმის საუნდტრეკიდან, მაგრამ სხვები აქ პირველად არის წარმოდგენილი. რიდლი სკოტის ენერგიული და ატმოსფერული სურათების გადახედვა კვლავ სტიმულს მმატებს, როგორც უწინ და ამ დღეს ამ მუსიკის კვლავ თავმოყრა სასიამოვნო მოვლენად აქცია.. (ვანგელისი, ათენი, აპრილი, 1994)[14]
მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიციების ნაწილი ჟღერს ფილმში, ნაწილი შეიქმნა ვანგელისის მიერ, მაგრამ ფილმში არ მოხვედრილა. ფილმში შეტანილია სხვა კომპოზიციები ამ ალბომში არ შესულა.
ვანგელისის ოფიციალური ჩანაწერი |
---|
1. Main Titles (3:42) |
2. Blush Response (5:47) |
3. Wait for Me (5:27) |
4. Rachel's Song (4:46) |
5. Love Theme (4:56) |
6. One More Kiss, Dear (3:58) |
7. Blade Runner Blues (8:53) |
8. Memories of Green (5:05) |
9. Tales of the Future (4:46) |
10. Damask Rose (2:32) |
11. Blade Runner (End Titles) (4:40) |
12. Tears in Rain (3:00) |
საერთო ხანგრძლივობა: 57:53 |
2007 წლის გამოცემა
რედაქტირება- 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა
Blade Runner Trilogy, 25th Anniversary | ||||
---|---|---|---|---|
ფილმის მუსიკა — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 დეკემბერი, 2007 | |||
ხანგრძლივობა | 149:38 | |||
ლეიბლი | Universal Records | |||
პროდიუსერი | ვანგელისი | |||
ვანგელისი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [15] |
BBC Music | დადებითი[16] |
Filmtracks | [4] |
Pitchfork | [17] |
Soundtrack.Net | [18] |
2007 წელს, ფილმის 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემის პარალელურად გამოვიდა სამდისკიანი ალბომი. მასში შეტანილია 1994 წლის ორიგინალური გამოცემა და დამატებითი დისკები - გამოუყენებელი მასალით და მუსიკით, რომელიც განწყობით ახლოს არის ფილმის გარემოსთან.
25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა, დისკი 2 | 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა, დისკი 3 |
---|---|
1. Longing (1:58) | 1. Launch Approval (1:54) |
2. Unveiled Twinkling Space (1:59) | 2. Up and Running (3:09) |
3. Dr. Tyrell's Owl (2:40) | 3. Mail from India (3:27) |
4. At Mr. Chew's (4:47) | 4. BR Downtown (2:27) |
5. Leo's Room (sic) (2:21)[19] | 5. Dimitri's Bar (3:52) |
6. One Alone (დამატება) (2:23) | 6. Sweet Solitude (6:56) |
7. Deckard and Roy's Duel (6:16) | 7. No Expectation Boulevard (6:44) |
8. Dr. Tyrell's Death (3:11) | 8. Vadavarot (4:14) |
9. Desolation Path (დამატება) (5:45) | 9. Perfume Exotico (5:19) |
10. Empty Streets (6:16) | 10. Spotkanie z matką (5:09) |
11. Mechanical Dolls (2:52) | 11. Piano in an Empty Room (3:37) |
12. Fading Away (3:32) | 12. Keep Asking (1:29) |
საერთო ხანგრძლივობა: (43:17) | საერთო ხანგრძლივობა: (48:14) |
მიუხედავად იმისა, რომ მითითებულია, თითქოს ეს არის „სრული“ საუნდტრეკი, გამოცემაში არ მოხვდა რამდენიმე მუსიკალური თემა ფილმიდან (თანმიმდევრობის მიხედვით):
- უფრო ხანგრძლივი „Main Titles“, პროლოგით.
- თემა, რომელიც ჟღერს დასაწყისში, სცენაში, რომელშიც ლეონს ამოწმებენ ვოიტის-კამპფის მოწყობილობით.
- თემა, რომელიც ჟღერს რეიჩელის და დეკარდის პირველი შეხვედრისას (დაწყებული ბუს გამოჩენით)
- უფრო ხანგრძლივი „Blade Runner Blues“
- თემა, რომელიც ჟღერს დეკარდის სიზმრის სცენაში - ცხენის გამოჩენამდე, გამოჩენის და შემდგომშიც (1992 და 2007 წლების გამოშვებები)
- თემა, რომელიც ჟღერს დეკარდის სიზმრის სცენაში (1984 წლის ამერიკული გამოშვება), სინამდვილეში – „Love Theme“-ის ალტერნატიული ვერსია.
- თემა, რომელიც ჟღერს დეკარდის და გველიანი პერსონაჟის შეხვედრისას
- სრული თემა, რომელიც ჟღერს „Love Theme“-ამდე (მას Esper-ის გამოცემაში ეწოდება „I Am the Business“)
- სრული თემა, რომელიც ჟღერს ბეტის ჯ. ფ. სებასტიანის ბინაში გამოჩენისას („Morning at the Bradbury“ Esper-ის გამოცემაში)
- არ არის შეტანილია პრელუდია „The Prodigal Son Brings Death“
- თემა, რომელიც ჟღერს დეკარდის ბრედბერის შენობაში შესვლის და კიბეზე ასვლისას
- უფრო ხანგრძლივი „Deckard and Roy's Duel“ („Dangerous Days“-ის და „Wounded Animals“-ის შემოკლებული ვერსია)
- უფრო ხანგრძლივი „End Titles“
მეორე დისკზე, რომელზეც წარმოდგენილია მანამდე გამოუცემელი მუსიკა, შეტანილია ორი დამატებითი კომპოზიცია, რომელთა შორის ერთ-ერთი, „Desolation Path“, არის „Alternate Love Theme/I Dreamt Music“-ის ალტერნატიული ვერსია.[20] ნომერი თავდაპირველად გამოიყენეს ფილმის სამუშაო ვერსიაში, დეკარდის და რეიჩელის სასიყვარულო სცენის ეპიზოდში.
ინსტრუმენტები და მეთოდები
რედაქტირებავანგელისმა ფილმისთვის მუსიკა ჩაწერა საკუთარ სტუდიაში, Nemo Studios, 1982 წელს. სპეციალური ატმოსფერული ხმოვანი ლანდშაფტების მისაღებად მან გამოიყენა მრავალი თანამედროვე ელექტრონული ინსტრუმენტი. სტუდიაში იგი უყურებდა მომავალი ფილმის ნაწყვეტებს, შემდეგ კი ეკრანზე გამოსახულებასთან სინქრონულად იმპროვიზაციებს ასრულებდა.[21] ხმოვანი ეფექტების ჩასაწერად იგი იყენებდა სინთეზატორებს, რომლებზეც ქმნიდა დიეგეტურ და არადიეგეტურ ხმებს. ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა Yamaha CS-80, რომელიც ჟღერს შესავალში და შემდგომში ფილმის სხვა ეპიზოდებში. სხვა სინთეზატორებს შორის არის Roland-ის ოთხი სინთეზატორი: ProMars, Jupiter-4, დასარტყმელი საკრავების სინთეზატორი CR-5000 და VP-330 Vocoder Plus; აგრეთვე Sequential Circuits Prophet-10,[22], Yamaha GS1 FM და სემპლერი E-mu Emulator. აგრეთვე გამოიყენებოდა Steinway-ს როიალი, Yamaha-ს ელექტრონული როიალი CP-80 და შეცვლილი Fender Rhodes. ვანგელისი, ამასთან ერთად, იყენებდა მრავალ ხალხურ ინსტრუმენტს - გამელანს, გლოკენშპილს, გონგს, დოლს, ტიმპანის და მილისებრ ზარებს.[23]
ბუტლეგები
რედაქტირებაიმის გამო, რომ ფილმის ოფიციალური საუნდტრეკი წლების განმავლობაში არ გამოცემულა, ვრცელდებოდა მისი ბუტლეგური ვერსიები. 1982 წელს სამეცნიერო ფანტასტიკურ კონვენციებზე გამოჩნდა ერთ-ერთი ასეთი ბუტლეგური კასეტა, რომელმაც პოპულარობა შეიძინა. 1993 წელს Off World Music, Ltd.-მ გამოუშვა ბუტლეგური CD, რომელიც ვანგელისის 1994 წლის ოფიციალურ ალბომზე უფრო მეტად ვრცელი იყო. Gongo Music-ის დისკზე წარმოდგენილია თითქმის იგივე მასალა, თუმცა ასევე – უფრო მეტი რაოდენობით. Deck-ის ვერსია გამოვიდა 2001 წელს და შეიცავს 27 კომპოზიციას. 2002 წელს გამოვიდა Esper-ის გამოცემა, ასევე ბუტლეგი. მას 2003 წელს მოჰყვა კიდევ ერთი, Los Angeles, November 2019. Esper-ის ორდისკიან ვარიანტში გაერთიანებულია როგორც ოფიციალური გამოცემის ჩანაწერები, ასევე Gongo-ს ბუტლეგი და თავად ფილმის კომპოზიციები. საბოლოოდ, გამოვიდა ერთდისკიანი ბუტლეგი 2019, რომელშიც შევიდა ფილმის ემბიენტური ფონი, რასაც ახლდა ხმები Westwood-ის ვიდეო თამაშიდან.
სტუდიური ფირი
რედაქტირება„სამართებელზე მორბენალის“ პირველი ბუტლეგური გამოცემის წყარო სავარაუდოდ იყო ხმის ინჟინერი. ეს ვერსია ფილმის ხმის მონტაჟის პერიორიდან მომდინარეობს. მიუხედავად არც თუ კარგი ხარისხისა, იგი დამაკმაყოფილებელი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვანგელისის ალბომი ჯერ შორს იყო.[24]
ბუტლეგური ფირი (1982) | |
---|---|
მხარე A | მხარე B |
1. Los Angeles, November 2019 (1:46) | 9. Tales of the Future (4:46) |
2. Leon's Interrogation (1:12) | 10. Dangerous Days (1:02) |
3. Lift-Off (1:10) | 11. Wounded Animals (10:58) |
4. Deckard Meets Rachael (1:29) | 12. Tears in Rain (2:41) |
5. One More Kiss, Dear (4:00) | 13. End Titles (7:24) |
6. Blade Runner Blues (10:19) | |
7. Love Theme (4:57) | |
8. The Prodigal Son Brings Death (3:35) | |
საერთო ხანგრძლივობა: (55:19) |
Off World Music
რედაქტირებამეორე ბუტლეგი Original Motion Picture Soundtrack: Blade Runner გამოვიდა 1993 წელს Off World Music, Ltd.-ზე, CD-ზე. ხარისხი ამ გამოცემაში უფრო მაღალია, ხოლო მასალა უფრო ვრცელია, ვიდრე ვანგელისის 1994 წლის ვერსიაში. აქ შეტანილია The Ink Spots-ის 1939 წლის „If I Didn't Care“, რომელიც ფილმის სამუშაო ვერსიაში ჟღერს, თუმცა საბოლოო ვარიანტში ჩანაცვლებულია დონ პერსივალის „One More Kiss, Dear“-ით.[25]
Off World Music-ის ბუტლეგი |
---|
1. Ladd Company Logo (0:24) ჯონ უილიამსი |
2. Main Titles and Prologue (4:03) |
3. Los Angeles, November 2019 (1:46) |
4. Deckard Meets Rachael (1:29) |
5. Bicycle Riders (2:05) გეილ ლოუტონი |
6. Memories of Green (5:39) |
7. Blade Runner Blues (10:19) |
8. Deckard's Dream (1:12) |
9. On the Trail of Nexus 6 (5:30) |
10. If I Didn't Care (3:03) ჯეკ ლოურენსი |
11. Love Theme (4:57) |
12. The Prodigal Son Brings Death (3:35) |
13. Dangerous Days (1:02) |
14. Wounded Animals (10:58) |
15. Tears in Rain (2:41) |
16. End Titles (7:24) |
17. One More Kiss Dear (4:00) პიტერ სკელერნი და ვანგელისი |
18. Trailer and Alternate Main Titles (1:39) რობერტ რენდლზი |
საერთო ხანგრძლივობა: 72:42 |
Gongo Music
რედაქტირება1995 წელს რუმინულმა Gongo Music, Ltd-მ 3000 ასლის სახით გამოუშვა ბუტლეგი. მასში შეტანილია თითქმის იგივე მასალა, რაც Off World Music-ის ვარიანტში, მაგრამ დამატებული მანამდე გამოუცემელი Blimpvert. ამ კომპოზიციაში ჟღერს Ensemble Nipponia-ს „Ogi no Mato“-ს ნაწყვეტი.[26]
Gongo Music-ის ბუტლეგი |
---|
1. Tema de Semnatura a Companiei Ladd (Ladd Company Logo) (0:25) |
2. Titlurile si Prologurile Principale (Main Titles and Prologue) (3:58) |
3. Los Angeles, Noiembrie, 2019 (Los Angeles, November 2019) (1:46) |
4. Intalnirea lui Deckard cu Rachel (Deckard Meets Rachael) (1:28) |
5. Ciclisti (Bicycle Riders) (2:12) |
6. Amintirile Verdelui (Memories of Green) (5:40) |
7. Tristetile lui Blade Runner (Blade Runner Blues) (10:20) |
8. Visul lui Deckard (Deckard's Dream) (1:13) |
9. La Procesul lui Nexus 6 (On the Trail of Nexus 6) (5:28) |
10. Inca un Sarut, Draga (One More Kiss, Dear) (4:02) |
11. Tema Iubirii (Love Theme) (4:59) |
12. Fiul Multiubit Aduce Moartea (The Prodigal Son Brings Death) (3:34) |
13. Blimpvert (Blimp Advertisements) (2:52) |
14. Zile Periculoase (Dangerous Days) (1:03) |
15. Animale Ranite (Wounded Animals) (10:59) |
16. Lacrimi in Ploaie (Tears in Rain) (2:43) |
17. Titlurile de Sfirsit (End Titles) (7:56) |
საერთო ხანგრძლივობა: 70:17 |
Deck-ის გამოცემა
რედაქტირება2001 წელს იაპონურმა Deck Art-მა შეზღუდული რაოდენობით (500 ცალი) გამოუშვა ბუტლეგი ხარისხიანი ჟღერადობით. კომპოზიციების სია ამ გამოცემას არ ახლავს, მაგრამ მასში შეტანილია წინა ბუტლეგების მასალა, ისევე, როგორც მუსიკა, რომელიც მათში არ მოხვედრილა.[27]
Esper-ის გამოცემა
რედაქტირება2002 წელს 10 ასლის ოდენობით გამოვიდა Esper Productions-ის ბუტლეგი Blade Runner: Esper Edition. ეს არის საუნდტრეკის საკმაოდ ვრცელი ვერსია, რომელშიც აგრეთვე მოხვდა ფილმში უკანა ფონზე წარმოდგენილი კომპოზიციები – მანამდე გამოუცემელი.[28]
Esper-ის ბუტლეგი | |
---|---|
დისკი 1 | დისკი 2 |
1. Prologue and Main Titles (3:54) | 1. Deckard's Dream (1:10) |
2. Leon's Voight Kampff Test (1:09) | 2. Thinking of Rachael (1:18) |
3. Sushi Bar – Damask Rose (2:46) | 3. Esper Analysis (2:34) |
4. Spinner Ascent (1:21) | 4. Animoid Row (2:34) |
5. Blush Response (5:43) | 5. Taffey Lewis Night Club (2:02) |
6. Wait for Me (5:12) | 6. Salome's Dance (1:23) |
7. Deckard Meets Rachael (1:36) | 7. Zhora's Retirement (1:42) |
8. Rachael's Song (4:20) | 8. I Am the Business (2:29) |
9. Tales of the Future (4:53) | 9. Love Theme (4:58) |
10. Bicycle Riders (2:10) | 10. I Dreamt Music (4:32) |
11. Chew's Eye Lab (1:15) | 11. Morning at the Bradbury (3:46) |
12. Memories of Green (5:35) | 12. The Prodigal Son Brings Death (4:07) |
13. Blade Runner Blues (10:01) | 13. Deckard Enters the Bradbury (3:37) |
14. Pris Meets J.F. Sebastian (1:47) | 14. Dangerous Days (0:57) |
15. One More Kiss, Dear (4:04) | 15. Wounded Animals (10:53) |
16. Tears in Rain (2:51) | |
17. Rachael Sleeps (2:08) | |
18. End Titles (4:06) | |
დისკი 1 - საერთო ხანგრძლივობა: 55:46 | დისკი 2 - საერთო ხანგრძლივობა: 57:07 |
Esper-ის გამოცემის შენიშვნები
- ორიგინალური მუსიკის კომპოზიტორი და შემსრულებელია ვანგელისი
- „Harps of the Ancient Temples“ (Bicycle Riders) – ავტორი გეილ ლოუტონი
- ვოკალები კომპოზიციებში 3, 9 (დისკი I) და 5 (დისკი II) – დემის რუსოსი
- ვოკალი „Rachael's Song“-ში – მერი ჰოპკინი
- საქსოფონი კომპოზიციებში 2 და 9 (დისკი II) – დიკ მორისი
- ტექსტი და ვოკალი სიმღერაში „One More Kiss‚ Dear“ – დონ პერსივალი (შენიშვნა: 1994 წლის ოფიციალურ გამოცემაში მითითებულია, რომ ვოკალს ასრულებს პერსივალი, მაგრამ ტექსტის ავტორად მითითებულია პიტერ სკელერნი)
- „Salome's Dance“-ში შეტანილია ნაწყვეტი, რომელიც შემდგომში ჯგუფმა Orchestral Manoeuvres in the Dark გამოიყენა სიმღერაში „Junk Culture“, ამავე სახელწოდების ალბომიდან (1994).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საუნდტრეკი საიტზე NemoStudios.co.uk – სინთეზატორის მომართვა, მუსიკის ჩაწერა და ფოტოსურათები სტუდიიდან
- Bladezone.com – საუნდტრეკის მიმოხილვა
- ბუტლეგური ვერსიები
- 29 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა Discogs-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ედერი, ბრიუს. (2011)Blade Runner (Not O.S.T.) - New American Orchestra | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 20 August 2011.
- ↑ Julian Cope presents Head Heritage. Julian Cope presents Head Heritage.
- ↑ Johnson, Zac. (2011)Blade Runner - Vangelis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 20 August 2011.
- ↑ 4.0 4.1 კლემენსენი, კრისტიან. (27 September 2009) Blade Runner: (Vangelis). Filmtracks. ციტირების თარიღი: 19 March 2017.
- ↑ NME, 6/11/1994, გვ.32
- ↑ Q, აგვისტო 1994, გვ.130
- ↑ ocelot-05. (January 15, 2006) Vangelis - Blade Runner Soundtrack. sputnikmusic.com. ციტირების თარიღი: August 21, 2016.
- ↑ Vangelis (select "Albums" tab). Official Charts Company.
- ↑ Vangelis chart results. Billboard. ციტირების თარიღი: August 24, 2016[მკვდარი ბმული]
- ↑ RA: Vivid LIVE: Vangelis - Music From Blade Runner at Sydney Opera House, Sydney (2013). Resident Advisor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-02. ციტირების თარიღი: 2017-10-28.
- ↑ The Music Writers Collective. The Music Writers Collective.
- ↑ Alan McGee. Massive Attack, Vangelis and other replicants. The Guardian.
- ↑ Si Truss. 9 incredible synth film soundtracks. MusicRadar.
- ↑ ვანგელისი (1994). სამართებელზე მორბენალის საუნდტრეკი (ანოტაციები). Warner Music UK.
- ↑ იურეკი, ტომ. (2011)Blade Runner Trilogy - Vangelis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 31 December 2011.
- ↑ BBC Music review
- ↑ მაიკ ორმი. (7 February 2008) Blade Runner Trilogy: 25th Anniversary. Pitchfork. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2013. ციტირების თარიღი: 20 August 2016.
- ↑ კორანი, დევიდ. (30 January 2008) Blade Runner Trilogy: 25th Anniversary Soundtrack. Soundtrack.Net. ციტირების თარიღი: 19 March 2017.
- ↑ მეორე დისკის მეხუთე კომპოზიცია შეცდომით არის მითითებული, როგორც "Leo's Room".
- ↑ Yahoo Groups/Blade Runner Soundtrack. yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-11. ციტირების თარიღი: 2017-10-29.
- ↑ http://www.nemostudios.co.uk/nemo/sections/br/br02.htm
- ↑ Landmark Productions: Vangelis - Blade Runner Soundtrack. MusicTech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2017-10-29.
- ↑ Vangelis scoring Blade Runner. nemostudios.co.uk.
- ↑ სემონი, პოლ (1996). მომავლის ნუარი: სამართებელზე მორბენალის შექმნა. ლონდონი: Orion Media. ISBN 0-7528-0739-0.
- ↑ Blade Runner Rarities, Off World Music.
- ↑ Blade Runner Rarities, Gongo Music.
- ↑ Blade Runner Rarities, Deck Definitive Edition.
- ↑ Blade Runner Rarities, Esper Edition. anunna.net.