საგაზაფხულო კულტურები
საგაზაფხულო კულტურები — ერთწლოვანი მცენარეები, რომლებიც გაზაფხულზე ითესება და მოსავალს იმავე წელს იძლევა. საგაზაფხულო კულტურები უფრო სითბოს მოყვარული მცენარეებია. საგაზაფხულო კულტურებია საგაზაფხულო ხორბალი, ქერი, შვრია, სიმინდი, ბრინჯი და სხვა; პარკოსნები — ლობიო, სოია, ბარდა და სხვა; ზეთოვანი მცენარეები — მზესუმზირა და აბუსალათინი; სართავი მცენარეები — ბამბა, სელი, კანაფი, კენაფი; ძირხვენები — ჭარხალი (შაქრის საკვები), სტაფილო და სხვა; აგრეთვე ბოსტნეული კულტურების უმეტესობა — პამიდორი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი, გოგროვნები და სხვა.
თესვის ვადის მიხედვით საგაზაფხულო კულტურები იყოფა საადრეო (ხორბალი, ქერი, შვრია, ჭარხალი, მზესუმზირა და სხვა) და საგვიანო (სიმინდი, ლობიო, სოია, გოგროვნები და სხვა) კულტურებად. 1980 წელს საქართველოში საგაზაფხულო კულტურებს 360 ათ. ჰა-ზე მეტი ფართობი ეკავათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბადრიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 609.