ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რუთენია (/rˈθniə/; ლათ. Ruthenia ან ლათ. Rutenia) — ეგზონიმი, რომელიც თავდაპირველად შუა საუკუნეების ლათინურში გამოიყენებოდა რამდენიმე აღმოსავლეთ სლავური და მართლმადიდებლური რეგიონის აღსანიშვნად, უმეტესად ეწოდებოდა თანამედროვე რუსეთის მიწებს (ძველი აღმოსავლეთ სლავური: Рѹ́сьскаѧ землѧ; ძვ. ბერძნ. Ῥωσία; ლათ. Rusia, Russia, Ruscia, Ruzzia).[1][2] ადრეულ თანამედროვე პერიოდში ტერმინმა ასევე შეიძინა რამდენიმე სპეციფიკური მნიშვნელობა.[3]

რუთენური ლომი, რომელიც გამოიყენებოდა რუთენიის გერბის წარმომადგენლად მე-15 საუკუნეში კონსტანციის საბჭოს დროს.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა რუთენია წარმოიშვა, როგორც ლათინური აღნიშვნა იმ რეგიონისთვის, რომლის ხალხი თავდაპირველად საკუთარ თავს რუსებს უწოდებდა. შუა საუკუნეებში მწერლები ინგლისურ და დასავლეთ ევროპის სხვა ენებზე ხმარობდნენ ტერმინს აღმოსავლეთ სლავებით დასახლებულ მიწებზე საუბრისას. თავად რუსეთს XVII საუკუნის ბოლომდე უწოდებდნენ დიდ რუთენიას ან თეთრ რუთენიას. რუსეთი ან რუთენია ჩნდება 1520 წლის იოჰან ბოემუსის ლათინურ ტრაქტატში „Mores, leges et ritus omnium gentium, per Ioannem Boëmum, Aubanum, Teutonicum ex multis clarissimis rerum scriptoribus collecti“. თავში „De Rusia sive Ruthenia, et newtibus Rusianorum moribus“ („რუსეთის, ანუ რუთენიის და რუსეთის თანამედროვე წეს-ჩვეულებების შესახებ“), ბოემუსი მოგვითხრობს ქვეყანაზე, რომელიც იშლება ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე, მდინარე დონამდე და ჩრდილოეთ ოკეანემდე. ის ცვილის წყაროა, მის ტყეებში ბევრი ცხოველია ძვირფასი ბეწვით, ხოლო დედაქალაქ მოსკოვს (მოსკოვია), ეწოდა მდინარე მოსკოვის სახელი (Moscum amnem). დანიელმა დიპლომატმა იაკობ ულფელდმა, რომელიც 1578 წელს გაემგზავრა რუსეთში ივან IV- სთან შესახვედრად, გამოაქვეყნა მოგონება Hodoeporicon Ruthenicum („მოგზაურობა რუთენიაში“).

ადრეული შუა საუკუნეები

რედაქტირება

ევროპული მანუსკრიპტები XI საუკუნიდან კიევის რუსეთს რუთენიას უწოდებენ. ეს ტერმინი ასევე გამოიყენებოდა რიუგენის კუნძულის სლავებისა[4] და ბალტიელი სლავების დასახასიათებლად, რომლებიც, კიევის რუსეთის გაქრისტიანების მიუხედავად, მაინც წარმართები იყვნენ XII საუკუნეში.[5][6] მონღოლების მიერ რუთენიის დიდი ნაწილის ოკუპაციის შემდეგ დასავლეთ რუთენიის მთავრები შევიდნენ ლიტვის დიდ სამთავროსა და პოლონეთის სამეფოში, რომელებიც შემდეგ პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში გაერთიანდნენ. კიევის რუსეთის პატარა ნაწილი (ტრანსკარპატია, ახლა ზაკარპატიის ოლქი) გახდა უნგრეთის სამეფოს ვასალი XI საუკუნეში.[7]

გვიანი შუა საუკუნეები

რედაქტირება

XV საუკუნისთვის მოსკოვის სამთავრომ (მოსკოვის რუსეთმა) დაამყარა თავისი სუვერენიტეტი ძველი რუთენური ტერიტორიის დიდ ნაწილზე, ნოვგოროდისა და ფსკოვის ჩათვლით, და დაიწყო ბრძოლა ლიტვასთან რუთენიის დანარჩენი მიწების გამო.[8][9] 1547 წელს მოსკოვის მთავარმა, ივანე მრისხანემ, მიიღო მოსკოვის დიდი მთავრისა და სრულიად რუსეთის მეფის ტიტული და მოითხოვა სუვერენიტეტი „სრულიად რუსეთზე“ - აქტი, რომლიც არ ცნო მისმა მეზობელმა, პოლონეთმა.[10] მოსკოვის მოსახლეობა მართლმადიდებელი იყო და ლათუნურ დასახელებას ამჯობინებდნენ ბერძნული სახელ Rossia (Ῥωσία)-ის[11] გამოყენებას.

XIV საუკუნეში ძველი კიევის რუსეთის სამხრეთ ტერიტორიები, გალიჩ-ვოლინისა და კიევის სამთავროების ჩათვლით, ლიტვის დიდი სამთავროს ნაწილი გახდა. 1569 წელს გაერთიანდა პოლონეთი და ლიტვა, შეიქმნა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა. ინისი იყენებდნენ ლათინურ დამწერლობას და ამიტომ პოპულარული გახდა სახელი რუთენია. ამ ტერიტორიებზე გაჩნდა რუთენიის სავოევოდო, რომელმაც იარსება XVIII საუკუნემდე.

ეს ტერიტორიები მოიცავს:

თანამედროვე ეპოქა

რედაქტირება

ტერმინი რუთენია ძველი რუსეთის მიწებზე უფრო მეტხანს შემორჩა, როგორც უკრაინის სახელწოდება. როდესაც ავსტრიის მონარქიამ გალიცია-ლოდომერიის ვასალურ სახელმწიფო პროვინციად აქცია 1772 წელს, ჰაბსბურგის ჩინოვნიკები მიხვდნენ, რომ ადგილობრივი აღმოსავლეთ სლავური ხალხი განსხვავდებოდა როგორც პოლონელებისგან, ასევე რუსებისგან, თუმცა საკუთარ თავს უწოდებდნენ რუსებს. ეს ასე იყო 1918 წელს იმპერიის დაცემამდე.

1880-იან წლებიდან XX საუკუნის პირველ ათწლეულამდე გავრცელდა უკრაინის პოპულარობა და ტერმინი უკრაინა გახდა მცირე რუთენიის შემცვლელი იმპერიის უკრაინელ მოსახლეობაში. დროთა განმავლობაში, ტერმინი რუთენია შემოიფარგლებოდა დღევანდელი უკრაინის დასავლეთ ნაწილებში, (გალიცია/ჰალიჩი, კარპატების რუთენია) ტერიტორია, სადაც უკრაინული ნაციონალიზმი კონკურენციას უწევდა გალიციურ რუსოფილიას.[12] XX საუკუნის დასაწყისისთვის ტერმინმა უკრაინა ძირითადად შეცვალა მცირე რუთენია ამ ქვეყნებში, ხოლო 1920-იანი წლების შუა პერიოდისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინულ დიასპორაშიც.

რუსინი (რუთენიელი) იყო რუსეთის მოსახლეობის ოფიციალური თვითიდენტიფიკაცია პოლონეთში (და ასევე ჩეხოსლოვაკიაში). 1939 წლამდე, ბევრი რუთენიელისა და პოლონელისთვის სიტყვა Ukrainiec (უკრაინელი) ნიშნავდა ნაციონალისტურ მოძრაობაში ჩართულ პიროვნებას.[13]

რუსები, ძველი რუსეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი კულტურული შთამომავლები, ინარჩუნებენ სახელს (russkie) თავიანთი ეთნიკურობის გამო, ხოლო მათი სახელმწიფოს სახელი, რუსეთი, თანდათან შეიცვალა მისი ბერძნული ტრანსლიტერაციით Rossia. რუსეთის მოსახლეობა დომინირებს მოსკოვის ყოფილ ტერიტორიაზე, ვლადიმერის რუსეთის, სმოლენსკის დიდი სამთავროს, ნოვგოროდის რესპუბლიკისა და ფსკოვის რესპუბლიკაში; ისინი ასევე მნიშვნელოვან უმცირესობას წარმოადგენენ უკრაინასა და ბელორუსიაში.

თანამედროვე რუთენია

რედაქტირება
 
კარპატების რუთენიის, ლემკოს რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მიერ პრეტენზიული და კონტროლირებადი ტერიტორიების რუკა 1918 წელს.
 
ავტონომიური სუბკარპატების რუთენია და დამოუკიდებელი კარპატო-უკრაინა 1938–1939 წწ.

1918 წლის შემდეგ სახელწოდება რუთენია შევიწროვდა უნგრეთის სამეფოში და მოიცავდა მხოლოდ კარპატების მთების სამხრეთით მდებარე ტერიტორიას, რომელსაც ასევე უწოდებენ კარპატების რუთენიას (უკრ. карпатська Русь; მუკაჩევოს, უჟჰოროდისა და პრეშოვის ჩათვლით), იგი დასახლებული იყო კარპათო-რუთენიებით, აღმოსავლეთ სლავი მთიელები. მიუხედავად იმისა, რომ გალიციელი რუთენიელები თავს უკრაინელებად თვლიდნენ, კარპათო-რუთენიელები იყვნენ აღმოსავლეთ სლავი ხალხი, რომლებმაც შეინარჩუნეს უძველესი ისტორიული სახელი (Ruthen, სლავური rusyn-ის ლათინური ფორმა). დღეს ტერმინი Rusyn გამოიყენება რუთენიელთა ეთნიკურობისა და ენის აღსაწერად.

კარპატების რუთენია (უნგრ. Kárpátalja) 1000 წელს გახდა ახლად დაარსებული უნგრეთის სამეფოს ნაწილი. 1919 წლის მაისში იგი ნომინალური ავტონომიით შევიდა ჩეხოსლოვაკიაში, როგორც სუბკარპატების რუსეთი. მას შემდეგ რუთენიელი ხალხი დაიყო სამ ორიენტაციად: რუსოფილებად, რომლებიც რუთენებს რუსი ერის ნაწილად თვლიდნენ; უკრაინოფილები, რომლებიც კარპატების მთებში გალიციელების მსგავსად რუთენელებს უკრაინელი ერის ნაწილად თვლიდნენ; და რუთენოფილები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კარპათო-რუთენიელები ცალკე ერი იყვნენ და სურდათ მშობლიური რუსინული ენისა და კულტურის განვითარება. 

1939 წლის 15 მარტს კარპატო-რუთენიის უკრაინოფილმა პრეზიდენტმა, ავჰუსტინ ვოლოშინმა, გამოაცხადა დამოუკიდებლობა, როგორც კარპატო-უკრაინა. იმავე დღეს უნგრეთის სამეფო არმიის რეგულარულმა ჯარებმა დაიკავეს რეგიონი. 1944 წელს საბჭოთა არმიამ დაიკავა ტერიტორია, ხოლო 1945 წელს შეუერთდა უკრაინის სსრ-ს. რუსინები არ იყვნენ ოფიციალურად აღიარებული ეთნიკური ჯგუფი სსრკ-ში, რადგან საბჭოთა მთავრობა მათ უკრაინელებად თვლიდა.

დღეს უკრაინის მთავრობა და ზოგიერთი თანამედროვე უკრაინელი პოლიტიკოსი ამტკიცებენ, რომ რუსინები უკრაინელი ერის ნაწილია. უკრაინის ზაკარპატიის ოლქის მოსახლეობის ნაწილი თავს რუსინებად (რუთენიელებად) მიიჩნევს, თუმცა ისინი კვლავ უკრაინის ეროვნული იდენტობის ნაწილი არიან.

რუსინების უმცირესობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩა აღმოსავლეთ ჩეხოსლოვაკიაში (ახლანდელ სლოვაკეთში). კრიტიკოსების აზრით, რუთენიელები სწრაფად გახდნენ სლოვაკები.[14] 1995 წელს რუთენიული დაწერილი ენა გახდა სტანდარტიზებული.[15]

რუთენიუმი

რედაქტირება

ბალტიელი გერმანელი ნატულარისტი და ქიმიკოსი, კარლ ერნესტ კლაუსი, რუსეთის სამეცნიერო აკადემიის წევრი, დაიბადა 1796 წელს ტარტუში (მაშინდელი ლივონიის გუბერნია, დღევანდელი ესტონეთი) 1844 წელს მან გამოყო რუთენიუმის ელემენტი ურალის მთებში ნაპოვნი ნედლი პლატინუმისგან.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. {{{title}}} (ru). 
  2. A History of Ukraine: The Land and Its Peoples. 
  3. Rurik Dynasty | medieval Russian rulers en. ციტირების თარიღი: 2020-06-12
  4. Ebbo, Herbordus The Life of Otto, Apostle of Pomerania: 1060 – 1139
  5. Paul, Andrew (2015). „The Roxolani from Rügen: Nikolaus Marshalk's chronicle as an example of medieval tradition to associate the Rügen's Slavs with the Slavic Rus“. The Historical Format. 1: 5–30.
  6. (1839) Annales Augustani, გვ. 133. 
  7. Magocsi 1996, p. 385.
  8. Grand Principality of Moscow Britannica
  9. Ivan III Britannica
  10. Dariusz Kupisz, Psków 1581–1582, Warszawa 2006, s. 55–201.
  11. T. Kamusella (16 December 2008). The Politics of Language and Nationalism in Modern Central Europe. Palgrave Macmillan UK, გვ. 164–165. ISBN 978-0-230-58347-4. 
  12. Magocsi 1996.
  13. Robert Potocki, Polityka państwa polskiego wobec zagadnienia ukraińskiego w latach 1930–1939, Lublin 2003, wyd. Instytut Europy Środkowo-Wschodniej, ISBN 83-917615-4-1, s. 45.
  14. The Rusyn Homeland Fund. carpatho-rusyn.org (1998). ციტირების თარიღი: 13 February 2017
  15. Paul Robert Magocsi: A new Slavic language is born, in: Revue des études slaves, Tome 67, fascicule 1, 1995, pp. 238–240.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუთენია“-დან