რობენი (კუნძული)
რობენის კუნძული (აფრ. Robbeneiland, ინგლ. Robben Island) — კუნძული ატლანტის ოკეანეში, მდებარეობს მაგიდის უბეში, შედის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთი კაპლანდის პროვინციაში. ქალაქ კეიპტაუნის სანაპიროდან დაშორებულია 6,9 კმ-ით, ხოლო მატერიკიდან 8 კმ-ით. 2011 წლის აღწერის თანახმად კუნძულზე ცხოვრობს 116 ადამიანი[1].
მშობ. სახელი: აფრ. Robbeneiland, ინგლ. Robben Island | |
---|---|
ციხის ნაგებობები რობენის კუნძულზე. უკანა პლანზე — მაგიდის მთა კუნძულიდან 15 კმ-ში | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 33°48′24″ ს. გ. 18°21′58″ ა. გ. / 33.80667° ს. გ. 18.36611° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 5,18 კმ² |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | |
პროვინცია | დასავლეთი კაპლანდი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 116 (2011) |
კუნძული რობენი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 33°48′24″ ს. გ. 18°21′58″ ა. გ. / 33.80667° ს. გ. 18.36611° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 916 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 916 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კუნძულის მთელი ტერიტორია მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში, იმ მიწის გამოკლებით, რომელზეც დგას ეკლესია.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულს უხეში ოვალის ფორმა გააჩნია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისი სიგრძე 3,3 კმ-ია, სიგანე 1,9 კმ, ხოლო მთლიანი ფართობი 5,18 კმ².[1] კუნძული ბრტყელია და ზღვის დონიდან სულ რამდენიმე მეტრზეა აწეული, რაც უძველესი ეროზიული პროცესების შედეგია. შედგება კამბრიამდელი მეტამორფული კლდეებისგან, რომლებიც მალმსბერის ჯგუფს მიეკუთვნება.
კუნძული ნიადაგი მშრალია, იქ ხარობს მხოლოდ იშვიათი ბუჩქები, მტკნარი წყლის წყაროები არ არსებობს. ეს საუკუნის განმავლობაში აფერხებდა მისი ციხის სახით გამოყენებას. XX საუკუნის პირველ ნახევარში კუნძულზე ცდილობდნენ არტეზიული ჭაბურღილების ბურღვას, მაგრამ დროთა განმავლობაში გრუნტის წყლებში შეღწევა დაიწყო ზღვის წყალმა და ჭაბურღილები გამოუსადეგარი გახდა. 1965 წელს კეიპტაუნიდან ზღვის ფსკერზე გაიყვანეს წყალგაყვანილობა.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაროდესაც 400 წლის წინ კუნძულზე მოვიდნენ ნიდერლანდელები, მასზე მობინადრე ერთადერთი ცხოველები იყვნენ სელაპები და ფრინველები. 1960 წელს კუნძულის ზედამხედველმა აქ დაასახლა სანაპიროს დიუნების ჩვეულებრივი მობინადრე რამდენიმე ანტილოპა და გიგანტური კუ (ან გალაპაგოსის კუ), რომლებიც ამ ადგილებისათვის საერთოდ არ იყო დამახასიათებელი. კუები სავარაუდოდ გალაპაგოსის კუნძულებიდან ან სეიშელის კუნძულებიდან ჩამოიყვანეს და კუნძულზე ჩამოყვანამდე მათ 150 წელზე უფრო მეტი იცხოვრეს კეიპტაუნის ზოოპარკში. უცნობია, ცხოვრობენ თუ არა კუნძულზე ეს ცხოველები დღეს.
ისტორია
რედაქტირებადასახელება ნიდერლანდური ენიდან ითარგმნება, როგორც «სელაპის კუნძული»; როდესღაც სელაპები დიდი რაოდენობით ბინადრობდნენ ახლომდებარე წყლებში.
რობენის კუნძული პირველად დასახლდა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, როდესაც ზღვის დონე გაცილებით დაბალი იყო და კუნძული შეერთებული იყო მატერიკთან. უკანასკნელი გამყინვარების დროს ყინულების გადნობამ გამოიწვია ზღვის დონის აწევა და კუნძულის ირგვლივ მყოფი ტერიტორია დაფარა ოკეანის წყლებმა. კუნძული XVI და XVII საუკუნის დასაწყისში იყო აფრიკის შემომავალი გემების გაჩერების ჩვეულებრივი ადგილი. დასახლების პირველი მცდელობების შემდეგ კუნძული გადაიქცა ნიდერლანდების, ხოლო შემდეგ დიდი ბრიტანეთის, კატორღულ ციხე-დასახლებად. კუნძულის პირველი დამსახლებლები გახდნენ იქ გადასახლებული პოლიტიკური ლიდერები ნიდერლანდების კოლონიებიდან, როგორიც იყო ინდონეზია. 1819 წელს გრაჰამსთაუნის ამბოხების ჩაშლის შემდეგ, ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ აფრიკელ ლიდერს, მაკანდა ნქსელეს კუნძულზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,[2] რომელიც შემდეგ ციხიდან გაიქცა და მაგიდის უბის სანაპიროებთან დაიხრჩო.
1846 წლიდან 1931 წლამდე კუნძულზე ფუნქციონირებდა კეთრით დაავადების სამკურნალო კოლონია და ცხოველთა საკარანტინო სადგური; აქ ასევე ასახლებდნენ გონებრივად დაავადებულებს ან ასეთად ჩათვლილებს. 1864 წელს ამოქმედდა შუქურა.
მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული გაამაგრეს და გამოიყენებოდა ქალაქ კეიპტაუნის დასაცავად, ხოლო 1960-იანი წლების შუიდან 1991 წლის ჩათვლით იყო მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის სახელმწიფო ციხე. დაპატიმრებულთა დიდ უმრავლესობას შეადგენდნენ შავკანიანი პოლიტპატიმრები. 1964 წლიდან 1982 წლის ჩათვლით[3] ამ ციხეში ნომრით 46664 იჯდა ნელსონ მანდელა, მომავალში — პირველი შავკანიანი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი. რობენის ციხის სხვა ცნობილ პატიმრებს შორის იყვნენ აპარტეიდის წინააღმდეგ ისეთი მებრძოლები, როგორებიცაა უოლტერ სისულუ, გოვან მბეკი, რობერტ სობუკვე, კგალემა მოტლანტე, ჯეიკობ ზუმა და სხვები[4]. ციხეში დამყარებული იყო უმკაცრესი რეჟიმი, ხოლო სამოქალაქო პირებს, მეთევზეების ჩათვლით, კუნძულზე შესვლა მკაცრად ეკრძალებოდათ. კუნძული უკანასკნელმა პოლიტპატიმარმა დატოვა 1991 წელს. კუნძული საშუალო რეჟიმის ციხის სახით არსებობას აგრძელებდა 1996 წლამდე.
მოსახლეობა
რედაქტირება2011 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 116 ადამიანს, აქედან მამაკაცია 56,90 % (66 ადამიანი) და ქალი 43,10 % (50 ადამიანი)[1]. ამავე აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 60,34 %-ს (70 ადამიანი) შეადგენენ შავკანიანები; ფერადკანიანთა რაოდენობაა 13,79 % (16 ადამიანი); თეთრკანიანი მოსახლეობა შეადგენს კუნძულის მაცხოვრებელთა 23,28 %-ს (27 ადამიანი); სხვები კი 2,59 %-ს (3 ადამიანი).[1]
2011 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის 37,93 %-ის (44 ადამიანი) მშობლიური ენაა კოსა; მოსახლეობის 35,34 % (41 ადამიანი) ლაპარაკობს აფრიკაანსზე, 15,52 % (18 ადამიანი) საუბრობს ზულუს ენაზე, 7,76 % (9 ადამიანი) ინგლისურ ენაზე, 1,72 % (2 ადამიანი) სესოთოს ენაზე და ასევე 1,72 % (2 ადამიანი) ტსვანას ენაზე.[1]
ტერიტორიის დაცვა
რედაქტირება1997 წელს კუნძული გადაკეთდა ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმად და გამოცხადდა ეროვნულ ძეგლად. დღეისათვის კუნძული დასვენებისთვის პოპულარული ადგილია; 1999 წლიდან კუნძული შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კეიპტაუნიდან კუნძულზე შესაძლებელია ბორნით მოხვედრა, რომელიც, თუ ამინდი იძლევა შესაძლებლობას, ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში.
რობენის კუნძული მუდამ წარმოადგენდა დიდ ხიფათს ნაოსნობისათვის. ოკეანის ტალღები გამუდმებით ურტყავს კუნძულის ნაპირებს და ნებისმიერი გემი, რომელიც კუნძულის ახლოს მეჩეჩზე შეჯდება, იმწამსვე იშლება ტალღებისაგან. კუნძულის ირგვლივ არსებულ წყლებში თავისი ბოლო დღეები განიცადა ბევრმა გემმა; ძვირფასეულობა, რომელიც ზოგიერთ მათგანს გადაჰქონდა, დღემდე არ არის აღმოჩენილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Time line დაარქივებული 2011-10-08 საიტზე Wayback Machine.
- UWC Mayibuye Robben Island Archives დაარქივებული 2012-02-29 საიტზე Wayback Machine.
- Documentary about Apartheid and Robben Island[მკვდარი ბმული]
- Robben Island Museum დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine.
- Chief Maqoma imprisoned on island
- The Robben Island of Johannesburg დაარქივებული 2007-11-21 საიტზე Wayback Machine.
- Comprehensive list of prisoners held at Robben Island Prison during apartheid
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 2011 წლის აღწერა
- ↑ Frederick Marryat. The Mission; or Scenes in Africa. London: Nick Hodson. ციტირების თარიღი: 2008-10-10.
- ↑ Robben Island prison tours 'honour a legacy of forgiveness'
- ↑ New S. Africa president sworn in. BBC News (2008-09-25). ციტირების თარიღი: 2008-11-22.