გალაპაგოსის კუ
გალაპაგოსის კუ, გალაპაგოსური გიგანტური კუ ან სპილოსებრი კუ[2] (ლათ. Chelonoidis nigra) — კუების უმსხვილესი სახეობა და მე-10 უდიდესი რეპტილია, რომლის წონაც 400 კგ-მდე, სიგრძე კი 1,8 მეტრამდე აღწევს. ამ სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელს აღემატება და ერთ-ერთ ყველაზე დღეგრძელ ხერხემლიანს წარმოადგენს. ერთ-ერთმა დატყვევებულმა ინდივიდმა 170 წელი იცოცხლა.
გალაპაგოსის კუ | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Chelonoidis nigra[1] | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 9023 | |||||||||||
|
კუები გალაპაგოსის შვიდ კუნძულზე ბინადრობენ. ეს ვულკანური კუნძულები წყნარ ოკეანეში, კონტინენტური ეკვადორის სანაპიროდან 1 000 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. კუნძულები XVI საუკუნეში ესპანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს და სახელი სწორედ ესპანური სიტყვა კუს (galápago) მიხევდვით უწოდეს.
ბაკნის ზომა და მოყვანილობა სახეობებს შორის იცვლება. კუნძულების ტენიან მთიანეთში, კუები უფრო დიდები არიან, გუმბათისებრი ბაკნითა და მოკლე კისრით, მშრალ დაბლობებში კი შედარებით პატარები, უნაგირის მსგავსი ბაკნითა და გრძელი კისრით. 1835 წელს, ამ განსხვავებებს თავის მეორე მოგზაურობისას იკვლევდა ჩარლზ დარვინი, რაც მას ასევე დაეხმარა თავისი ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბებაში.
XVI საუკუნეში კუების რაოდენობა 250 000-ზე მეტი იყო, თუმცა ეს რიცხვი კატასტროფულად შემცირდა და 1970-იანი წლებისთვის დაახლოებით 3 000 შეადგინა. ასეთი შედეგის მიზეზი იყო კუების საკვებად გამოყენება, მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, კუნძულებზე უცხო სახეობების ცხოველების შემოყვანა, მათ შორის ვირთხის, თხისა და ღორის. თავდაპირველი 15 ქვეახეობიდან შემორჩენილია ათი. ტყვეობაში ჰყავდათ შემორჩენილი მეთერთმეტე ქვესახეობის ერთადერთი, უკანასკნელი წარმომადგენელი, ზედმეტსახელად „ეული ჯორჯი“, რომელიც 2012 წლის 24 ივნისს მოკვდა. კონსერვაციის მცდელობები XX საუკუნეში დაიწყო, რაც ათასობით პატარა კუს ხელოვნურად გამოყვანა-გამოკვებასა და შემდეგ კუნძულზე გაშვებას მოიცავს; შედეგმაც არ დააყოვნა და XXI საუკუნის დასაწყისში კუს ამ სახეობის ინდივიდების რაოდენობამ 19 000-ს მიაღწია. მიუხედავად ასეთი შედეგისა, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) კუს ამ სახეობას „მოწყვლადის“ კლასიფიკაცია მისცა.
გალერეა
რედაქტირება-
„ეული ჯორჯი“ 2006 წელს
-
ტურისტეები კუებთან
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Geochelone nigra“ ვიკისაწყობში.
- ARKive – images and movies of the Galápagos giant tortoise (Geochelone spp.) დაარქივებული 2011-01-13 საიტზე Wayback Machine.
- American Museum of Natural History, Galápagos Giant Tortoise webpage
- 'Extinct' Galapagos tortoise may still exist
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rhodin, A.G.J.; van Dijk, P.P. (2010). {{{title}}}, Turtle taxonomy working group. Chelonian Research Foundation, გვ. 33–34. DOI:10.3854/crm.5.000.checklist.v3.2010.
- ↑ მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 517.