მაგიდის მთა
მაგიდის მთა (აფრ. Tafelberg; ინგლ. Table Mountain) — მთა, რომელიც მდებარეობს კეიპტაუნის სამხრეთ-დასავლეთით, მაგიდის უბის სამხრეთ ნაპირზე, ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. ოფიციალურად აღიარებულია ერთ-ერთ ბუნების შვიდ ახალ საოცრებად. მთასთან ახლოს მდებარეობენ ცნობილი მთები: დევილს-პიკი, ლაიონს-ჰიდი და ტუელვ-აპოსლსის მთები. ევროპელთაგან მის შესახებ პირველი ჩანაწერი თარიღდება 1503 წლით (ანტონიუ დი სალდანია).
მაგიდის მთა | |
---|---|
მაგიდის მთა | |
კოორდინატები: 33°57′26″ ს. გ. 18°24′11″ ა. გ. / 33.95722° ს. გ. 18.40306° ა. გ. | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
სიმაღლე | 1085 მ |
მთის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1085 მეტრს[1]. პლატოსებურმა მწვერვალმა სახელწოდება მისცა არა მარტო მთას, არამედ მის მსგავსებსაც, ასევე მის პატივსაცემად ეწოდა მაგიდა მთის თანავარსკვლავედსაც. მთა აგებულია უხეშმარცვლოვანი ქვიშაქვებისაგან, აქვს ციცაბო კალთები, რომლებიც დაფარულია მარადმწვანე ტყეებით და ბუჩქებით. მთის კალთების ფლორა და ფაუნა დაცულია, რადგანაც იქ გვხვდება იშვიათი სახეობები, მათგან ზოგიერთი ენდემურია. მთის მწვერვალზე კლიმატი უფრო ცივი და ქარიანია, ვიდრე კეიპტაუნში, ზამთარში ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 0 °С-ის ქვემოთ.
დღეისათვის მთა გადაქცეულია ტურისტულ ატრაქციონად. მთიდან გაყვანილია საბაგირო გზა.