რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
რაჭისუბანი (ყოფ. სავანეთი) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში,[1] თემის ცენტრი (სოფლები: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი, ხატისსოფელი).
სოფელი | |
---|---|
რაჭისუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
თემი | რაჭისუბანი |
კოორდინატები | 41°26′55″ ჩ. გ. 44°35′54″ ა. გ. / 41.44861° ჩ. გ. 44.59833° ა. გ. |
ადრეული სახელები | სავანეთი |
ცენტრის სიმაღლე | 550 მ |
მოსახლეობა | 597[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მარნეულის ვაკის დასავლეთ კიდეში. მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 550 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 597 კაცი.
ისტორია
რედაქტირებასოფელში მდინარე მაშავრეზე შემორჩენილია 1651 წლის ხიდი.. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ბოლნისის საქალაქო საბჭოში. მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა. 1960-იან წლებში სოფლის განაპირას აღმოაჩინეს სამკურნალო მინერალური წყალი „ბოლნისი“. წყაროსთან დასასვენებელი პუნქტია მოწყობილი. „ბოლნისის“ წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა 1984 წლის მონაცემებით წელიწადში უშვებდა 10 მლნ. ბოთლს. მინერალური წყლის გასწვრივ, გზიდან ჩრდილოეთით მდებარე კლდოვან მასივზე, 2005 წელს დაიდგა საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ და დაკარგულ ბოლნისელ მეომართა ხსოვნის მემორიალი, რომელიც არწივის კლანჭებიანი დაჩეხილსხეულიანი მებრძოლის სახითაა წარმოდგენილი.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 597 | 291 | 306 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 314.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.