ვანათი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვანათი.

ვანათი, ყოფილი მიგირლო, მიღირლოსოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), ბოლნისის მუნიციპალიტეტში (რაჭისუბნის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვანათი

სოფელი ვანათი (ქვემოთ) და სოფელი ხატისსოფელი (ზემოთ)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი რაჭისუბანი
კოორდინატები 41°24′47″ ჩ. გ. 44°34′36″ ა. გ. / 41.41306° ჩ. გ. 44.57667° ა. გ. / 41.41306; 44.57667
ადრეული სახელები მიგირლო
ცენტრის სიმაღლე 510
მოსახლეობა 510[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 96 %
ქართველები 4 % (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვანათი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვანათი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
ვანათი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ვანათი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
ვანათი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) — ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ვანათი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს მდ. ფოლადაურის (მაშავრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 510 მ-ზე, ბოლნისიდან 6 კმ-ში.

სოფელი მიგირლო ჩამოყალიბდა XIX საუკუნის II ნახევარში ქვემო ქართლის (ბორჩალოს) აზერბაიჯანულენოვანი მომთაბარეების ბინადარი ცხოვრების წესზე გადასვლასთან დაკავშირებით.[2] დღევანდელი სოფლის სიახლოვეს ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) აღნიშნულია ადგილი „ვანათი“, რის მიხედვითაც ეს სახელი ეწოდა სოფლის დასავლეთით, მინდორზე შემორჩენილ ადრეული შუა საუკუნეების სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევებს,[3] 1991 წელს კი — თავად სოფელ მიგირლოს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 510 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 530 278 252
2014[1]   510 270 240

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. შამილაძე ვ., საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი: მასალები, ტ. III, თბ., 1986. — გვ. 80.
  3. Чубинашвили Г. Н., Одна из древнейших трëхцерковных базилик Квемо Картли, წგ. Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1970. — с. 108.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.