სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვანათი.

ვანათი, სარიქილისაV–VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამეკლესიიანი ბაზილიკა სოფელ ქვემო ბოლნისსა და ხატისსოფელს შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ვანათი
ვანათის ტაძარი — საქართველო
ვანათის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°36′49″ ჩ. გ. 42°50′40″ ა. გ. / 41.613694° ჩ. გ. 42.844583° ა. გ. / 41.613694; 42.844583
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტი
დეტალები

ამჟამად ძლიერ დანგრეულია. შედგება სამი მარტივი წაგრძელებული დარბაზისაგან, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ და გარედან გეგმის სწორკუთხედში არიან მოქცეული. სამივე ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. ბაზილიკის ერთადერთი სამთაღიანი შესასვლელი მოწყობილია ეკლესიის სამხრეთ კედელში. თვით სამხრეთი ეკლესია კი, შუა ეკლესიას ორი კარით უკავშირდება, ხოლო აქედან ჩრდილოეთ ეკლესიაში ერთი კარია გაჭრილი. ნაგებობაში არ შეინიშნება შინაგანი სივრცის პლასტიკური დანაწევრების ან დამატებითი სათავსების სხვა კვალი.

შუა ეკლესია ნათდებოდა სარკმლებით, რომელთაგან ერთი საკურთხევლის აფსიდში იყო გაჭრილი, 2 — სამხრეთის და ერთიც — დასავლეთის კედლებში. გვერდითი ეკლესიების აფსიდებს სარკმლები არ ჰქონდა. საშენ მასალად გამოყენებულია ბოლნისის ყვითელი ტუფის შედარებით მსხვილი კვადრები, რომელთა სწორ წყობაში აქა-იქ ჩართულია წითელი, მწვანე და მოთეთრო–ქვიშისფერი გათლილი ქვები. კედლების ზედა ნაწილები მოთეთრო-მონაცრისფრო პატარ-პატარა ქვის ბლოკებითაა ამოყვანილი. გეგმით, ზომით, პროპორციებითა და საშენი მასალით ვანათი ქვემო ბოლნისის სამეკლესიიანი ბაზილიკის მსგავსია და მასთან ერთად ქართული ხუროთმოძღვრების ამ ორიგინალური ტიპის განვითარების ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ხევი ბოლნისისა, კრებ. დმანისი, წგ. IV, თბ., 2003. — გვ. 188-309.
  • ზაქარაია პ., ვანათი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 149.
  • Чубинашвили Г. Н., Одна из древнейших трëхцерковных базилик Квемо Картли, წგ. Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1970. — с. 108-114.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6696