ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჟოზეფ აბუ ხალილი (არაბ. جوزف أبو خليل; დ. 2  ივლისი, 1925, შუფი —14 დეკემბერი, 2019, ბეირუთი) — ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, ფალანგისტური პარტია ქათაიბის პროპაგანდისტული აპარატის იდეოლოგი და ხელმძღვანელი. ანტიკოლონიური ბრძოლის წევრი, პიერ ჯემაიელის თანამოაზრე. ლიბანის სამოქალაქო ომის დროს —ბაშირ  ჯემაიელის პოლიტიკური მრჩეველი. 2015 წლიდან — ქათაიბის თავმჯდომარის, სამი ჯემაიელის  პირველი მოადგილე. პარტიაში წარმოადგენდა  მე -20 საუკუნის ფალანგისტური ტრადიციას.

ჟოზეფ აბუ ხალილი
არაბ. جوزف أبو خليل
დაბადების თარიღი 2 ივლისი1925
დაბადების ადგილი შუფის რაიონი, ლიბანი
გარდაცვალების თარიღი 14 დეკემბერი 2019 (94 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბეირუთი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია ქათაიბი
ძირითადი იდეები ფალანგიზმი, ლიბანური ნაციონალიზმი, მემარჯვენე ქრისტიანული დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი, პარტია ქათაიბის თავმჯდომარის მოადგილე
მეუღლე/ები ტერეზა აბუ ხალილი

წარმოშობა, განათლება, სამსახური

რედაქტირება

დაიბადა შუფის რაიონის (მთიანი ლიბანი) სოფელში ლიბანელი ქრისტიანი მარონიტების ოჯახში. შემდგომში ყოველთვის იხსენებდა დრუზ მეზობლებთან მშვიდობიან და მეგობრულ ურთიერთობას.

საშუალო განათლება მიიღო ბიტ-ედ-დინში. დაამთავრა ლიბანის უნივერსიტეტი, შეისწავლა ფილოსოფია და იურისპრუდენცია. მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანიაში.

ჯემაიელის თანამებრძოლი

რედაქტირება

ფალანგისტი პროპაგანდისტი

რედაქტირება

ჟოზეფ აბუ ხალილი 14 წლის ასაკიდან  დაუკავშირდა  ფალანგისტურ პარტია ქათაიბს. ის დაკავებული იყო პარტიული გაზეთებისა და ბროშურების გავრცელებით. 16 წლის ასაკში  ოფიციალურად შევიდაქათაიბის რიგებში.  1943 წელს მონაწილეობდა ანტიკოლონიურ გამოსვლებში. იგი იყო ლიბანური ფალანგის დამფუძნებლის, პიერ ჯემაიელის ერთგული მოკავშირე, რომელსაც თაყვანს სცემდა მთელი ცხოვრება, როგორც კერპს, "სულიერ მამას" და "სამართლიანი მიზნისთვის მებრძოლ  ქარიზმატულ სიმბოლოს".  მართალია, სისხლით ნათესავი არ იყო, მაგრამ  ფაქტობრივად, ჯემაიელების ოჯახის წევრად მოიაზრებოდა. [1][2][3]

ფალანგისტურ პარტიაში ჯოზეფ აბუ ხალილი ხელმძღვანელობდა იდეოლოგიასა და პროპაგანდას. პიერ ჯემაიელის სახელით რედაქტირებას უკეთებდა პარტიულ გაზეთ „ალ-ამალს“ და ხელმძღვანელობდა პარტიის რადიოსადგურს „ლიბანის ხმა“.  ფალანგისტური რადიო აქტიურად იცავდა მემარჯვენე პრეზიდენტს ქამილ შამუნს ნასერისტებისგან 1958 წლის ლიბანის კრიზისის დროს.

პოლიტიკური სიტუაციის შესახებ   ანგარიშს ყოველდღიურად აბარებდა პიერ ჯემაიელს,  რომელიც შემდეგ ასახვას პოულობდა  პარტიის გადაწყვეტილებებსა და „ალ-ამალის“ სარედაქციო სტატიებში. იგი გახლდათ ქათაიბის გენერალური მდივნის მოადგილე. ჯოზეფ აბუ ხალილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიბანური ფალანგის ორიგინალური იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, რომელიც აერთიანებდა მემარჯვენე რადიკალურ პოპულიზმს, ლიბანურ ნაციონალიზმს და ერთგვარ ფალანგისტურ სოციალ-დემოკრატიზმს.

სამოქალაქო ომში

რედაქტირება

ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, ჯოზეფ აბუ ხალილი ქათაიბი შეიარაღებული ძალებისა და „ლიბანის ძალების“ მეთაურის ბაშირ ჯემაიელ უმცროსის პოლიტიკური მრჩეველი გახლდათ,  ხელმძღვანელობდა სამხედრო პროპაგანდის სისტემას. მან შეინარჩუნა კავშირი ლიბანელ ფალანგისტებსა და ისრაელის მთავრობას, ცაჰალსა და მოსადს შორის,  კონტაქტში იყო არიელ შარონთან და რაფაელ ეითანთან.

აბუ ხალილმა ასევე მიიღო მონაწილეობა  ქრისტიანი მემარჯვენეების შიდა კონფლიქტებში.  ხელმძღვანელობდა ისეთი ფალანგისტური ქმედებების პროპაგანდას, როგორებიც იყო: ედენის სისხლიანი ანგარიშსწორება (1978, მარადას მოძრაობის წინააღმდეგ) და საფრას ხოცვა (1980, ეროვნულ -ლიბერალური პარტიის წინააღმდეგ). სწორედ მან მისცა ახსნა-განმარტება ტონი ფრანჟიესა და მისი ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით ედენში —აბუ ხალილის თქმით, თავდასხმის მიზანი იყო არა მკვლელობა, არამედ დაკავება.

ბაშირ ჯემაიელის გარდაცვალებამ ლიბანის პრეზიდენტად არჩევისთანავე ძლიერ შეარყია ქათაიბის პოზიცია. 1984 წელს გარდაიცვალა პიერ ჯემაიელი, „ ლიბანის ძალები“ მალევე დაიშალა. 1985 წელს, ელი ჰობეიკასა და სამირ ჯააჯას მხარდამჭერებს შორის მიმდინარე ბრძოლების დროს, „ალ-ამალის“ რედაქცია დაიკავეს ელი ჰობეიკას მებრძოლებმა, რედაქტორი აბუ ხალილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გარკვეული დროით დააპატიმრეს.[4][5]

სამოქალაქო ომი დასრულდა სირიის მიერ  ლიბანის ოკუპაციით. ამ პირობებში ჟოზეფ  აბუ ხალილი ჩამოაშორეს პოლიტიკურ საქმიანობას.

ქათაიბის პოლიტიკოსი

რედაქტირება

2005 წლის კედრების რევოლუციის შემდეგ, ჯემაილების ოჯახის წარმომადგენლები დაბრუნდნენ  ქათაიბის სათავეში. ასევე აღდგა ჟოზეფ აბუ ხალილის პოზიციები. 2015 წლის 14 ივნისს 90 წლის აბუ ხალილი აირჩიეს ქათაიბის თავმჯდომარის  სამი ჯემაიელის (პიერ ჯემაიელის შვილიშვილი) პირველ მოადგილედ. პარტიის ხელმძღვანელობაში კურირებდა იდეოლოგიასა და საინფორმაციო პოლიტიკას. [6][7]

აბუ ხალილი მკაცრად გმობდა ჰეზბოლას პოლიტიკას და მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ  ისლამისტებს მიიჩნევდა. იგი  იცავდა ლიბანის სუვერენიტეტს და ლიბანში სირიის შეჭრის წინააღმდეგ გამოდიოდა. მოითხოვდა მკაცრი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას.

ჟოზეფ აბუ ხალილი ლიბანის პოლიტიკური ისტორიის რამდენიმე ესეს ავტორია.

გარდაცვალება

რედაქტირება

94 წლის ჟოზეფ აბუ ხალილი გარდაიცვალა 2019 წლის 14 დეკემბერს. დაკრძალულია ბაით ედ-დინში (შუფის რაიონი) მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  მწუხარება გამოთქვეს გამოჩენილმა მემარჯვენე ქრისტიანმა ლიდერებმა —ამინ ჯემაილმა, სამი ჯემაიელმა, ფუად აბუ ნადერმა, სამირ ჯააჯამ. ყველა მათგანმა აღნიშნა მისი, როგორც პიერ ჯემაიელის ტრადიციის მატარებლის და ქათაიბის იდეოლოგის,   განსაკუთრებული ღვაწლი. [8]

  1. Joseph Abou Khalil, mémoire vivante du Liban, du mandat à nos jours (ფრანგ.)
  2. "جوزف أبو خليل: حارس هيكل «آل الجميل» (არაბ.)
  3. Sami Gemayel elected new leader of the Kataeb Party
  4. Robert Hatem (Cobra). FROM ISRAEL TO DAMASCUS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-08. ციტირების თარიღი: 2021-11-13.
  5. Late Kataeb deputy leader laid to rest[მკვდარი ბმული]
  6. Abu Khalil: Samy Gemayel Reminds Me of His Grandfather . ციტირების თარიღი: 12 ივლისი 2017.დაარქივებულია 6 სექტემბერი 2017 .
  7. Abou Khalil: Kataeb Will Fight Anti-Corruption Battle Till the End . ციტირების თარიღი: 12 ივლისი 2017. დაარქივებულია 31 დეკემბერი 2018.
  8. وفاة النائب الأول لرئيس حزب الكتائب جوزيف أبو خليل عن عمر ناهز الـ94 عاماً[მკვდარი ბმული] (არაბ.). ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2020.დაარქივებულია 16 დეკემბერი 2019