პატარა ჩაილური
პატარა ჩაილური — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული პატარა ჩაილური). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი, საგარეჯოდან 18 კილომეტრი.[2]
სოფელი | |
---|---|
პატარა ჩაილური | |
პატარა ჩაილურის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩაილური |
კოორდინატები | 41°42′39″ ჩ. გ. 45°30′57″ ა. გ. / 41.71083° ჩ. გ. 45.51583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 890[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებაადრე პატარა და დიდი ჩაილური ერთ სოფელს წარმოადგენდა და ჩერქეზიშვილების მფლობელობაში იყო. სოფელში მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი. მესაქონლებაში უპირატესობა მსხვილფეხა რქოსან საქონელს ენიჭებოდა.[3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 890 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 1062 | 523 | 539 |
2014[1] | 890 | 464 | 426 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 709.
- ↑ ელერდაშვილი ალ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 175.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.