ინდრიკოთერიუმი

ამომწყდარი ძუძუმწოვრების გვარი
(გადამისამართდა გვერდიდან პარაცერათერიუმი)

ინდრიკოთერიუმი[1] (ლათ. Indricotherium), პარაცერათერიუმი (ლათ. Paraceratherium) — ამომწყდარი ძუძუმწოვრების გვარი. ფართოდ იყო გავრცელებული. ნამარხი ნაშთები აღმოჩენილია ყაზახეთში, მონღოლეთსა და ჩინეთში. ტანი შედარებით მოკლე იყო; ფეხები გრძელი, სწორი, სამთითა, ძლიერ განვითარებული შუა თითით; თავი პატარა, ურქო; კისერი გრძელი. დინგის ბოლოში იყო ზედა და ქვედა შუათა (სახეცვლილი საჭრელი კბილების) წყვილები. ძირითადი კბილები პრიმიტიული აგებულებისა იყო. ინდრიკოთერიუმები ხმელეთის ყველაზე მაღალი და მსხვილი ძუძუმწოვრები იყვნენ (სიმაღლეში 5 მეტრამდე). იკვებებოდნენ ხეებისა და ბუჩქების ფოთლებითა და ტოტებით. ამოწყდნენ ოლიგოცენის ბოლოს ან მიოცენის დასაწყისში.[2]

ინდრიკოთერიუმი

Paraceratherium transouralicum (რესტავრაცია)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Indricotherium (Borissiak, 1916)
სინონიმები
  • Paraceratherium (Forster-Cooper, 1911)
  • Baluchitherium (Forster-Cooper, 1913)
  • Pristinotherium (Birkjukov, 1953)
  • Benaratherium (Gabunia, 1955) ?
რუკა

ნამარხი ნაშთების აღმოჩენის ადგილები

გამომდინარე იქიდან, რომ დასავლელი, საბჭოთა და ჩინელი სპეციალისტები იზოლირებულად ატარებდნენ კვლევით სამუშაოებს და ნაშრომებს, უმთავრესად, მშობლიურ ენებზე აქვეყნებდნენ, ინდრიკოთერიუმების ტაქსონომია საკმაოდ კომპლექსურია.[3] თავის დროზე ცალ-ცალკე აღწერილ გვარებს — Baluchitherium, Indricotherium, Pristinotherium და Paraceratherium — დღეისათვის ერთი და იგივე გვარად განიხილავენ. დასავლურ სამეცნიერო პრაქტიკაში უფრო მეტად მიღებული ტერმინია პარაცერათერიუმი. ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, Paraceratherium prohorovi (ყაზახეთის გვიანი ოლიგოცენიდან), Indricotherium intermedium და Paraceratherium tienshanensis საკმაოდ არასრულფასოვნად მიიჩნევიან იმისათვის, რომ გადაწყვეტილიყო მათი ნათესაური კავშირი სხვა სახეობებთან, იგივე ეხება ბენარათერიუმს (დასავლურ პრაქტიკაში ჯერჯერობით მიიჩნევა საეჭვო ტაქსონად).[4]

ტაქსონომია

რედაქტირება

ცნობილია ინდრიკოთერიუმის 4 სახეობა:

სურათი სახეობა სინონიმები
  Paraceratherium bugtiense
(Pilgrim, 1908)
  • Aceratherium bugtiense (Pilgrim, 1908)
  • Thaumastotherium osborni (Forster-Cooper, 1913)
  • Baluchitherium osborni (Forster-Cooper, 1913)
  • Metamynodon bugtiensis (Forster-Cooper, 1922)
  • Paraceratherium zhajremensis (Bayshashov, 1988)
  Paraceratherium transouralicum
(Pavlova, 1922)
  • Indricotherium transouralicum (Pavlova, 1922)
  • Baluchitherium grangeri (Osborn, 1923)
  • Indricotherium asiaticum (Borissiak, 1923)
  • Indricotherium minus (Borissiak, 1923)
  • Indricotherium grangeri (Osborn, 1923)
  • Pristinotherium brevicervicale (Birjukov, 1953)
Paraceratherium huangheense
(Li
et al., 2017)[5]
  Paraceratherium linxiaense 
(Deng et al., 2021)
[6]
შენიშვნა: სახეობების ლათინური სახელები მითითებულია იმ სახით, როგორც გვხვდება დასავლურ წყაროებში, ანუ გვარის აღმნიშვნელი ტერმინით Paraceratherium, ნაცვლად Indricotherium-ისა, როგორც მას პოსტსაბჭოთა სივრცეში იცნობენ.

1989 წელს ინდრიკოთერიუმისებრთა ანალიზის საფუძველზე მიღებული კლადოგრამა, სადაც ნაჩვენებია ინდრიკოთერიუმის უახლოესი ნათესავები:[4]

 Hyracodontidae

 Triplopodinae

 Indricotheriinae

 Forstercooperia

 Juxia

 Urtinotherium

 Paraceratherium


 
ინდრიკოთერიუმი
პრეკამბრ. კამბრ. ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 
  1. Indricotherium — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Индрикотерии // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 10 — М., 1972.
  3. Prothero, D. (2013). Rhinoceros Giants: The Palaeobiology of Indricotheres. Indiana: Indiana University Press, გვ. 17–34. ISBN 978-0-253-00819-0. 
  4. 4.0 4.1 Lucas, S. G.; Sobus, J. C. (1989), „The systematics of indricotheres“, Prothero, D. R.; Schoch, R. M., The Evolution of Perissodactyls, New York, New York & Oxford, England: Oxford University Press, pp. 358–378, ISBN 978-0-19-506039-3, OCLC 19268080, https://www.google.com/books?id=08YPAQAAMAAJ
  5. Yong-Xiang, L.; Yun-Xiang, Z.; Ji, L.; Zhi-Chao, L.; Kun, X. (2017). „New fossils of paraceratheres (Perissodactyla, Mammalia) from the Early Oligocene of the Lanzhou Basin, Gansu Province, China“. Vertebrata PalAsiatica. 55 (4): 367–381. doi:10.19615/j.cnki.1000-3118.170922. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2017. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  6. Deng, T.; Lu, X.; Wang, S.; Flynn, L. J.; Sun, D.; He, W.; Chen, S. (2021). „An Oligocene giant rhino provides insights into Paraceratherium evolution“. Communications Biology. 4 (1): 639. doi:10.1038/s42003-021-02170-6. PMC 8211792. PMID 34140631.