ინდრიკოთერიუმისებრნი

ინდრიკოთერიუმისებრნი (ლათ. Indricotheriinae) — გიგანტური ურქო მარტორქების ამომწყდარი ქვეოჯახი. ცნობილია 8 გვარის[2] 10-მდე სახეობა. გავრცელებული იყვნენ აზიისა და ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე ზემო ეოცენიდან ქვემო მიოცენამდე. ადრეული წარმომადგენლებია დიდი ზომის მარტორქები გრძელი ოთხთითიანი კიდურებით. ინდრიკოთერიუმი (Indricotherium) და პარაცერათერიუმი (Paraceratherium) [დღეს ერთი და იგივე გვარად განიხილება] ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვრები იყვნენ (მამლები სიგრძეში — 8 მეტრამდე, სიმაღლეში — 5,5 მეტრამდე, მასით კი 15 ტონამდე იყვნენ; დედლები -ით მცირენი). თავი შედარებით მცირე ზომის იყო, კისერი გრძელი, ტანი მოკლე და მასიური, კიდურები სვეტისებრი, სამთითა, ძლიერ განვითარებული შუა თითით. საჭრელი კბილები (2 წყვილი) გარდაქმნილია მცირე კონუსისებრ შუანად, ზემოთები ქვედა მხარეს იყო მიმართული, ქვემოთები — წინ. ძირითადი კბილები თანამედროვე მარტორქასებრთა კბილების მსგავსია. იკვებებოდნენ ფოთლებითა და ტოტებით.[3]

ინდრიკოთერიუმისებრნი

ინდრიკოთერიუმის ჩონჩხი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Indricotheriinae (Borissiak, 1923)
გვარები
სინონიმები
  • Baluchitheriinae (Osborn, 1923)
  • Paraceratheriinae (Osborn, 1923)
  • Forstercooperiidae (Kretzoi, 1940)[1]
  • Forstercooperiinae (Wood, 1963)[1]
  1. 1.0 1.1 Wood, H.E. (1963). „A Primitive Rhinoceros from the Late Eocene of Mongolia“. American Museum Novitates (2146): 1–12.
  2. †subfamily Paraceratheriinae Osborn 1923. Fossilworks. fossilworks.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-15. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2020.
  3. Лопатин А. В. ИНДРИКОТЕРИИ // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 344.