ჰირაკოდონისებრნი
ნამარხი ძუძუმწოვრების ოჯახი
(გადამისამართდა გვერდიდან Hyracodontidae)
ჰირაკოდონისებრნი (ლათ. Hyracodontidae) — ნამარხი ძუძუმწოვრების ოჯახი. ენათესავებოდნენ თანამედროვე მარტორქებს. გავრცელებული იყვნენ ეოცენ-ოლიგოცენის ეპოქაში,[2] დაახლ. 48,6–26,3 მლნ.[3] წლის წინ. აერთიანებს მრავალი გვარის წარმომადგენლებს. მათი ნაშთები აღმოჩენილია ჩინეთში, მონღოლეთში, ყაზახეთში, საქართველოში (ბენარათერიუმი), აგრეთვე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ცალკეულ ადგილებში.[2][3]
ჰირაკოდონისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰირაკოდონი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Hyracodontidae (Cope, 1879)[1] | |||||||||||||
ქვეოჯახები | |||||||||||||
|
ჰქონდათ გრძელი კიდურები, რქები არ გააჩნდათ. თავდაპირველი მცირე ზომის და სწრაფად მოძრავი სახეობები გვიან ეოცენსა და ადრეულ ოლიგოცენში გიგანტურ ფორმებად (მაგ., ინდრიკოთერიუმი) გარდაიქმნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Lucas, S. G.; Sobus, J. C. (1989). „The Systematics of Indricotheres“, რედ. Prothero, D. R. & Schoch, R. M.: The Evolution of Perissodactyls. New York & Oxford: Oxford University Press, გვ. 358–378.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ McKenna, M. C; Bell, S. K. (1997) Classification of Mammals Above the Species Level. Columbia University Press. ISBN 0-231-11012-X.
- ↑ 2.0 2.1 Гиракодонты // Казахстан. Национальная энциклопедия. т. 2. — Алматы: Қазақ энциклопедиясы, 2005. — стр. 77. ISBN ISBN 9965-9746-3-2.
- ↑ 3.0 3.1 Hyracodontidae. Fossilworks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2020.