ბენარათერიუმი
ბენარათერიუმი (ლათ. Benaratherium) — გიგანტური ურქო მარტორქების გვარი ინდრიკოთერიუმების ამომწყდარი ჯგუფიდან. გავრცელებული იყო ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ოლიგოცენში (დაახლოებით 25 მლნ. წლის წინათ). სხვა ინდრიკოთერიუმებისაგან განსხვავდებოდნენ შედარებით ნაკლები სიდიდით და კიდურების მეტი მოხდენილობით. ცნობილია მხოლოდ მისი ტიპობრივი სახეობა Benaratherium callistrati, რომელიც ნაპოვნია სოფელ ბენარის (საქართველო, ადიგენის რაიონი) მიდამოებში.[1]
ბენარათერიუმი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Benaratherium (Gabunia, 1955) | |||||||||||||
სახეობები | |||||||||||||
| |||||||||||||
შემდგომში ნამარხი ფრაგმენტები აღმოჩნდა მონღოლეთშიც, ტბების ხეობაში. ნაშთების ზომების მიხედვით, აღმოჩენილი ეგზემპლარი პირობითად მიეკუთვნა ბენარათერიუმის გვარს (Benaratherium sp.), თუმცა პირდაპირი შედარება და სახეობის განსაზღვრა ვერ მოხერხდა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაბუნია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 302.
- ↑ Heissig, K. (2007). „Rhinocerotidae (Perissodactyla, Mammalia)“ (PDF). Annalen des Naturhistorischen Museums in Wien (გერმანული). 108A: 233–269. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)