პანკისის ქედი

ქედი საქართველოში, კახეთის მხარეში

პანკისის ქედი, ტბათანის ქედი, წოვის ქედიქედი საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის განშტოება, მდინარეების ილტოსა და ალაზნის წყალგამყოფი. გამოეყოფა კახეთის ქედს ლაგაისმთასთან და სამხრეთით მდინარე ილტოს ქვემო დინებამდე აღწევს. აგებულია იურული და ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, მერგელებით, თიხებით. პანკისის ქედზე აღმართულია მთები: უსახელო (2603 მ), ტბათანა (2457 მ), საკანაფოს სერი (1856 მ), მთაწმინდა (1508), ჯაბური (1474 მ), კლდისთავი (1273 მ) და სხვა.

პანკისის ქედი
პანკისის ქედის ხედი აღმოსავლეთიდან. ცენტრში ჩანს საკანაფოს სერი
პანკისის ქედის ხედი აღმოსავლეთიდან. ცენტრში ჩანს საკანაფოს სერი
კოორდინატები: 42°09′35″ ჩ. გ. 45°10′30″ ა. გ. / 42.159833° ჩ. გ. 45.175083° ა. გ. / 42.159833; 45.175083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი უსახელო
სიმაღლე 2603 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა, კირქვა, მერგელი, თიხა
პანკისის ქედი — საქართველო
პანკისის ქედი
პანკისის ქედი — კახეთის მხარე
პანკისის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

პანკისის ქედის კალთები დანაწევრებულია მდინარეების ლამაზურის, ქვაჩადალის, ბაწარის, კურტანაძეულის, მატნისხევის, ველთხევის, საღორისხევის, ბოდალხევისა და სხვა ხეობებით, რომელთა შორის არის გვერდითი ეროზიული ქედები. პანკისის ქედზე გარდა ეროზიულისა არის რელიეფის მეწყრული და კარსტული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია რცხილნარ-მუხნარით, ზედა — წიფლნარით, გამოერევა ცაცხვი, ნეკერჩხალი, წაბლი. ქედის თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები. აღმოსავლეთ კალთაზე მდინარე ბაწარის ხეობაში არის უთხოვრის ტყის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.

ლიტერატურა

რედაქტირება