მატნისხევი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
მატნისხევი – მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს პანკისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1185 მ, ერთვის მდინარე ილტოს მარცხნიდან ქალაქ ახმეტის ბოლოდან ჩრდილოეთით 500 მეტრის მანძილზე. სიგრძე 11,8 კმ, აუზის ფართობი 28,1 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. შუა და ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად.
მატნისხევი | |
---|---|
![]() მდინარე მატნისხევი სოფელ მატანთან | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
პანკისის ქედი 42°08′15″ ჩ. გ. 45°10′07″ ა. გ. / 42.137750° ჩ. გ. 45.168833° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1185 მ |
შესართავი |
ილტო 42°03′26″ ჩ. გ. 45°12′46″ ა. გ. / 42.057222° ჩ. გ. 45.212778° ა. გ. |
სიგრძე | 11,8 კმ |
აუზის ფართობი | 28,1 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 495.