პავლე I (რუსეთი)

(გადამისამართდა გვერდიდან პაველ I (რუსეთი))

პავლე I (რუს. Па́вел I, Павел Петро́вич Романов; დ. 1 ოქტომბერი, 1754, სანქტ-პეტერბურგი — გ. 11 მარტი, 1801, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერატორი 1796 წლის 6 ნოემბრიდან მის სიკვდილმადე, რომანოვების დინასტიიდან. პეტრე III-ს და ეკატერინე II-ს შვილი.

პავლე I
Павел I
სრულიად რუსეთის იმპერატორი
კორონაცია: 16 აპრილი 1797
მმართ. დასაწყისი: 6 ნოემბერი 1796
მმართ. დასასრული: 23 მარტი 1801
წინამორბედი: ეკატერინე II
მემკვიდრე: ალექსანდრე I
სხვა წოდებები: სრულიად რუსეთის იმპერატორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ოქტომბერი 1754
დაბ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 23 მარტი 1801
გარდ. ადგილი: წმ. მიქაელის სასახლე
დაკრძ. ადგილი: პეტრეს და პავლეს კათედრალი
მეუღლე: 1.ნატალია
2.მარია
შვილები: ალექსანდრე I
კონსტანტინე I
ალექსანდრა
ელენე
მარია
ეკატერინე
ოლგა
ანა
ნიკოლოზ I
მიხეილ
სრული სახელი: Па́вел Петро́вич Рома́нов
დინასტია: რომანოვები
მამა: პეტრე III
დედა: ეკატერინე II
რელიგია: მართლმადიდებელი
ხელმოწერა:
ბრძოლები/ომები: მეორე კოალიციის ომი (1798-1799)
პავლე I 1800 წელს

მან თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა დედამისის ჩრდილქვეშ. ის მხოლოდ 42 წლის ასაკში გახდა იმპერატორი. მმართველობისას ჩაერია საფრანგეთის რევოლუციურ ომში და იმპერიას შეუერთა ქართლ-კახეთი.

პავლეს პროგერმანულმა განწყობებმა და არაპროგნოზირებადმა საქციელმა ის არაპოპულარული გახადა რუსეთის თავადაზნაურობაში და ის ფარულად მოკლა საკუთარმა ოფიცრებმა.

ადრეული წლები

რედაქტირება

პავლე რომანოვი დაიბადა ელიზავეტას სასახლეში (საზაფხულო სასახლე), დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგში.

მამამისი იყო მომავალი იმპერატორი პეტრე მესამე, რომელიც მემკვიდრედ ითვლებოდა იმპერატრიცას უშვილობის გამო. დედამისი კი იყო გერმანელი არისტოკრატის ქალიშვილი, რომელმაც შემდეგ ტახტიდან თავისი ქმარი ჩამოაგდო და სახელმწიფოს მართავდა 1796 წლამდე, რომლის ხელიდანაც პავლემ მიიღო გვირგვინი. ისტორიაში ეკატერინეს "დიდსაც" უწოდებენ[1].

პავლე დაბადებისთანავე წაართვეს ეკატერინეს და დაიწყეს მისი განცალკევებით აღზრდა. იმპერატრიცა ელიზავეტას (1741-1762) არ სურდა ტახტზე პეტრეს დასმა და ტახტისთვის პავლეს აღზრდა დაიწყო.

დახასიათება

რედაქტირება

მას ახასიათებდნენ როგორც ჩქარს და მუდამ მოუთმენელს. ყმაწვილობაში გამოირჩეოდა კეთილი ხასიათით, მხიარულობითა და გულღიაობით. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ის მეტად ეჭვიანი და ნერვიული გახდა. ამასთან ერთად, ის გამოირჩეოდა თავისი ნიჭით, საფუძვლიანი ცოდნით და დახვეწილი გემოვნებით

1783 წლიდან ეკატერინეს განკარგულებით ტახტის მემკვიდრე გადადის გატჩინოს სასახლეში, სადაც პავლეს საბოლოოდ გაუუარესდა ხასიათი: იგი გახდა ჩაკეტილი, ნერვიული, ეჭვიანი, კონფლიქტური. იგი ეჭვიანობდა დედაზე, შვილზე, თავის უახლოეს მეგობრებზე. იგი მუდამ იმპერატორობაზე ოცნებობდა და მუდამ ელოდა დედის სიკვდილს[2].

ტახტზე ასვლა

რედაქტირება

ეკატერინე მეორე გარდაიცვალა 1796 წლის 17 ნოემბერს, 67 წლის ასაკში, ინსულტის დიაგნოზით. ეკატერინეს სიკვდილი მოულოდნელი იყო საიმპერატორო კარზე. იმავე დღეს პავლემ მიიღო იმპერატორობა და შეუდგა სახელმწიფოს მართვას გატჩინოს სასახლიდან.

მისი პირველი ნაბიჯი იყო ეკატერინეს ანდერძის მოძებნა და განადგურება, რადგან პავლე შიშობდა ანდერძში მისი შვილის მემკვიდრეობის დამტკიცებას, რომელსაც ეკატერინე მმართველობისთვის ზრდიდა დაბადებიდან.

ეკატერინეს არ სურდა თავისი შვილი ტახტზე, რადგან პავლე ამჟღავნებდა მოწონებას მამამისის პერსონით, პრუსიის პოლიტიკით და სურდა თავადაზნაურობის შეზღუდვა.

პატარაობიდანვე მას არ მოსწონდა დედამისის მიერ მოწყობილი გადატრიალება მამამისის წინააღმდეგ, რის გამოც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო პეტრეს ნეშტის გადასვენება, ჯერ ზამთრის სასახლეში, შემდეგ კი პეტრესა და პავლეს კათედრალში. პავლეს ბრძანებით პროცესიაში მთავარ როლს ასრულებდა გრაფი ორლოვი, რომელიც ითვლებოდა პეტრეს მკვლელად გადატრიალებისას.

საშინაო პოლიტიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


წინამორბედი:
ეკატერინე II
რუსეთის იმპერეტორები
1796 - 1801
შემდეგი:
ალექსანდრე I

სქოლიო

  1. John T. Alexander. JCatherine the Great: Life and Legend. Oxford UP, 1989, გვ. 3–16.. 
  2. მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული (2004). რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან 1801 წლამდე. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 169.