მარია პავლეს ასული (რუს. Мария Павловна, გერმ. Maria Pawlowna; დ. 16 თებერვალი, 1786, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 23 ივნისი, 1859, ვაიმარი, გერმანია) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისა და იმპერატრიცა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის ქალიშვილი. რუსეთის ორი იმპერატორის: ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის და. საქსენ-ვაიმარ-აიზენახელის ჰერცოგ კარლ ფრიდრიხის მეუღლე. გერმანიისა და პრუსიის დედოფალ ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელის დედა.

მარია პავლეს ასული
Maria Pawlowna J.F.A. Tischbein@Weimar Schlossmuseum.jpg
წოდებები
საქსენ-ვაიმარ-აიზენახის ჰერცოგინია
რუსეთის დიდი მთავარი
დაიბადა 16 თებერვალი, 1786
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გარდაიცვალა 23 ივნისი, 1859, (73 წლის)
ვაიმარი, გერმანია
საგვარეულო რომანოვები
მეუღლე(ები) კარლ ფრიდრიხი, საქსენ-ვაიმარ-აიზენახის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი მარია, პრუსიის პრინცესა
ავგუსტა, გერმანიის იმპერატრიცა
კარლი, საქსენ-ვაიმარ-აიზენახის ჰერცოგი
მამა პავლე I, რუსეთის იმპერატორი
დედა მარია თეოდორეს ასული
რელიგია მართლმადიდებლობა

ბიოგრაფიარედაქტირება

მარია პავლოვნა დაიბადა 1786 წლის 16 თებერვალს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ერთადერთი ვაჟის, დიდ მთავარ პავლე პეტროვიჩისა და მისი მეორე ცოლის, სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის შუათანა ქალიშვილი.

ბავშვობიდანვე, იგი ლამაზ პრინესად არ მიიჩნეოდა, რადგან ყვავილის ვირუსმა მისი სახე დაამახინჯა. ამის მიუხედავად, იგი ყველას აოცებდა თავისი პიანისტობის ნიჭით. ბებიამისს, იმპერატრიცა ეკატერინეს ძალიან მოსწონდა მარია მისი ნიჭიერების გამო, თუმცა ყოველთვის ამბობდა, რომ „უკეთესი იქნებოდა ვაჟი ყოფილიყო“. მისი ნიჭისათვის გასაქანის მისაცემად ეკატერინემ მას სახელგანთქმული მუსიკოსები ჩამოუყვანა იტალიიდან და გერმანიიდან.

 
მარია პავლოვნა 1804 წელს.

1796 წელს ეკატერინე II გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მარიას მამამ, იმპერატორმა პავლე I-მა დაიკავა. მან მალევე წამოიწყო თავისი ქალიშვილების საქორწინო მოლაპარაკებები. იმპერატორმა თავისი უფროსი ქალიშვილების: ალექსანდრასა და ელენას გათხოვების შემდეგ, მარიას დაქორწინებაც მოისურვა. მართალია 1801 წელს პავლე I შეთქმულებმა მოკლეს და მის გათხოვებას ვეღარ მოესწრო, თუმცა მოლაპარაკებები მისმა ძმამ, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გააგრძელა.

1804 წლის 3 აგვისტოს მარია პავლოვნა ცოლად შერთეს საქსენ-ვაიმარ-აიზენახის ჰერცოგ კარლ ფრიდრიხს. წყვილი ქორწინებიდან პირველი ცხრა თვე პეტერბურგში დარჩა, რის შემდეგაც გადასახლდნენ გერმანიაში, კერძოდ კი ვაიმარში. აღსანიშნავია, რომ მარია მშობლიურ რუსეთს ბოლოჯერ 1855 წელს ეწვია თავისი ძმისწულის, იმპერატორ ალექსანდრე II-ის კორონაციაზე.

გერმანიაში მარია ხელოვნებისა და მეცნეირების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მფარველი გახდა. იგი განსაკუთრებით პატრონობდა იენის უნივერსიტეტს, სადაც ათ ლექციას თავადაც დაესწრო. ვაიმარის კარზე მან გამოჩენილი გერმანელი და შვეიცარიელი სპეციალისტები მიიწვია სამუშაოდ. იგი მათ პროექტებსაც აფინანსებდა და თანაც, ამის პარალელურად მათ ფულს უხდიდა, რომ მისი შვილებისათვის უმაღლესი განათლება მიეცათ. მსგავსი პატრონაჟის გამო, მარია პავლოვნაზე თავის წერილებში დადებითად საურობდნენ თავად დიდი გერმანელი განმანათლებლები — იოჰან ვილფგანგ ფონ გოეთე და ფრიდრიხ შილერი.

1853 წელს მარიას მეუღლე, კარლ ფრიდრიხი გარდაიცვალა, რის გამოც ახალი ჰერცოგი მისი ვაჟი, კარლ ალექსანდერი გახდა. დარჩენილი ცხოვრება მარიამ ვაიმარში გაატარა, რომელიც მისი გარდაცვალებისათვის უკვე გერმანიის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი იყო. იგი 1859 წლის 23 ივნისს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შვილებირედაქტირება

  1. პაულ ალექსანდერი (1805-1806), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. მარია ლუიზა (1808-1877), ცოლად გაჰყვა პრინც კარლ პრუსიელს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  3. ავგუსტა ლუიზა (1811-1890), ცოლად გაჰყვა პრუსიისა და გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი იმპერატორი ფრიდრიხ III;
  4. კარლ ალექსანდერი (1818-1901), საქსენ-ვაიმარ-აიზენახის ჰერცოგი. ცოლად შეირთო სოფია ნიდერლანდელი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;

ლიტერატურარედაქტირება

  • Jena, Detlef, Maria Pawlowna. Großherzogin an Weimars Musenhof, Regensburg 1999.
  • Ihre Kaiserliche Hoheit. Maria Pawlowna. Zarentochter am Weimarer Hof, ed. Stiftung Weimarer Klassik und Kunstsammlungen, Weimar, Weimar 2004.
  • Jeanne Huc-Mazelet, Je suis moi, ils sont eux. Lettres et journal d'une gouvernante à la cour de Russie, 1790-1804, fr:Ethno-Doc, 2018, 256 p. (ISBN 978-2-8290-0584-8). (Jeanne Huc-Mazelet was at Maria Pavlovna's service).