ოსმალეთ–მამლუქთა ომი (1516–1517)
ოსმალეთ–მამლუქთა ომი (1516–1517 წწ.) | |||
---|---|---|---|
ახლო აღმოსავლეთში ოსმალთა ომების ნაწილი | |||
თარიღი | 1516 წ. – 22 იანვარი 1517 წ. | ||
მდებარეობა | ანატოლია, ლევანტი, ეგვიპტე | ||
შედეგი |
ოსმალეთის გამარჯვება:
| ||
ტერიტორიული ცვლილებები |
მამლუქთა სასულთნოს ანექსია ოსმალეთის იმპერიის მიერ | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ოსმალეთ–მამლუქთა ომი ვიკისაწყობში |
ოსმალეთ–მამლუქთა ომი (1516–1517 წწ.) — მეორე მსხვილი კონფლიქტი ეგვიპტეში დაბანაკებულ მამლუქების სასულთნოსა და ოსმალეთის იმპერიას შორის, რასაც მოჰყვა მამლუქთა სასულთნოს დაცემა და ლევანტის, ეგვიპტისა და ჰიჯაზის პროვინციების ოსმალეთის იმპერიაში შეყვანა.[1] ომმა ოსმალეთის იმპერია სამეფოდან (რომელიც ძირითადად ანატოლიასა და ბალკანეთში, ისლამური სამყაროს საზღვართან მდებარეობდა) უზარმაზარ იმპერიად გადააქცია და ისლამის ტრადიციული მიწების უმრავლეობას, მათ შორის, ქალაქებს (მექა, კაირო, დამასკო და ალეპო) დაეპატრონა. ექსპანსიის მიუხედავად, იმპერიის პოლიტიკური ძალაუფლების ადგილსამყოფელი კვლავ კონსტანტინოპოლში რჩებოდა.[2]
წინაპირობები
რედაქტირებაოსმალებსა და მამლუქებს შორის ჩამოყალიბდა მტრული ურთიერთობები მას შემდეგ, რაც 1453 წელს ოსმალების წყალობით კონსტანტინოპოლი დაეცა; ორივე სახელმწიფო ცდილობდა სუნელების ვაჭრობაზე კონტროლის დამყარებას, ხოლო ოსმალებს სურდათ ისლამის წმინდა ქალაქების ხელში ჩაგდება.[3] წინა კონფლიქტში, რომელიც 1485 წლიდან 1491 წლამდე გაგრძელდა, ვითარება ჩიხში შეიყვანა. 1514 წელს სეფიანთა სპარსელების ჩალდირანის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, სულთანი სელიმ I მოწადინებული იყო მამლუქების სასულთნოს დასაპყრობად, რომელთაგან ეს უკანასკნელი მართავდა სირიასა და ეგვიპტეს.[2] ამდენად, 1516 წელს, სხვა წუხილისგან თავისუფალმა ოსმალეთის იმპერიამ მთელი თავისი ძალაუფლება მიმართა მამლუქების წინააღმდეგ, რათა ახლო აღმოსავლეთის დაპყობა დაესრულებინა.[2]
სულთანმა სელიმმა ივარაუდა, რომ მამლუქები ტირანები იყვნენ და რომ, ისინი მოკავშირეობას უწევდნენ შიიტ სეფიანებს. ამ ბრალდებებზე დაყრდნობით, გამოჩნდა ფატვა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ვინც ეხმარება ხალხს და შეცდომაში შეჰყავს, ის ასევე ერეტიკოსია“.[4]
მამლუქებმა სასოფლო დასახლებებიდან გაიწვიეს ფერმერები და გლეხები იმისთვის, რათა ჯარისკაცებად წაეყვანათ მოსალოდნელ ომში ოსმალების წინააღმდეგ. საპასუხოდ, ეს მამაკაცები გაიქცნენ, რათა გაწვევისთვის თავი დაეღწიათ. ამან გამოიწვია მშრომელების ნაკლებობა სოფელში, რაც მოითხოვდა საკვები პროდუქტებისა და პურის დამზადებას. შედეგად, კაიროდან ანატოლიამდე ტერიტორია შიმშილმა მოიცვა.[5]
ოსმალებმაც და მამლუქებმაც შეკრიბეს 60 000 ჯარისკაცი. თუმცა, მხოლოდ 15 000 მამლუქი ჯარისკაცი იყო გაწვრთნილი საბრძოლველად: დანარჩენები იყვნენ ახალწვეულები, რომლებმაც ისიც არ იცოდნენ, თუ როგორ ესროლათ მუშკეტი. შედეგად, ბევრი მამლუქი გაიქცა, თავი აარიდა ფრონტზე წასვლას და თავიც კი მოიკლა. დამატებით, როგორც სეფიანებთან ჩალდირანის ბრძოლაში მოხდა, ოსმალეთის ქვემეხებისა და თოფების აფეთქებებმა მამლუქთა ცხენები დააფრთხო და უკონტროლოდ მიმოფანტა ყველა მიმართულებით.[4]
სამხედრო ოპერაციები
რედაქტირებაომი მოიცავდა რამდენიმე ბრძოლას. მამლუქების არმია იყო უფრო ტრადიციული და, ძირითადად, მშვილდითა და ისრით აღჭურვილი კავალერიისგან შედგებოდა, მაშინ, როცა ოსმალეთის არმია და განსაკუთრებით, იანიჩარები, გაცილებით თანამედროვე მეთოდებს მიმართავდა.[6] მამლუქები ამაყობდნენ თავიანთი ტრადიციებით და ზიზღით უყურებდნენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.[7][8]
სამხედრო ოპერაციები ლევანტში (1516 წ.)
რედაქტირებათავდაპირველად, ოსმალებმა დაიკავეს ქალაქი დიარბაქირი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში.[2] მარჯ დაბიქის ბრძოლა (24 აგვისტო) იყო გადამწყვეტი, როდესაც მამლუქთა მმართველი კანსუჰ ალ-ღური დაიღუპა.[2] ოსმალები აშკარად აჭარბებდნენ მამლუქებს (ჯარისკაცების შეფარდება იყო 3/1-ზე). რაოდენობრივად.[8] ამ ერთჯერადი ბრძოლითაც კი სირია ოსმალთა მმართველობის ქვეშ მოექცა.[8]
იაუნის ხანის ბრძოლა მოხდა ღაზას მახლობლად (28 ოქტომბერი), რაც მამლუქებისთვის კიდევ ერთი მარცხი აღმოჩნდა.
სამხედრო ოპერაციები ეგვიპტეში (1517 წ.)
რედაქტირებაალ-ღურის მემკვიდრე თუმან ბეი, როგორც მამლუქთა სულთანი, გააფთრებით ახორციელებდა ჯარების გაწვევას საზოგადოების სხვადასხვა კლასიდან და ბედუინებიდან, ცდილობდა რა თავისი ჯარის აღჭურვას გარკვეული რაოდენობის ქვემეხებითა და ცეცხლსასროლი იარაღით, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ბრძოლის დაწყებამდე და შეზღუდული მასშტაბით.[7][8] საბოლოოდ, კაიროს კარიბჭესთან მოხდა რიდანიას ბრძოლა (24 იანვარი), რომელშიც ოსმალეთის სარდალი ჰადიმ სინან ფაშა დაიღუპა.[9] ამ ბრძოლაში სელიმ I და თუმან ბეი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თუმან ბეის მიერ განლაგებული ქვემეხები თითქმის უსარგებლო აღმოჩნდა, რადგან ოსმალებმა შეტევა უკანა მხრიდან დაიწყეს.[8]
სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერდა დაახლოებით 100 ხომალდისგან შემდგარი ფლოტი, რომელიც ჯარებს სამხრეთში მათი ლაშქრობის დროს ამარაგებდა.[10]
რამდენიმე დღის შემდეგ, ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს კაირო,[8] შეიპყრეს ხალიფა ალ-მუტავაკილ III.[11] თუმან ბეიმ გადააჯგუფა ჯარები გიზაში, სადაც საბოლოოდ ტყვედ ჩავარდა და კაიროს კარიბჭესთან ჩამოახრჩვეს.[2][12]
სამხედრო ოპერაციები წითელ ზღვაში (1517 წ.)
რედაქტირებასელმან რეისის ოსმალური ფლოტი უკვე განლაგებული იყო წითელ ზღვაში 1517 წლისთვის. სელმანს ეშინოდა, რომ პორტუგალიური ფლოტების ბლოკადა ბაბ-ალ-მანდაბზე გაგრძელდებოდა. სელმანის ფლოტი მიზნად ისახავდა პორტუგალიელებთან შეტაკებას ინდოეთთან სავაჭრო მარშრუტის გათავისუფლებისა და ჰიჯაზის წმინდა მიწის დაცვის მიზნით. მამლუქებთან მიმდინარე ომის მიუხედავად, ოსმალებმა 1517 წლის დეკემბერში ჯედა დაიცვეს, რომელიც მამლუქთა რეჟიმის ბოლო გარნიზონი გამოდგა.
მაშინ, როცა ჯედა პირდაპირ ოსმალეთის იმპერიის ვილაიეთი გახდა, რვა წლის შემდეგ, მექას შარიფი ბარაქათ იბნ მუჰამედიც დაემორჩილა ოსმალეთს და წმინდა ქალაქები მექა და მედინა, როგორც ვასალური სახელმწიფოები, ოსმალეთის მართველობის ქვეშ მოაქცია.[2][13]
შესაბამისად, ოსმალეთის ძალაუფლება გაფართოვდა წითელი ზღვის სამხრეთ მონაკვეთებამდე, თუმცა იემენის კონტროლი იყო ნაწილობრივი და შემთხვევითი.[2]
შედეგები
რედაქტირებამამლუქთა კულტურისა და სოციალური ორგანიზაციის წინააღმდეგობა გაგრძელდა რეგიონულ დონეზე და მამლუქი „მონა“ ჯარისკაცების სამხედრო გაწვევა და მათთვის განათლების მიცემა გაგრძელდა, მაგრამ ეგვიპტის მმართველი იყო ოსმალი გუბერნატორი, რომელსაც ოსმალური ძალები მფარველობდნენ.[2][14] მამლუქების სასულთნოს დაცემის შემდეგ, მამლუქთა-პორტუგალიელების საზღვაო ომიც დასრულდა, მაგრამ მოგვიანებით, ოსმალებმა ინდოეთის ოკეანეზე პორტუგალიელთა შეჩერება სცადეს.
მამლუქთა იმპერიის დაპყრობამ, ოსმალებს აფრიკისკენ მიმავალი გზა გაუხსნა. მე-16 საუკუნის განმავლობაში, ოსმალთა ძალაუფლება ვრცელდებოდა კაიროს დასავლეთით, კერძოდ, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს გასწვრივ. მეკობრე ჰაირედინ ბარბაროსამ ალჟირში ბაზა დააარსა და მოგვიანებით, 1534 წელს დაასრულა ტუნისის დაპყრობა.[2]
კაიროში ხალიფა ალ-მუთავაკილ III დაატყვევეს, რის შემდეგაც იგი ჩაიყვანეს კონსტანტინოპოლში, სადაც საბოლოოდ დათმო ხალიფას თანამდებობა სელიმის მემკვიდრის, სულეიმან დიდებულის სასარგებლოდ.[12] ამან ჩამოაყალიბა ოსმალეთის სახალიფო რომლის სათავეშიც სულთანი მოექცა, რითაც რელიგიური ავტორიტეტი კაიროდან ოსმალეთის ტახტზე გადავიდა.
1798 წლამდე კაირო ოსმალეთის ხელში დარჩა. როდესაც საფრანგეთმა ეგვიპტე დაიპყრო, ნაპოლეონ I-მა მამლუქების ლიკვიდაცია მოითხოვა.[15]
მამლუქების დაპყრობა იყო ყველაზე დიდი სამხედრო წამოწყება, რომელიც ოსმალეთის სულთანს ოდესმე უცდია. გარდა ამისა, დაპყრობების შედეგად, ოსმალეთმა დაიწყო იმდროინდელი მსოფლიოს ორი უდიდესი ქალაქის - კონსტანტინოპოლისა და კაიროს კონტროლი. რომის იმპერიის ზეობის დღიდან მოყოლებული, შავი, წითელი, კასპიის და ხმელთაშუა ზღვები ერთი იმპერიის მიერ არ იმართებოდა.[5]
ეგვიპტის დაპყრობა იმპერიისთვის უაღრესად მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან მას უფრო მეტი საგადასახადო შემოსავალი მოჰქონდა, ვიდრე ოსმალეთის ნებისმიერ სხვა ტერიტორიას. გარდა ამისა, ეგვიპტე აწვდიდა სამომხმარებლო საკვების დაახლოებით 100%-ს. თუმცა, მექა და მედინა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დაპყრობილ ქალაქებს შორის, რადგან სელიმი და მისი შთამომავლები, მთელი მუსლიმური სამყაროს ხალიფები გახდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისამდე.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tony Jaques (2006). Dictionary of Battles and Sieges.. Greenwood Press, გვ. xxxiv... ISBN 9780313335365.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Saraiya Faroqhi. (2009). The Ottoman Empire: A Short History.. Markus Wiener Publishers, გვ. 60ff. ISBN 9781558764491.
- ↑ Palmira Johnson Brummett (1994). Ottoman seapower and Levantine diplomacy in the age of discovery, გვ. 52ff. ISBN 9780791417027.
- ↑ 4.0 4.1 Firdaus, Yelmi Eri, Elfia Elfia, and Meirison Meirison. "RISE AND FALL OF MAMLUK SULTANATE: The Struggle Against Mongols and Crusaders in Holy War." Al-Adyan: Journal of Religious Studies 1, no. 1 (2020): 14-28.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Mikhail, Alan (2020). God's Shadow: Sultan Selim, His Ottoman Empire, and the Making of the Modern World.. Liveright. ISBN 978-1631492396.
- ↑ Joan D. Barghusen; Bob Moulder (2001). Daily Life in Ancient and Modern Cairo. Lerner Publications, გვ. 41. ISBN 9780822532217.
- ↑ 7.0 7.1 Kenneth Chase (2003). Firearms: A Global History to 1700. Cambridge University Press. p. 104. ISBN 9780521822749., გვ. 104. ISBN 9780521822749.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 M. W. Daly; Carl F. Petry (1998). The Cambridge History of Egypt. Cambridge University Press. pp. 498ff. ISBN 9780521471374..
- ↑ Martijn Theodoor Houtsma (1987). E. J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913–1936. BRILL. ISBN 9789004082656.
- ↑ Palmira Johnson Brummett (1994). Ottoman Seapower and Levantine Diplomacy in the age of discovery. SUNY Press. ISBN 9780791417010.
- ↑ Drews, Robert (August 2011). Coursebook: Judaism, Christianity and Islam, to the Beginnings of Modern Civilization (PDF), Vanderbilt University.
- ↑ 12.0 12.1 Muir, William (1896). The Mameluke; Or, Slave Dynasty of Egypt, 1260–1517, A. D.. Smith, Elder, გვ. 207–213.
- ↑ The Emirs of Mecca and The Ottoman Government of Hijaz 1840 1908 Mekke Emirleri Ve Hicazda Osmanli Idaresi 1840 1908.
- ↑ Caroline Williams (2008). Islamic Monuments in Cairo: The Practical Guide. American University in Cairo Press. American University in Cairo Press, გვ. 6. ISBN 9789774162053.
- ↑ André Raymond (2000). Cairo. Harvard University Press, გვ. 189. ISBN 9780674003163.