ტა-მეჰუ (ძვ. ეგვ. tA-mHw), დელტა (ძვ. ბერძნ. Δέλτα), ქვემო ეგვიპტე (ლათ. Aegyptus Inferior) — ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქი. ქვემო ეგვიპტე დაარსდა ძვ. წ. IV ათასწლეულში და დამოუკიდებლად არსებობდა მენესის მიერ ძველი ეგვიპტის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბებამდე. ქვემო ეგვიპტე დაყოფილი იყო 20 რაიონად, რომლებასაც ნომები ეწოდებოდა. ქვემო ეგვიპტის დედაქალაქი იყო ბუტო. ქვემო ეგვიპტეში კლიმატი უფრო რბილი იყო ვიდრე ზემო ეგვიპტეში, რაც გამოწვეული იყო ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს მდებარეობით. ძველ ეგვიპტურ ენაზე ტა-მეჰუ ნიშნავს „პაპირუსების ქვეყანას“.

ქვემო ეგვიპტის (ნილოსის დელტის) რუკა

ლიტერატურარედაქტირება

  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971