ორკუზიანი აქლემი,[1] ბაქტრიანი[2] (ლათ. Camelus bactrianus) — ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 250–300 სმ, სიმაღლე მინდაოში 180–210 სმ, მასა 690 კგ-მდე. კისერი გრძელია, ზურგზე ორი ცხიმოვანი კუზი აქვს; ბეწვი მოწითალო-მოყავისფრო-ქვიშისფერია. მოშინაურებულია დაახლოებით 5 ათასი წლის წინ; მეორე სახელი ბაქტრიის მიხედვით მიიღო. რამდენიმე ჯიშს აშენებენ ცენტრალურ და შუა აზიაში, ყაზახეთში. ამტანი ცხოველია, კარგად უძლებს სიცხესა და სიცივეს, თუმცა სარწყულებლის ნაკლებობას ვერ ეგუება (ეს გახდა მისი არეალისა და რიცხოვნობის შემცირების მიზეზი ველურ ბუნებაში). ერთ ჯერზე შეუძლია 50 ლიტრი წყლის დალევა, მათ შორის მარილიანის. ჭამს უდაბნოს პრაქტიკულად ყველანაირ მცენარეულობას, განსაკუთრებით საჭიროებს ჰალოფიტებს. მამრების სქესობრივი აღგზნების პერიოდი ზამთარშია, მათ შორის ზოგჯერ სასტიკი ორთაბრძოლები იმართება. ერთ ნაშიერს მარტში იგებს.

ორკუზიანი აქლემი

შანხაის ზოოპარკში
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Camelus bactrianus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
 სია
  • · Camelus bocharius (Kolenati, 1847)
  • · Camelus caucasicus (Kolenati, 1847)
  • · Camelus genuinus (Kolenati, 1847)
  • · Camelus orientalis (J. Fischer, 1829)
  • · Camelus tauricus (J. Fischer, 1829)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 37.
  2. ბაქტრიანი // უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ.: განათლება, 1989.