აქლემისებრნი (ლათ. Camelidae) — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი კორძფეხიანთა (ლათ. Tylopoda) ქვერიგისა. აქვთ დიდი, ტლანქი სხეული (სიმაღლე მინდაოში 70-210 სმ), გრძელი კისერი, გაყოფილია ზედა ტუჩი, კიდურებზე ორ-ორი თითი, რომლებიც პატარა ჩლიქებით ბოლოვდება. აქლემისებრთათვის დამახასიათებელია ოვალური ერითროციტები, რაც გამონაკლისია ძუძუმწოვრებში. გავრცელებული არიან აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. ცნობილია სამი გვარი: აქლემი, ვიკუნია და ლამა.[1] ველურად გვხვდება ჰუანაკო, ვიკუნია და ორკუზიანი აქლემი.

აქლემისებრნი

ორკუზიანი აქლემი (Camelus bactrianus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Camelidae (Gray, 1821)
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება