ოპ-არტი
ოპ-არტი, ანუ ოპტიკური ხელოვნება (optical art) აღნიშნავს მხატვრულ ნამუშევრებს და სხვა ხელოვნების ნიმუშებს, რომლებშიც ოპტიკური ილუზიებია გამოყენებული. ოპ-არტს ასევე გეომეტრიულ აბსტრაქციებს ან მახვილკუთხა აბსტრაქციებს უწოდებენ, თუმცა უფრო სასურველი ტერმინი შემეცნებითი აბსტრაქციაა. ტერმინი „ოპ“ მსგავსია 1960-იანი წლების სხვა პოპულარული მიმდინარეობა პოპ-არტის, თუმცა მსგავსება მხოლოდ სახელშია და არა სტილში.
„ოპტიკური ხელოვნება ხატვის მეთოდია, რომლის მიზანი ურთიერთქმედებაა ილუზიასა და ნახატის სიბრტყეს შორის, შემეცნებასა და ხედვას შორის“[1]. ოპ-არტის ნამუშევრები აბსტრაქტულია და საუკეთესო ნამუშევრების უმრავლესობა შავ-თეთრია. მათი ცქერისას მაყურებელს მოძრაობის, ფარული გამოსახულებების, ვიბრაციის შეგრძნება ეუფლება.
ისტორიული კონტექსტი
რედაქტირებაოპ-არტი ბაუჰაუზის კონსტრუქტივისტული პრაქტიკის ნაყოფია. ეს გერმანული სკოლა, რომელიც ვალტერ გროპიუსმა დააფუძნა, ფორმისა და ფუნქციის ურთიერთქმედებას უსვამდა ხაზს, ანალიზისა და რაციონალურობის ჩარჩოებში. სტუდენტებს უნერგავდნენ ზოგად დიზაინზე ან მთელ კომპოზიციაზე ყურადღების გამახვილებას, ერთ მთლიანში შეკრული ნამუშევრის წარმოსადგენად. 1933 წელს ბაუჰაუზის დახურვის შემდეგ მრავალი მისი წამყვანი ინსტრუქტორი აშშ-ში გაიქცა, სადაც მოძრაობა ჩიკაგოში იკიდებს ფეხს, ხოლო საბოლოოდ კი ბლეკ მაუნტენის კოლეჯში, ეშვილში, ჩრდილოეთი კაროლინა, სადაც ენი და ჯოზეფ ალბერები ჩავიდნენ მასწავლებლად.
„ოპ“-ის წარმოშობა
რედაქტირებატერმინი პირველად გამოჩნდა ჟურნალ ტაიმში 1964 წლის ოქტომბერში, თუმცა ნამუშევრები, რომელთაც ამჟამად ოპ-არტს უწოდებენ პირველად რამდენიმე წლით ადრე შეიქმნა. მაგ. ვიქტორ ვაზარელის ნახატი „ზებრები“ (1938) მთლიანად მრუდი შავ-თეთრი ზოლებისგან შედგება, რომლებიც კონტურულ ხაზებში არ არის მოქცეული. შედეგად, ზოლები თითქოს იღვრება ან პირიქით წინ მოიწევს მათ გარშემო კომპოზიციის შავი ფონისგან. ასევე ჯონ მაკჰეილის Dazzle პანელები გამოფენილი 1956 წელს ექსპოზიციაზე This is Tomorrow (ეს არის ხვალინდელი დღე) და მისი Pandora სერია თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში 1962 წელს პროტო-ოპ ტენდენციებს ასახავს.
The Responsive Eye
რედაქტირება1965 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „The Responsive Eye“ („დამყოლი თვალი“, კურატორი უილიამ ზაიტცი). აქ გამოფენილი იყო ფართო სპექტრის ნამუშევრები, ფრენკ სტელას მინიმალიზმიდან ალექსანდერ ლიბერმანის ჰაეროვან პლასტიურობამზე, ოპ-არტის მიმდინარეობის ხელოვანთა გვერდით: ვიქტორ ვაზარელი და ბრიჯიტ რაილი. გამოფენის ფოკუსი ხელოვნების შემეცნებითი ასპექტები იყო, რომლებიც მოძრაობის ილუზიისა და ფერთა ურთიერთქმედების შედეგი იყო, რაც ყველაზე მკაფიოდ არნოლდ ალფრედ შმიდტის ნახატზე ჩანს. გამოფენა უზომოდ წარმატებული გახდა საზოგადოებაში, თუმცა მას ნაკლებად სწყალობდა კრიტიკა. კრიტიკოსებმა ოპ-არტი არაფრად ჩააგდეს და მას უბრალოდ თვალის მატყუარა უწოდეს. მიუხედავად ამისა, ოპ-არტის პოპულარობა საზოგადოებაში იზრდებოდა და ამგვარი გამოსახულებები მრავალ კომერციულ კონტექსტშიც იქნა გამოყენებული. ბრიჯიტ რაილიმ ერთ ამერიკულ კომპანიას უჩივლა კიდეც, ამ უკანასკნელის მიერ მისი ერთ-ერთი ნახატის ტანსაცმლის ნაჭრის დიზაინში გამოყენებისთვის, თუმცა უშედეგოდ.
პრინციპი
რედაქტირებაშავ-თეთრისა და ფიგურა-ფონის ურთიერთქმედება
რედაქტირებაოპ-არტი აღქმის განცდაა, რომელიც ხედვის ფუნქციებს ემყარება. ეს არის დინამიური ვიზუალური ხელოვნება, დაფუძნებული ფიგურისა და ფონის ურთიერთქმედებაზე, რომელიც ამ ორ სიბრტყეს შორის ინტენსიურ და წინააღმდეგობრივ გარდასახვებს იწვევს. ოპ-არტი ორი ძირითადი გზით იქმნება. პირველი, ყველაზე კარგად ცნობილი მეთოდი, არის ეფექტების შექმნა სხვადასხვა ზომისა და სისქის ხაზების მონაცვლეობით. ეს ნახატები ხშირად შავ-თეთრია ან მონოქრომული. ამგვარია ბრიჯიტ რაილის განთქმული ნახატი „Current“ (დინება, 1964), რომელიც კატალოგის „Responsive Eye“ გარეკანზე იყო გამოსახული. შავი და თეთრი ტალღოვანი ზოლები ერთმანეთთან ახლოსაა მიყვანილი ტილოს ზედაპირზე, რაც იმდენად სასტიკ წინააღმდეგობას ქმნის ფიგურასა და ფონს შორის, რომ მნახველის თვალზე მტკივნეულ განცდას იწვევს. მომდევნო რეაქციით ხაზები გამოსახულებებს ქმნის გარკვეულ ფერებში, იმის მიხედვით თუ როგორ აღიქვამს და ამუშავებს თვალის გუგა სინათლეს. როგორც გოეთეს აქვს აღწერილი მის ტრაქტატში „ფერთა თეორია“, ზღვარზე, სადაც ნათელი და ბნელი ხვდება ერთმანეთს წარმოიქმნება ფერი, ვინაიდან სინათლე და სიბნელე ორი ცენტრალური ძალაა ფერის შექმნისას.
ფერი
რედაქტირებაბრიჯიტ რაილიმ მოგვიანებით შექმნა ნაწარმოებები სრული ფერთა გამით. სხვა მხატვრებიც მუშაობდნენ ფერებში, თუმცა ეს ნამუშევრები ნაკლებად ცნობილია. იოზეფ ალბერსი ასწავლიდა „ფერთა ფუნქციის“ სკოლის ორ ძირითად მიმდევარს იელში 1950-იან წლებში: რიჩარდ ანუსკევიჩსა და იულიან სტანზაკს. ხშირად, ფერად ნამუშევრებში ფიგურისა და ფონის მოძრაობის მსგავსი პრობლემები დომინირებს, თუმცა მათში დამატებითი ელემენტი ფერთა კონტრასტია, რასაც განსხვავებული ეფექტი აქვს თვალზე. ანუსკევიჩი ამ ტიპის მხატვრობის კარგი მაგალითია. მის ნახატთა სერიაში „ტაძარი“, მაგალითად, ორი ძლიერ კონტრასტული ფერის დაპირისპირება იწვევს სიღრმის შეგრძნებას წარმოსახვით სამგანზომილებიან სივრცეში, იმდენად, რომ თითქოს ეს არქიტექტურული ფორმა მაყურებლის სივრცეში იჭრება. აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ რაილიმ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, ფაქტია, რომ ის საკუთარ ნამუშევრებს იგონებს, მაგრამ თავად არ არსულებს მათ.
სტანცზაკის კომპოზიციები ყველაზე კომპლექსურია ფერთა ფუნქციის პრაქტიკოსთა შორის. ალბერსის ფუნდამენტური ნაშრომის „ფერთა ურთიერთქმედება“ გავლენით სტანცზაკი ღრმად იკვლევს ფერთა ზეგავლენის პრინციპებს. „სტანცზაკმა ფერებითა და გეომეტრიით სხვადასხვა სივრცული განცდები შექმნა; ამ უკანასკნელზე [გეომეტრია] გაცილებით ადვილია საუბარი, ფერს კი არ აქვს მარტივი სისტემატიზებული ეკვივალენტი... სტანცზაკის ნიჭი ფენების შექმნაშია. ის გამჭვირვალე ორნამენტს ორნამეტზე ისე ალაგებს, რომ თქვენ მათში მონოქრომულ ეკრანებს ხედავთ, და ყოველი მათგანი იკეცება, თითქოს ისინი მოძრავია.“[2]
გამოფენები
რედაქტირებაოპ-არტის ნამუშევრების ვრცელი გამოფენა ჩატარდა სტრასბურგში 2005 წელს (L'oeil Moteur), კიდევ ერთი — ფრანკფურტის შირნ კუნსტჰალეში 2007 წლის თებერვალ-მაისში. კოლუმბუსის ხელოვნების მუზეუმი, ოჰაიო, ოპ-არტის პირველ უდიდეს რეტროსპექტივას აწყობს აშშ-ში ბოლო 25 წლის განმავლობაში, სახელწოდებით „ოპტიკური ნერვი: 1960-იანი წლების შემეცნებითი ხელოვნება“ 2007 წლის თებერვალ-ივნისში. პრატის ხელოვნების ინსტიტუტმაც ასევე უმასპინძლა ოპ-არტის გამოფენას 2007 წლის გაზაფხულზე. პარალელურად ბრიჯიტ რაილის რამდენიმე საერთაშორისო გამოფენა ჰქონდა ბოლო წლებში (დია ცენტრი, ნიუ-იორკი, 2000; ტეიტ-ბრიტანეთი, ლონდონი, 2003; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სიდნეი, 2004).
ფოტოგრაფიული ოპ-არტი
რედაქტირებამიუხედავად მზარდი პოპულარობისა ფოტოფრაგები შედარებით ნაკლები ენთუზიაზმით ეკიდებიან ოპ-არტს. მაშინ როდესაც მხატვრები ვიქტორ ვაზარელი და ბრიჯიტ რაილი დიდი რაოდენობით ნამუშევრებს ქმნიან, იგივე ითქმის კომპიუტერულ გრაფიკაზეც. შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა იყოს მსგავსი ეფექტის მომხდენი ბუნებრივი ობიექტის მოძებნა. თუმცა, ყველაზე ნაყოფიერი ამ მხრივ ლასლო მოჰოი-ნადი და ნოორალი ჰირანი არიან.
ცნობილი მიმდევრები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება
სახვითი ხელოვნების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები სახვით ხელოვნებაზე. |