იულიან სტანზაკი
იულიან სტანზაკი (Julian Stanczak) (დ. 5 ნოემბერი, 1928, ბოროვიცა, პოლონეთი — გ. 20 იანვარი, 2018 ) — პოლონელ-ამერიკელი მხატვარი, ლითოგრაფი. ცხოვრობს და მუშაობს სევენ-ჰილზში, ოჰაიო, (აშშ).
სტანზაკი აღმოსავლეთ პოლონეთში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იძულებით გაამგზავრეს ციმბირის შრომის კოლონიაში, სადაც მან მთლიანად დაკარგა მარჯვენა ხელის მოძრაობა. 1942 წელს 13 წლის ასაკში ციმბირიდან გაიქცა და პოლონეთის გადახვეწილ არმიაში ჩაირიცხა სპარსეთში. არმიიდან გაქცევის შემდეგ მოზარდობა პოლონელ ლტოლვილთა ბანაკში გაატარა უგანდაში, აფრიკა. სწორედ აფრიკაში ისწავლა ხატვა (მარცხენა ხელით). მოგვიანებით ინგლისში, შემდეგ კი აშშ-ში გადადის, სადაც საბოლოოდ კლივლენდში სახლდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Julian Stanczak
- Julian Stanczak interviewed by Brian Sherwin- myartspace.com
- Geoform: An Interview with Artist Julian Stanczak, 2011